სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ირანული თანამგზავრი გაიყვანა - რა დანიშნულებით გამოიყენებენ თანამგზავრს? - რუსეთ-ირანის ფარული და გაცხადებული მიზნები
რუსეთის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ირანული თანამგზავრი გაიყვანა - რა დანიშნულებით გამოიყენებენ თანამგზავრს? - რუსეთ-ირანის ფარული და გაცხადებული მიზნები

რუ­სულ­მა რა­კე­ტამ ორ­ბი­ტა­ზე ირა­ნუ­ლი თა­ნამ­გზავ­რი წარ­მა­ტე­ბით გა­უშ­ვა. რა­კე­ტა სა­ხე­ლად "სო­ი­უ­ზი“ რუ­სე­თის მიერ ყა­ზა­ხეთ­ში მდე­ბა­რე კოს­მოდ­რო­მი­დან ბა­ი­კო­ნუ­რი­დან გა­უშ­ვეს.

გაშ­ვე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა წუთ­ში მან ორ­ბი­ტა­ზე მო­ა­თავ­სა ირა­ნუ­ლი თა­ნამ­გზავ­რი სა­ხე­ლად "ხა­ი­ა­მი“, რო­მელ­საც ეს სა­ხე­ლი ომარ ხა­ი­ა­მის პა­ტივ­სა­ცე­მად უწო­დეს.

  • ირან­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის კა­მე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი თა­ნამ­გზავ­რი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­რე­მოს მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის, კვლე­ვი­თი მიზ­ნე­ბის­თვის და მას­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი ირანს ექ­ნე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი თე­ი­რა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ცერთ სხვა ქვე­ყა­ნას არ ექ­ნე­ბა წვდო­მა თა­ნამ­გზავ­რის მიერ შეგ­რო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და მას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო მიზ­ნე­ბის­თვის. რო­გორც APnews წერს, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბი რომ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­მა ის უკ­რა­ი­ნის სათ­ვალ­თვა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს უკ­რა­ი­ნა­ში მისი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფონ­ზე.

თუ თა­ნამ­გზავ­რი წარ­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვებს, ის ირანს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს თვალ­ყუ­რი ადევ­ნოს თა­ვის მთა­ვარ მტერს, ის­რა­ელს და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნებს.

თა­ნამ­გზავ­რის გაშ­ვე­ბის კად­რე­ბი ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ამ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­უშ­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ მოვ­ლე­ნას ქვეყ­ნის სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო მი­ნის­ტრი და­ეს­წრო.

ცნო­ბის­თვის, ირანს აქვს რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სამ­ხედ­რო კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მა, რაც აშშ-ში შფოთვის მი­ზე­ზია. აშშ-შ ში­შო­ბენ, რომ ირან­მა ყო­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლოა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის პროგ­რა­მის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ირან­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­უშ­ვა თა­ნამ­გზავ­რი ორ­ბი­ტა­ზე, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
7

კოსმოსი მარტო ამერიკოსების არ არის ვისაც უნდა იმან გაუშვას თანამგზავრი დაგიხოციათ ერთმანეთი

კოსმოსური მენიუ
3

არაყი და ფლავი წაუღეს უცხოპლანეტელებს. იქაც კრიზისია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსეთის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ირანული თანამგზავრი გაიყვანა - რა დანიშნულებით გამოიყენებენ თანამგზავრს? - რუსეთ-ირანის ფარული და გაცხადებული მიზნები

რუსეთის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ირანული თანამგზავრი გაიყვანა - რა დანიშნულებით გამოიყენებენ თანამგზავრს? - რუსეთ-ირანის ფარული და გაცხადებული მიზნები

რუსულმა რაკეტამ ორბიტაზე ირანული თანამგზავრი წარმატებით გაუშვა. რაკეტა სახელად "სოიუზი“ რუსეთის მიერ ყაზახეთში მდებარე კოსმოდრომიდან ბაიკონურიდან გაუშვეს.

გაშვებიდან დაახლოებით ცხრა წუთში მან ორბიტაზე მოათავსა ირანული თანამგზავრი სახელად "ხაიამი“, რომელსაც ეს სახელი ომარ ხაიამის პატივსაცემად უწოდეს.

  • ირანში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაღალი გარჩევადობის კამერით აღჭურვილი თანამგზავრი გამოყენებული იქნება გარემოს მონიტორინგისთვის, კვლევითი მიზნებისთვის და მასზე სრული კონტროლი ირანს ექნება.

ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, არცერთ სხვა ქვეყანას არ ექნება წვდომა თანამგზავრის მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე და მას გამოიყენებენ მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის. როგორც APnews წერს, არსებობს მოსაზრებები რომ შეიძლება რუსეთმა ის უკრაინის სათვალთვალოდ გამოიყენოს უკრაინაში მისი სამხედრო მოქმედებების ფონზე.

თუ თანამგზავრი წარმატებით იმუშავებს, ის ირანს შესაძლებლობას მისცემს თვალყური ადევნოს თავის მთავარ მტერს, ისრაელს და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს.

თანამგზავრის გაშვების კადრები ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გაუშვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ მოვლენას ქვეყნის სატელეკომუნიკაციო მინისტრი დაესწრო.

ცნობისთვის, ირანს აქვს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კოსმოსური პროგრამა, რაც აშშ-ში შფოთვის მიზეზია. აშშ-შ შიშობენ, რომ ირანმა ყოველივე შესაძლოა ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანმა რამდენჯერმე გაუშვა თანამგზავრი ორბიტაზე, თუმცა წარუმატებლად.