თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედია თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ლვოვს ეწვევა.
მათივე ცნობით, უკრაინაში გამართული შეხვედრების დროს განიხილება ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად.
ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ლიდერები გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდებიან.
სანამ ყირიმიდან და დონბასისდან ლოთი არ გავა, მანამდე ომი არ დამთავრდება. ნუ დაიწყებდა ომს პუტინი და იქნებოდა შოკოლადში.
ვფიქრობ ძია რეჯებს უფრო სჭირდება ომის დასრულება, რუსეთთან თამამად რომ გააგრძელოს პარტნიორობა. ეს არის მისი მხრიდან სახელმწიფოებრივი ხედვა. აი ბატონ ვოლოდიმერს კი არ უნდა, თორემ აქამდე კივილით აიღებდა ყველაფერს, არიქა მიშუამდგომლეთ ომის შეწყვეტაზეო. ომით რუსეთი უნდა დავღალოთო იძახის. ახლა შეადარეთ, ვინაა უფრო ადექვატური...