საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამშრალი მდინარეები, წყლის დეფიციტი, განადგურებული მოსავალი - ევროპა გვალვით გამოწვეული პრობლემების წინაშე და კლიმატის ცვლილების მძიმე გავლენა
დამშრალი მდინარეები, წყლის დეფიციტი, განადგურებული მოსავალი - ევროპა გვალვით გამოწვეული პრობლემების წინაშე და კლიმატის ცვლილების მძიმე გავლენა

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა წლი­დან წლამ­დე სულ უფრო თვალ­ში­სა­ცე­მი ხდე­ბა და სულ უფრო მე­ტად ვგრძნობთ კლი­მა­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით ახალ რე­ა­ლო­ბას, სა­დაც ეტა­პობ­რი­ვად შევ­დი­ვართ. მა­გა­ლი­თად, წელს ევ­რო­პა­ში უპ­რე­ცენ­დენ­ტო გვალ­ვაა და ამის გამო, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე შე­იქ­მნა წყალ­ზე დე­ფი­ცი­ტი.

გვალ­ვამ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და­ა­ზი­ა­ნა სახ­ლე­ბი, ქარ­ხნე­ბი, ფერ­მე­რე­ბი და მისი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა უკვე მთელ კონ­ტი­ნენტზე იგ­რძნო­ბა.ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მშრა­ლი ზამ­თა­რი. მა­თი­ვე თქმით, მშრა­ლი ზამ­თა­რი და ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იმას ნიშ­ნავს, რომ წყლის დე­ფი­ცი­ტი "ახალ ნორ­მად“ იქ­ცე­ვა.

  • ევ­რო­პულ­მა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ამ გა­მოთ­ვა­ლა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ის 45%-ზე გვალ­ვის სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში იყო, ხოლო მათი 15 პრო­ცენ­ტი ე.წ. წი­თელ ზო­ნა­ში შე­იყ­ვა­ნეს და გა­აფრ­თხი­ლეს "კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის“ შე­სა­ხებ.

ქვეყ­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას. საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ელი­ზა­ბეთ ბერნ­მა გა­სულ კვი­რას კრი­ზი­სე­ბის ჯგუ­ფი გა­აქ­ტი­უ­რა, რომ­ლის მი­ზა­ნიც გვალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბაა. "გარ­დი­ა­ნის“ ცნო­ბით, მსგავ­სი გვალ­ვა საფ­რან­გეთ­ში 1958 წლის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა.

25 ივ­ლი­სი, საფ­რან­გე­თი - ზა­ფხუ­ლის უმე­ტე­სი პე­რი­ო­დი საფ­რან­გეთ­ში ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო გა­მოწ­ვე­ულ ტყის ხან­ძრებს ებ­რძვი­ან

საფ­რან­გე­თის 100 მუ­ნი­პა­ლი­ტეტ­ზე მეტს სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და წყა­ლი მათ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით მი­ე­წო­დე­ბათ. "ჩვენ ამას უკვე უნდა შე­ვეჩ­ვი­ოთ, ადაპ­ტა­ცია ახლა არა ვა­რი­ან­ტი, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა“, - ამ­ბობს საფ­რან­გე­თის გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი, კრის­ტოფ ბეჩუ.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, სურ­სათ­ზე ფა­სე­ბის ზრდის ფონ­ზე, საფ­რან­გე­თის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ სი­მინ­დის მო­სა­ვა­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 18%-ით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ფერ­მერ­თა პროფ­კავ­ში­რებ­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ გვალ­ვის შე­დე­გად პი­რუ­ტყვის საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში შე­საძ­ლოა, რძის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ფი­ცი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ხან­ძა­რი სა­ბერ­ძნეთ­ში - 24 ივ­ლი­სი

  • ეს­პა­ნეთ­ში არას­დროს ყო­ფი­ლა წყლის მა­რა­გი იმა­ზე ცოტა, რო­გორც ახ­ლაა. "გარ­დი­ა­ნი“ წერს, რომ წყლის მა­რა­გი მცირ­დე­ბა, მოხ­მა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი მა­ტუ­ლობს. მა­თი­ვე ცნო­ბით, წყლის აორ­თქლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო 60 წე­ლი­წად­ში ეს­პა­ნეთ­ში ახლა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. ამ ზა­ფხულს ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნელ ნა­ლექ­ზე ორ­ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბი მო­ვი­და.

ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში წყლის მოხ­მა­რე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. თუ ნა­ლე­ქი მალე არ მოვა, შე­ზღუდ­ვე­ბი კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით კი მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი წვი­მას არ პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

ტყის ხან­ძა­რი ეს­პა­ნეთ­ში -17 ივ­ლი­სი

"კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი გვაფრ­თხი­ლებს, რომ გვალ­ვა იქ­ნე­ბა უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი, ხში­რი და ხან­გრძლი­ვი“, - ამ­ბობს New Water Culture-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნუ­რია ერ­ნან­დეს-მორა. მი­სი­ვე თქმით, წყლის რე­სურ­სის შე­ზღუდ­ვით გა­მო­ყე­ნე­ბა ახა­ლი ნორ­მა გახ­დე­ბა.

  • 2022 წელი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი და მშრა­ლია იტა­ლი­ის­თვი­საც. "აღარ ვიცი რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ კლი­მა­ტის სა­კი­თხი და არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი პო­ლი­ტი­კურ თე­მად იქ­ცეს“, - ამ­ბობს იტა­ლი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი, ლუკა მერ­კა­ლი.

მი­სი­ვე თქმით, წლი­დან წლამ­დე გვალ­ვა იზ­რდე­ბა სიხ­ში­რი­თა და ინ­ტენ­სი­ვო­ბით და ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რო­გორც პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი იყო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ 30 წლის წი­ნან­დელ ან­გა­რიშ­ში.

"რას ვე­ლო­დე­ბით იმის­თვის რომ ეს სა­კი­თხი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დეს?“ - ამ­ბობს ის.

მდი­ნა­რე პო, სა­დაც წყლის დო­ნემ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ი­წია

კლი­მა­ტის კრი­ზი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა მდი­ნა­რე პო, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ ად­გი­ლას დამ­შრა­ლია. წყლის დონე მდი­ნა­რე­ში 2 მეტ­რით და­ბა­ლია. იტა­ლი­ის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას წყა­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით მი­ე­წო­დე­ბა. წყლის დე­ფი­ცი­ტის გამო, იტა­ლი­ა­ში ბრინ­ჯის მო­სავ­ლის 60%-ზე მეტი შე­საძ­ლოა გა­ნად­გურ­დეს.

ტყის ხან­ძა­რი იტა­ლი­ა­ში. ფოტო 20 ივ­ლის­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

  • წყლის დონე სა­ხი­ფა­თო ნიშ­ნუ­ლამ­დე და­ე­ცა ასე­ვე მდი­ნა­რე რა­ინ­ში, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­სი­ცო­ცხლო გზაა.
გერ­მა­ნია - დამ­შრა­ლი მდი­ნა­რე Panke

ეს გზა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნავ­თო­ბის, ქვა­ნახ­ში­რი­სა და სხვა ნედ­ლე­უ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის და აკავ­ში­რებს გერ­მა­ნი­ის ინ­დუსტრი­ულ კე­რას რო­ტერ­დამ­თან და ან­ტვერ­პე­ნის მთა­ვარ პორ­ტებ­თან.

ტუ­რი­ნი, იტა­ლია, დამ­შრა­ლი მდი­ნა­რე

დე­და­ქა­ლაქ ბერ­ლინ­ში არა­ერთ ტბა­ზე და­ფიქ­სირ­და წყლის დო­ნის ვარ­დნა. ხე­ებს გერ­მა­ნი­ა­ში სა­ცუ­რაო აუ­ზის წყლით რწყა­ვენ.

ეს ფოტო ბელ­გი­ა­ში 19 ივ­ლის­საა გა­და­ღე­ბუ­ლი - ერთ-ერთ სა­ნა­პი­რო­ზე სი­ცხის გამო გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად მან­ქა­ნე­ბი და­იწ­ვა, პლა­ჟებ­ზე კი ამის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და

  • გა­სულ კვი­რას ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში წყლის დე­ფი­ცი­ტის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დეს,

თუმ­ცა ხე­ლისფლე­ბას შე­ზღუდ­ვე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­წე­სე­ბია.

ნი­დერ­ლან­დე­ბი - იმ ად­გი­ლას, სა­დაც ფო­ტო­ზე ადა­მი­ა­ნებს ხე­დავთ, ადრე მდი­ნა­რე მი­ე­დი­ნე­ბო­და, თუმ­ცა გვალ­ვის გამო დაშ­რა

ისი­ნი ხალ­ხს სთხო­ვენ, რომ და­ფიქ­რდნენ, სჭირ­დე­ბათ თუ არა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­ცხვა, ან სა­ცუ­რაო აუ­ზის მთლი­ა­ნად გავ­სე­ბა და მო­უ­წო­დე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას წყლის გო­ნივ­რუ­ლად ხარ­ჯვის­კენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
iosif
3

ეგეც რუსეთის ბრალია

გივიკო
1

რა უნდა ნდა გავაკეთოთ რადა ბუნება ნუ ვაბინძურებთ ამდენი მანქანის გამონაბოლქვი ტყეები ნაგვითაა სავსე ოკეანეები ტბები მდინარეები წყალსაცავები სულ ნაგავი ყრია ხეებს ვჭრით და სახლებს ვაშენებთ აი რა უნდა გავაკეთოთ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას ყველგან რომ ყრია ნაგავი ერთხელაც უქნე ეს ოკეანეები რომ დაშრება ტბები და მდინარეები წყალსაცავები წყალი საერთოდ აღარ იქნება და მოვკვდებით უწყლოობით და ღირსების ვართ ნუ დავაგვიანებთ და ვაბინძურებთ ჰაერს ოკეანეებში და არაფერიც არ იქნება🙄🙄🙄🤦‍♂️🤦‍♂️😒😒

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დამშრალი მდინარეები, წყლის დეფიციტი, განადგურებული მოსავალი - ევროპა გვალვით გამოწვეული პრობლემების წინაშე და კლიმატის ცვლილების მძიმე გავლენა

დამშრალი მდინარეები, წყლის დეფიციტი, განადგურებული მოსავალი - ევროპა გვალვით გამოწვეული პრობლემების წინაშე და კლიმატის ცვლილების მძიმე გავლენა

კლიმატის ცვლილება წლიდან წლამდე სულ უფრო თვალშისაცემი ხდება და სულ უფრო მეტად ვგრძნობთ კლიმატური თვალსაზრისით ახალ რეალობას, სადაც ეტაპობრივად შევდივართ. მაგალითად, წელს ევროპაში უპრეცენდენტო გვალვაა და ამის გამო, ზოგიერთ ქვეყანაში უკვე შეიქმნა წყალზე დეფიციტი.

გვალვამ ევროპის ქვეყნებში დააზიანა სახლები, ქარხნები, ფერმერები და მისი ნეგატიური გავლენა უკვე მთელ კონტინენტზე იგრძნობა.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია მშრალი ზამთარი. მათივე თქმით, მშრალი ზამთარი და ცხელი ზაფხული იმას ნიშნავს, რომ წყლის დეფიციტი "ახალ ნორმად“ იქცევა.

  • ევროპულმა ობსერვატორიამ გამოთვალა, რომ ევროკავშირის ტერიტორიის 45%-ზე გვალვის საგანგაშო მაჩვენებელი ივლისის შუა რიცხვებში იყო, ხოლო მათი 15 პროცენტი ე.წ. წითელ ზონაში შეიყვანეს და გააფრთხილეს "კრიტიკული სიტუაციის“ შესახებ.

ქვეყნები ცდილობენ შესაბამისი ზომების მიღებას. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეთ ბერნმა გასულ კვირას კრიზისების ჯგუფი გააქტიურა, რომლის მიზანიც გვალვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობაა. "გარდიანის“ ცნობით, მსგავსი გვალვა საფრანგეთში 1958 წლის შემდეგ არ ყოფილა.

25 ივლისი, საფრანგეთი - ზაფხულის უმეტესი პერიოდი საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან

საფრანგეთის 100 მუნიპალიტეტზე მეტს სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა და წყალი მათ სატვირთო მანქანებით მიეწოდებათ. "ჩვენ ამას უკვე უნდა შევეჩვიოთ, ადაპტაცია ახლა არა ვარიანტი, არამედ ვალდებულებაა“, - ამბობს საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი, კრისტოფ ბეჩუ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სურსათზე ფასების ზრდის ფონზე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ სიმინდის მოსავალი სავარაუდოდ, გასულ წელთან შედარებით 18%-ით ნაკლები იქნება. ფერმერთა პროფკავშირებში კი ამბობენ, რომ გვალვის შედეგად პირუტყვის საკვების ნაკლებობამ შემოდგომასა და ზამთარში შესაძლოა, რძის მნიშვნელოვანი დეფიციტი გამოიწვიოს.

ხანძარი საბერძნეთში - 24 ივლისი

  • ესპანეთში არასდროს ყოფილა წყლის მარაგი იმაზე ცოტა, როგორც ახლაა. "გარდიანი“ წერს, რომ წყლის მარაგი მცირდება, მოხმარების რაოდენობა კი მატულობს. მათივე ცნობით, წყლის აორთქლების მაჩვენებელი ბოლო 60 წელიწადში ესპანეთში ახლა ყველაზე მაღალია. ამ ზაფხულს ქვეყანაში მოსალოდნელ ნალექზე ორჯერ უფრო ნაკლები მოვიდა.

ზოგიერთ რეგიონში წყლის მოხმარებაზე შეზღუდვებია დაწესებული. თუ ნალექი მალე არ მოვა, შეზღუდვები კვლავ გაგრძელდება. ჯერჯერობით კი მეტეოროლოგები წვიმას არ პროგნოზირებენ.

ტყის ხანძარი ესპანეთში -17 ივლისი

"კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კვლევები გვაფრთხილებს, რომ გვალვა იქნება უფრო ინტენსიური, ხშირი და ხანგრძლივი“, - ამბობს New Water Culture-ის დამფუძნებელი, ნურია ერნანდეს-მორა. მისივე თქმით, წყლის რესურსის შეზღუდვით გამოყენება ახალი ნორმა გახდება.

  • 2022 წელი ყველაზე ცხელი და მშრალია იტალიისთვისაც. "აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კლიმატის საკითხი და არსებული კრიზისი პოლიტიკურ თემად იქცეს“, - ამბობს იტალიის მეტეოროლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, ლუკა მერკალი.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე გვალვა იზრდება სიხშირითა და ინტენსივობით და ყველაფერი ისე ხდება, როგორც პროგნოზირებული იყო კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებულ 30 წლის წინანდელ ანგარიშში.

"რას ველოდებით იმისთვის რომ ეს საკითხი პრიორიტეტული გახდეს?“ - ამბობს ის.

მდინარე პო, სადაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია

კლიმატის კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა მდინარე პო, რომელიც ზოგიერთ ადგილას დამშრალია. წყლის დონე მდინარეში 2 მეტრით დაბალია. იტალიის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობას წყალი სატვირთო მანქანებით მიეწოდება. წყლის დეფიციტის გამო, იტალიაში ბრინჯის მოსავლის 60%-ზე მეტი შესაძლოა განადგურდეს.

ტყის ხანძარი იტალიაში. ფოტო 20 ივლისსაა გადაღებული

  • წყლის დონე სახიფათო ნიშნულამდე დაეცა ასევე მდინარე რაინში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ევროპის სასიცოცხლო გზაა.
გერმანია - დამშრალი მდინარე Panke

ეს გზა გამოიყენება ნავთობის, ქვანახშირისა და სხვა ნედლეულის ტრანსპორტირებისთვის და აკავშირებს გერმანიის ინდუსტრიულ კერას როტერდამთან და ანტვერპენის მთავარ პორტებთან.

ტურინი, იტალია, დამშრალი მდინარე

დედაქალაქ ბერლინში არაერთ ტბაზე დაფიქსირდა წყლის დონის ვარდნა. ხეებს გერმანიაში საცურაო აუზის წყლით რწყავენ.

ეს ფოტო ბელგიაში 19 ივლისსაა გადაღებული - ერთ-ერთ სანაპიროზე სიცხის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად მანქანები დაიწვა, პლაჟებზე კი ამის შემდეგ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა

  • გასულ კვირას ნიდერლანდების სამეფოში წყლის დეფიციტის შესახებ გამოაცხადეს,

თუმცა ხელისფლებას შეზღუდვები ჯერჯერობით არ დაუწესებია.

ნიდერლანდები - იმ ადგილას, სადაც ფოტოზე ადამიანებს ხედავთ, ადრე მდინარე მიედინებოდა, თუმცა გვალვის გამო დაშრა

ისინი ხალხს სთხოვენ, რომ დაფიქრდნენ, სჭირდებათ თუ არა ავტომობილის გარეცხვა, ან საცურაო აუზის მთლიანად გავსება და მოუწოდებენ მოსახლეობას წყლის გონივრულად ხარჯვისკენ.