სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლოზე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც, ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, მასზე ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს - რა თქვა საპასუხოდ ქვეყნის პირველმა ჩოგანმა?
სასამართლოზე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც, ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, მასზე ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს - რა თქვა საპასუხოდ ქვეყნის პირველმა ჩოგანმა?

სა­სა­მარ­თლო­ზე აჩ­ვე­ნეს ვი­დეო, რო­მელ­შიც, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, მას­ზე ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს. ვი­დეო ჩა­ნა­წერ­ში ის­მის სა­უ­ბა­რი, რო­გორ მი­მარ­თავს ის ყო­ფილ მე­უღ­ლეს კი­თხვით - რა­ტომ ძა­ლა­დობ­და მას­ზე.

ამ ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს სთხო­ვა, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი აზრი, რა დრო­საც მან ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, “ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ზე” რო­გორ ჩა­ერ­თვე­ბა, რად­გა­ნაც ვი­დე­ო­ში არა­ფე­რი ჩანს.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ვი­დე­ოს ში­ნა­არსს, რო­გორც დო­რო­ყაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის აშშ-ში, სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნი­სას მოხ­და, რა დრო­საც მას ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ჩა­არ­ტყა ჩან­თა, რო­მელ­შიც ჩოგ­ნე­ბი იდო. მისი თქმით, ჩა­ნა­წე­რი 2018 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

"რის გამო მირ­ტყამ­დი, რა ღირ­სი ხარ შენ ვინ­მეს უყ­ვარ­დე. ნა­ძი­რა­ლა ხარ. ჩემი სა­ხე­ლი არას­დროს ახ­სე­ნო. ამ­დენ დარ­ტყმას და ჩემს ცე­მას ღმერ­თი არას­დროს გა­პა­ტი­ებს, ჩემ­ზე უსა­მარ­თლო დარ­ტყმას. წადი აქე­დან, სა­ერ­თოდ მომ­შორ­დი”, - მი­მარ­თავს დო­რო­ყაშ­ვი­ლი ბა­სი­ლაშ­ვილს ვი­დეო ჩა­ნა­წერ­ში.

ამის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს მი­მარ­თა და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი აზრი.

"ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ზე რო­გორ ჩა­ვერ­თო, არა­ფე­რი ჩანს ამ ვი­დე­ო­ში. მახ­სოვს იდგა და გი­ჟი­ვით ყვი­რო­და, რა­ტომ მირ­ტყამ­დიო. ვი­დე­ო­ში ჩანს რომ ვი­გი­ნე­ბი? ჩემ­თვის ვი­დე­ქი წყნა­რად… ავი­ღე ახა­ლი ნო­მე­რი და გა­ვე­დი მშვი­დად. ამ ვი­დე­ო­ში ჩანს ჩემი მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა? რაზე უნდა გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი?”- გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ალ­შვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

თუ სულ ასე ძალადობდა, რატომ ითმენდა?!! რა გაჭირვება ჰქონდა. მაშინ ასეთი თმენისთვის? უსახსროდ არ იყო, რომ რაიმე ვითომ გამართლება მოუძებნო, ან დამნაშავე იყო და ასე აწყობდა იმიტომ, ან თავისი გეგმები ქონდა ფინანსებთან და ამიტომ, იქეთ აშანტაჟებდა ამ ადამიანს. ლოგიკა ეგაა. ბასილაშვილს ყველაფერი - მომზადება, ნერვები, წყალში ეყრებოდა ამის ხელში. ადვოკატი კი საქართველოში ქალების საერთო მდგომარეობის იმედით იყო? მაგრამ ეს რომ ნათლად სხვა შემთხვევაა ვერ ასხვავებდა?

უნდა ვთქვა
0

მეზობელი ცოლქმარი მყავდა, მერე ის ბიჭი დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და რომ დავინახავდი ხოლმე სულ მეცინებოდა. გაუთავებელი ჩხუბი ქონდათ. არა და ეს ბიჭი ჩვენი სამსახურის სული დაგული იყო, ერთხელ ცოლს ვეუბნები, რატომ ეჩხუბები სულ, მობეზრდები, ადგება და წავამეთქი. არ წავაო. ერთხელ სახლში მივედი მათთან და ისე ტკბილად ჭუკჭუკებდნენ ვერ აგიწერთ. რა საზიზღრები ხართ, ასე გიყვართ ერთმანეთი და სულ ჩხუბობთმეთქი. ამას კითხე რა ჭირსო, მითხრა ქმარმა და გავიდა. ხან ხოცავთ ერთმანეთს, ხან ეფერებით, ეს რა ცხოვრებაა მეთქი. ამისგულისთვის ხომ არ გავეყრებიო, აქ რაც ქალი დადის ყველას უყვარს და მაინცდა მე გავეყაროვო. ძალიან ლამაზ ლექსებს წერდა ის გოგო და მითხრა ეს ყველა ლექსი მაგაზე მაქვს დაწერილიო

 56 წელი იცხოვრეს ერთად და ეს ბიჭი გარდაიცვალა, მე ვკითხე არ გენატრება მეთქი, რას ამბობ, ღამე რომ ვწვები სულ მასზე ვოცნებობო არ გცემდამეტქი? ცემით არ მცემდა მაგრამ იმისთანა სიტყვებს მეუბნებოდა ჯერ ვბრაზობდი,მერე სიცილით ვკვდებოდიო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სასამართლოზე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც, ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, მასზე ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს - რა თქვა საპასუხოდ ქვეყნის პირველმა ჩოგანმა?

სასამართლოზე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც, ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, მასზე ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს - რა თქვა საპასუხოდ ქვეყნის პირველმა ჩოგანმა?

სასამართლოზე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც, ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, მასზე ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს. ვიდეო ჩანაწერში ისმის საუბარი, როგორ მიმართავს ის ყოფილ მეუღლეს კითხვით - რატომ ძალადობდა მასზე.

ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და აღნიშნა, “ასეთ სისულელეზე” როგორ ჩაერთვება, რადგანაც ვიდეოში არაფერი ჩანს.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. მისი თქმით, ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული.

"რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე. ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან, საერთოდ მომშორდი”, - მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეო ჩანაწერში.

ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.

"ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”- განაცხადა ბასიალშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.