რუსებიც და სხვებიც, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში - არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ვინმეს ეთნიკური ნიშნით უნდა შეეზღუდოს, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა რუსი ტურისტების თაობაზე დასმულ კითხვას.
აქვე ოხანაშვილმა ყურადღება “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონზე გაამახვილა და როგორც აღნიშნა, თუ ვინმეს აღნიშნული კანონი დარღვეული აქვს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს მიუხედავად იმისა, კანონის დამრღვევი პირი რუსია თუ სხვა.
„თუ ვინმეს დარღვეული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს - ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის. ხალხის ეთნიკური ნიშნით დაყოფა არავითარ დემოკრატიულ პრინციპებში არ ჯდება.
ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა, ეს არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შესაძლოა, შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს, რაც ასევე დაუშვებულია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ტურისტები როგორც ჩამოეხეტებიან, ისევე წაეხეტებიან, მგონი მათზე არ ღირს ამდენი ნერვიულობა. უფრო დიდი საშიშროება ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას დაავალდებულეს ისეთი კანონების მიღება, რომელიც ითვალისწინებს უცხოელებისათვის ბიზნესის კეთების გამარტივებულ წესებს, აი, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიაღებინეს და დღეს გეიპარადებს გვავალდებულებენ. კიდევ მიაღებინა ევროპამ კანონები, რომლითაც აქ ადვილად ყიდულობენ უძრავ ქონებას. მახსოვს ამით ამაყობდბენ, რეიტინგებში საქართველო ბიზნესის გამარტივებული წესით დაწყებაში მსოფლიოში მოწინავე ადგილზეაო.ჰოდა ეხლა ვიმკით შედეგებს. რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა მიშამ და ეხლა ნაცებს ასე დასჭირდათ და პირიქით გაჰყვირიან, თორემ მართლა რუსებით კი არ შეწუხდნენ,ეხლა ამით აწვებიან ხელისუფლებას ხალხი უნდათ ააბუნტონ.სხვა არაფერი რომ არ გამოვიდა ამას ჩაეჭიდნენ. ისე, რუსებზეც და არაბ,ინდოელ, თურქ, ირანელ, ჩინელებზეც უნდა აიკრძალოს აპ პატარა ქვეყანაში ქონების და მიწის გაყიდვა. ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი ახალგაზრდები სხვაგან მიდიან და გული შეგიღონდება იმდენი პირახვეული მრავალშვილიანი ქალი დადის.რა ვქნათ, ასე თუ გაგრძელდა მალე რუსები,უკრაინელები, ირანელები,თურქები გვეტყვიან ჩვენ უნდა აგვირჩიოთ პარლამეტში და მთავრობაში, ჩვენ ვართ აქ მთავარიო და აღარც დარჩება საქართველო.არავის თავსმოხვეული კანონები არ გვინდა, დანის პირზე ისე უნდა ვიაროთ წყნარად, დაფიქრებულად და გავაუქმოთ ეს ანტი ქართული კანონები.
მოვა დრო შეფასებების.განაჩენი.მძიმე იქნება.კარგად ისუნთქეთ.შეიძლება აირიოთ ცუდი ჰაერის ჩასუნთქვა.გაფხილება ნახევარი საქმეა.