საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუდის არაბეთში ქალს "ტვიტერის" გამოყენებისთვის 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - სასამართლოს სასტიკი გადაწყვეტილება
საუდის არაბეთში ქალს "ტვიტერის" გამოყენებისთვის 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - სასამართლოს სასტიკი გადაწყვეტილება

სა­უ­დის არა­ბეთ­ში 34 წლის არაბ ქალს, რო­მე­ლიც Twitter-ის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის გა­სულ წელს და­ა­კა­ვეს, 34 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ქა­ლის და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მას "ტვი­ტერ­ზე" უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

სალ­მა ალ-შე­ჰა­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ცხოვ­რობ­და და ლიდსის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი იყო. ის მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად სახ­ლში დაბ­რუნ­და. სალ­მას, რო­მე­ლიც ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დაა, თავ­და­პირ­ვე­ლად, 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სალ­მამ "აქ­ტი­ვის­ტე­ბის Twitter ან­გა­რი­შე­ბის თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბით და მათი პოს­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა და სა­მო­ქა­ლა­ქო და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სცა­და."

მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ორ­შა­ბათს მას ახა­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა - 34 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

სალ­მა და მისი ოჯა­ხი

შე­ჰაბს "ტვი­ტერ­ზე" 2597 გა­მომ­წე­რი ჰყავ­და და კო­ვი­დის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და მისი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის გარ­და, ხან­და­ხან არა­ბი დი­სი­დენ­ტე­ბის პოს­ტებ­საც აზი­ა­რებ­და.

სა­უ­დის არა­ბეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დაგ­მო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მათი თქმით, ეს არის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა, რო­მე­ლიც აქამ­დე რა­ი­მე მსგავ­სი სა­ხის "და­ნა­შა­უ­ლის­თვის" მი­უს­ჯი­ათ.

მათ­სა­ვე გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რომ ბევ­რი ქალი გახ­და ამ­გვა­რი უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მსხვერ­პლი, რის შე­დე­გა­დაც, მათ და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ და მათ­ზე "სას­ტი­კი წა­მე­ბა" და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Natia
5

ძᲐლიან ,,ადეკვატური" კომენტარებია. თᲥვენით მოიფიქრეთ თუ დახმარება გაგიწიეს?

Tttt
11

ლომჯარია და ბაია სად არიან :))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

საუდის არაბეთში ქალს "ტვიტერის" გამოყენებისთვის 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - სასამართლოს სასტიკი გადაწყვეტილება

საუდის არაბეთში ქალს "ტვიტერის" გამოყენებისთვის 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - სასამართლოს სასტიკი გადაწყვეტილება

საუდის არაბეთში 34 წლის არაბ ქალს, რომელიც Twitter-ის გამოყენებისთვის გასულ წელს დააკავეს, 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქალის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მას "ტვიტერზე" უფლებადამცველებისა და აქტივისტების ანგარიშები ჰქონდა გამოწერილი.

სალმა ალ-შეჰაბი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა და ლიდსის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. ის მაშინ დააკავეს, როდესაც არდადეგების გასატარებლად სახლში დაბრუნდა. სალმას, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, თავდაპირველად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, სალმამ "აქტივისტების Twitter ანგარიშების თვალ-ყურის დევნებით და მათი პოსტების გაზიარებით, საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევა და სამოქალაქო და ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია სცადა."

მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს მას ახალი განაჩენი გამოუტანა - 34 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სალმა და მისი ოჯახი

შეჰაბს "ტვიტერზე" 2597 გამომწერი ჰყავდა და კოვიდისგან გამოწვეული პრობლემებისა და მისი შვილების ფოტოების გარდა, ხანდახან არაბი დისიდენტების პოსტებსაც აზიარებდა.

საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ორგანიზაციამ დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება. მათი თქმით, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა, რომელიც აქამდე რაიმე მსგავსი სახის "დანაშაულისთვის" მიუსჯიათ.

მათსავე განცხადებაშია ნათქვამი, რომ ბევრი ქალი გახდა ამგვარი უსამართლო სასამართლო პროცესების მსხვერპლი, რის შედეგადაც, მათ დაუმსახურებელი პატიმრობა მიესაჯათ და მათზე "სასტიკი წამება" და სექსუალური შევიწროვებაც ხორციელდებოდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა