სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია
ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ თა­ვი­სი თურ­ქი კო­ლე­გა, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ლვოვ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის მი­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცი­ას და შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ლი­დე­რებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პო­ტოც­კის სა­სახ­ლე­ში იმარ­თე­ბა. ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რი­სას თურ­ქე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნე­ზე, მათ ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყვე­ლა ას­პექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ერ­დო­ღან­სა და ზე­ლენ­სკის შო­რის ორ­მხრივ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, სამმხრი­ვი სა­მი­ტი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტად მყო­ფი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ერ­დო­ღა­ნი, ზე­ლენ­სკი და გუ­ტე­რე­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ ნა­ბი­ჯებს, რომ­ლე­ბიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის და­სას­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­იდ­გას, ასე­ვე ისა­უბ­რე­ბენ იმა­ზე თუ რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე ექ­სპორ­ტის­თვის შექ­მნი­ლი მე­ქა­ნიზ­მი.

სამმხრი­ვი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ისი­ნი ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ.

რო­გორც თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ერ­დო­ღა­ნი­სა და ზე­ლენ­სკის შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში, შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჰუ­ლუ­სი აკარ­მა და მის­მა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გამ ოლექ­სი რეზ­ნი­კოვ­მაც. მათ ისა­უბ­რეს ორ­მხრივ და რე­გი­ო­ნუ­ლი თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
5

"გმირი"!წარმომიდგენია ამას რომ ადამიანი გმირად მიიჩნევს ,რა "ბაგაჟის "პატრონია!!მასე გააგრძელეთ,ფიქრი და აზროვნება აბერებს გიივიი!

ალეკო
9

ოფიციალურ შეხვედრაზე მაინც ჩაიცვას როგორც პრეზიდენტ ს შეეფერება სულ ბაცანასავით როგორ უნდა დადიოდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები პოტოცკის სასახლეში იმართება. ორმხრივი შეხვედრისას თურქეთისა და უკრაინის პირველი პირები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, მათ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავენ.

ერდოღანსა და ზელენსკის შორის ორმხრივ მოლაპარაკებების შემდეგ, სამმხრივი სამიტი გაიმართება, რომელშიც ასევე უკრაინაში ვიზიტად მყოფი გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიიღებს მონაწილეობას.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც დიპლომატიური საშუალებებით უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად შეიძლება გადაიდგას, ასევე ისაუბრებენ იმაზე თუ როგორ შეინარჩუნონ უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმი.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, დასავლეთ უკრაინაში ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და მისმა უკრაინელ კოლეგამ ოლექსი რეზნიკოვმაც. მათ ისაუბრეს ორმხრივ და რეგიონული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.