საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ქართული კინოისტორიის კვალზე (ფოტოები)
ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ქართული კინოისტორიის კვალზე (ფოტოები)

ნა­თია ბე­რი­ძე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს აკე­თებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­სუ­ლის ნაკ­ვა­ლევ­ზე და­დის და მას აცო­ცხლებს. სა­კი­თხი ეხე­ბა ქარ­თულ კი­ნოს. უკვე ბევ­რი ად­გი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა, იპო­ვა და და­ად­გი­ნა, სა­დაც სხვა­დას­ხვა დროს, ამა თუ იმ ცნო­ბილ ქარ­თველ რე­ჟი­სორს კინო გა­და­უ­ღია. ასე რომ, ნა­მუ­შევ­რე­ბიც საკ­მა­რი­სად და­უგ­როვ­და.

გა­სულ წლებ­ში ამ კვლე­ვას ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სის მას­შტა­ბით აწარ­მო­ებ­და. ამის შე­სა­ხებ ადრე Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა კი­დეც. წელს თბი­ლისს გას­ცდა და ქარ­თუ­ლი კი­ნოს კვალს რე­გი­ო­ნებ­შიც ეძებს, ძი­რი­თა­დად იქ, სა­დაც გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნე­ბი ყო­ფი­ლა. რო­გორ და რის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს ამ ად­გი­ლებს, რა წი­ნას­წა­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უწევს და რას ნიშ­ნავს მის­თვის ეს პრო­ექ­ტი, რომ­ლის იდე­ის ავ­ტო­რიც თა­ვად არის, ნა­თია ბე­რი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბა.

- სა­უბ­რის და­წყე­ბან­დე, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ, რომ ამ თე­მით კვლავ და­ინ­ტე­რეს­დით. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ კი­ნო­ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის სა­კითხს, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლე­ბია, უკვე აქ­ტი­უ­რად ვიკ­ვლევ თბი­ლისს, რო­გორც ერთ დროს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლად მიმ­ზიდ­ველ ქა­ლაქს და თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ერ­თი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, უამ­რა­ვი კი­ნო­ად­გი­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი.

ჯვარ­პა­ტი­ოს­ნის ეკ­ლე­სია სო­ფელ ქვე­მო­ჭა­ლა­ში. ად­გი­ლი, სა­დაც "შე­რე­კი­ლე­ბის" ერთ-ერთი სცე­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, დიდ დაკ­ვირ­ვე­ბა­საც მო­ი­თხოვს, რად­გან ზო­გი­ერ­თი ფილ­მის გა­და­ღე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი იყოს გა­სუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­პირ­ვე­ლი იერ­სა­ხით ვერ შე­მორ­ჩე­ბო­და.

ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა - ად­გი­ლი, სა­დაც რე­ჟი­სორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ გა­და­ი­ღო ფილ­მი "ნე­ტა­ვი, იქ თე­ატ­რი არის?"

თი­თო­ე­ულ კადრს დე­ტა­ლუ­რად ვაკ­ვირ­დე­ბი, რად­გან ად­გი­ლის და­სად­გე­ნად ყვე­ლა ნი­უ­ან­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ფილ­მის ესა თუ ის ეპი­ზო­დი ტე­ლე­ფონ­ში ფო­ტო­ე­ბად მაქვს შე­ნა­ხუ­ლი და ხში­რად ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო დავ­დი­ვარ, მე­ზობ­ლებს ვუჩ­ვე­ნებ, ვე­კი­თხე­ბი და გა­და­ღე­ბულ ად­გი­ლებ­საც ასე ვპო­უ­ლობ.

დღეს­დღე­ო­ბით, მხო­ლოდ თბი­ლის­ში ათე­უ­ლო­ბით ად­გი­ლი მაქვს ნა­პოვ­ნი და გა­და­ღე­ბუ­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი უამ­რა­ვი მა­სა­ლი­დან და ამა­ვე დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მიჩ­ნდა იდეა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მატ­ში მა­ყუ­რებ­ლის­თვის წარ­მედ­გი­ნა. ჩვენს ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში, მახ­სოვს გა­გან­დეთ კი­დეც ეს სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ, ჯერ მხო­ლოდ იდე­ის დო­ნე­ზე იყო.

სახ­ლი ფოთ­ში - აქ გა­და­ღე­ბუ­ლია ნანა მჭედ­ლი­ძის "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი"

შემ­დეგ არა­ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას წარ­ვუდ­გი­ნე (საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი აღ­მოჩ­ნდა), თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ვე­ლი არ­ხის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და და რუბ­რი­კის ფორ­მატ­ში კი­ნო­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. კი­ნო­რუბ­რი­კა, სა­ხელ­წო­დე­ბით: "სტო­პ­კად­რი“ კი, რო­მე­ლიც წინა სე­ზო­ნებ­ზე მხო­ლოდ თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბულ ად­გი­ლებს ეხე­ბო­და (რა თქმა უნდა, ფილ­მის შექ­მნის ის­ტო­რი­ებ­თან ერ­თად), ნელ-ნელა დე­და­ქა­ლაქს გას­ცდა და სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს მხა­რე­ებ­ში მო­მი­წია კი­ნო­ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა.

"ნატ­ვრის ხე“. მირ­ზა­ა­ნის ალა­ვერ­დის ეკ­ლე­სია. აქ შე­თეს და მა­რი­ტას ჯვი­რის­წე­რის ეპი­ზო­დი გა­და­ი­ღეს

ეს კი უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლი, შრო­მა­ტე­ვა­დი და რა თქმა უნდა, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც. ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს უამ­რავ­ჯერ ვა­მოწ­მებ, რად­გან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ყუ­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში არ შე­ვიყ­ვა­ნო... ზო­გა­დად, თი­თო­ე­ულ სი­უ­ჟეტს, ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ვამ­ზა­დებ. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე, მა­ყუ­რე­ბელს 40-ზე მეტი ქარ­თუ­ლი ფილ­მის შე­სა­ხებ ვუ­ამ­ბე, არა­ერთ მსა­ხი­ობ­თან, რე­ჟი­სორ­თან და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად და შე­სა­ბა­მი­სად მა­ყუ­რე­ბელ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებ­თან ერ­თად, ერთ დროს გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად გა­დაქ­ცე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბიც იხი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლე­ბის დად­გე­ნას, მით უმე­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მარ­თლაც ურ­თუ­ლე­სია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემს კი­ნო­არ­ქივ­ში უამ­რავ ფო­ტო­მა­სა­ლას­თან ერ­თად, მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბიც ინა­ხე­ბა. ფილ­მის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­თან ერ­თად, იხ­სე­ნე­ბენ კონ­კრე­ტულ რა­ი­ონს, ან სო­ფელს, სა­დაც გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ამ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უკვე რა­ღაც ხელ­ჩა­სა­ჭი­დი მაქვს, თუმ­ცა ამ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­და­ნაც ბევ­რი წე­ლია გა­სუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ჩას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში რა დაგ­ხვდე­ბა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ან ვის მო­ნა­ხავ, რომ ახ­სოვ­დეს გა­და­ღე­ბუ­ლი ად­გი­ლი, მე­ო­რე სა­კი­თხია.

"ნატ­ვრის ხე“ - ალი­ხე-მა­ლი­ხე, სა­ლი­ხე. მირ­ზა­ა­ნის ალა­ვერ­დის ეკ­ლე­სია - ად­გი­ლი, სა­დაც კი­ნო­სუ­რა­თის ცნო­ბი­ლი ეპი­ზო­დია გა­და­ღე­ბუ­ლი

- მარ­თლაც რთუ­ლი პრო­ცე­სია, ამას­თან, რე­ჟი­სო­რე­ბის, სცე­ნა­რის­ტე­ბის და თუნ­დაც, მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ცო­ცხა­ლი აღარ არის. ალ­ბათ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გეხ­მა­რე­ბა ის­ტო­რი­ის აღ­დგე­ნა­ში...

- ძი­ე­ბის პრო­ცე­სი მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, დრო­საც მო­ი­თხოვს, უდი­დეს დაკ­ვირ­ვე­ბას და ძა­ლის­ხმე­ვა­საც, რად­გან გა­და­ღე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი მა­ნამ­დე შეს­წავ­ლი­ლი არ ყო­ფი­ლა, მით უმე­ტეს, არც აღ­ბეჭ­დი­ლი და მათი პოვ­ნა მხო­ლოდ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით გი­წევს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოგ­ვაჩ­ნდეს ნაც­ნო­ბი, ახ­ლო­ბე­ლი, ნა­თე­სა­ვი, ან მე­გო­ბა­რი. მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, კი­თხვა-კი­თხვით ხში­რად მი­მიგ­ნია ამა თუ იმ ად­გი­ლის­თვის. მსა­ხი­ო­ბე­ბის, რე­ჟი­სო­რე­ბის ოჯა­ხე­ბი, ან გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ასე­ვე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლო­ბივ მო­სახ­ლე­ო­ბას, როცა სი­უ­ჟე­ტის გა­და­სა­ღე­ბად ჩავ­დი­ვართ და იგე­ბენ, რომ ფილ­მის ის­ტო­რი­ას ვა­ცო­ცხლებთ, ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, დიდ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბას იჩე­ნენ. ხში­რად თა­ვად მიგ­ვყვე­ბი­ან ხოლ­მე ად­გი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად და გა­და­ღე­ბის დრო­ინ­დელ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებ­საც კა­მე­რის წინ სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნე­ბენ.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლეც აღ­მო­ჩე­ნი­ლა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მათი მო­გო­ნე­ბე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩემ­თვის, რად­გან ფილ­მის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლას, მეტ ბუ­ნებ­რი­ო­ბას და დო­კუ­მენ­ტუ­რო­ბას ანი­ჭებს. აქვე, ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და სი­უ­ჟე­ტის ყვე­ლა სტუ­მარს გულ­წრფელ მად­ლო­ბას ვე­ტყვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის.

გა­და­ღე­ბე­ბის დროს თი­თო­ე­უ­ლი სოფ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­ხე­ლა სით­ბოს და ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და, ეს კი­დევ ცალ­კე სა­უბ­რის თემა შე­იძ­ლე­ბა იყოს.

- ქა­ლაქ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შენი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი­დან, რა აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თე, გარ­და იმი­სა, რომ ად­გი­ლე­ბი იპო­ვე?

- არ არ­სე­ბობს არც ერთი კუ­თხე, სა­დაც ფილ­მის რა­ღაც მცი­რე სცე­ნა მა­ინც არ იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი. პა­ტა­რა, უმ­ნიშ­ვნე­ლო ად­გი­ლიც კი, შე­საძ­ლოა უკვე კი­ნოს ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლად იყოს ქცე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი სოფ­ლის, კი­სის­ხე­ვის ცენ­ტრში, ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­გე­ბო­ბა დგას, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მის ფონ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის სოფ­ლი­დან გამ­გზავ­რე­ბის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, რეზო ჩხე­ი­ძის კი­ნო­შედვ­რი­დან: "ჯა­რის­კა­ცის მამა“.

შე­ნო­ბა დღე­საც არ­სე­ბობს და ეპი­ზო­დის დო­კუ­მენ­ტუ­რად აღ­დგე­ნა­ში იო­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ. ზო­გა­დად, გა­და­ღე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის იერ­სა­ხე დღეს ძი­რი­თა­დად სა­ხე­შეც­ვლი­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვი­ტყვი. კი­ნო­ექ­სპე­დი­ცი­ის ფარ­გლებ­ში მო­ვი­ძი­ეთ და აღვბეჭ­დეთ ერთ დროს გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად გა­დაქ­ცე­უ­ლი არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი კი­ნო­ად­გი­ლი, მათ შო­რი­საა: გია და­ნე­ლი­ას მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი­დან: "არ იდარ­დო“; ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "შე­რე­კი­ლე­ბი“ და "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“; თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხე“; პავ­ლე ჩარ­კვი­ა­ნის "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია“; რეზო ჩხე­ი­ძის "ჯა­რის­კა­ცი მამა“ და "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი“; ნანა მჭედ­ლი­ძის "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი“ და "გა­სე­ირ­ნე­ბა თბი­ლის­ში“; თა­მაზ მე­ლი­ა­ვას "ლონ­დრე“ და ა.შ.

- იქ­ნებ რამ­დე­ნი­მე, ან სა­ერ­თოდ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვიც გა­იხ­სე­ნო, რო­მე­ლიც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მოხ­და და შენ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა?

- სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს თა­ვად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან ვის­მენ ხოლ­მე, რომ­ლებ­საც გა­და­ღე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დიდი ხნის წი­ნან­დე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, დღე­საც ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვთ, მა­გა­ლი­თად, რო­გორ ხდე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის გა­და­კე­თე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად ფილ­მის­თვის. ასე­თი გა­იხ­სე­ნა ფო­თის მკვიდრმა, რომ­ლის სახ­ლის ფონ­ზეც გა­და­ი­ღეს "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი“ (რე­ჟი­სო­რი ნანა მჭედ­ლი­ძე).

რო­გორც მან გვი­ამ­ბო, ეპი­ზო­დე­ბის გა­და­ღე­ბის დროს, სახ­ლის­თვის (სა­ნა­პი­რო­დან ის ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით დგას), ღობე მო­უხ­სნი­ათ და უშუ­ა­ლოდ სა­ნა­პი­რო­ზე და­უ­მაგ­რე­ბი­ათ, რად­გან ამით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შექ­მნი­ლი­ყო, რომ სახ­ლი უშუ­ა­ლოდ ზღვის ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სო­ფელ წი­ნა­რეხ­ში XVIII-XIX სს აგე­ბუ­ლი მარ­ჯა­ნი­ძე­ბის სახ­ლი დარ­ბა­ზის სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბილ­მა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა ძეგლ­მა, რო­მელ­საც დღეს უფუნ­ქცი­ო­ბი­სა და სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხიბ­ლი არ და­უ­კარ­გავს. იქ წლე­ბია არა­ვინ შე­დის (ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და საკ­მა­ოდ სა­ში­შია შეს­ვლა). მე და ოპე­რა­ტორ­მა გავ­რის­კეთ, შე­ვე­დით და "და­რე­ჯა­ნი­სა“ და "ბე­რუ­ას“ სახ­ლი პავ­ლე ჩარ­კვი­ა­ნის ფილ­მი­დან "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია“ - ბევ­რი წლის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელს ვაჩ­ვე­ნეთ.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა ფილმზე „არ­და­დე­გებ­ზე“, კონ­რე­ტუ­ლად კი ძაღ­ლე­ბის გა­მო­კი­დე­ბის სცე­ნა, რო­დე­საც გოგი გე­გეჭ­კო­რის კი­ნო­პერ­სო­ნა­ჟი გარ­ბის და საფ­ლა­ვის ქვებს ახ­ტე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფილ­მის მხატ­ვრებს ისი­ნი პა­პიე მა­შეს­გან და­უმ­ზა­დე­ბი­ათ.

- ემო­ცი­უ­რად ამ საქ­მის კე­თე­ბა რას ნიშ­ნავს შენ­თვის. მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს რა მო­აქვს?

- შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ად­გი­ლის კვლე­ვა და შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნა, დიდ ემო­ცი­ებ­თან არ იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე (სა­ხე­შეც­ვლი­ლი თუ არაა, მით უმე­ტეს), მო­მენ­ტა­ლუ­რად ცო­ცხლდე­ბა ფილ­მის კონ­კრე­ტუ­ლი ეპი­ზო­დი, პერ­სო­ნა­ჟე­ბით და დი­ა­ლო­გე­ბით. ძნე­ლია, მა­ინც სი­ტყვე­ბით გად­მოვ­ცე მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი უამ­რა­ვი სირ­თუ­ლი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად (ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა­ნა­ი­ა­რად არც გა­მო­ვა) დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა და ამა­ვე დროს ბედ­ნი­ე­რე­ბა, მით უმე­ტეს, თუ ამის მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ჩემი მხრი­დან უხერ­ხუ­ლია სა­ავ­ტო­რო რუბ­რი­კის წარ­მა­ტე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა თი­თო­ე­ულ სი­უ­ჟეტ­ზე მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, სა­უ­კე­თე­სო დას­ტუ­რია იმის, რომ პრო­ექ­ტმა ქარ­თულ კი­ნო­ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ხში­რად წა­მი­კი­თხავს ისიც, რომ სურთ თა­ვად მო­ი­ნა­ხუ­ლონ ესა თუ ის ად­გი­ლი, რაც ნამ­დვი­ლად მა­ხა­რებს. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და გულ­წრფელ მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ მათ­განს ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

- რო­გო­რია შენი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფო­ტოპ­რო­ექ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის კვლე­ვით და­ვი­წყე. დე­და­ქა­ლა­ქი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სულ მი­სა­მარ­თე­ბად მაქვს შეს­წავ­ლი­ლი და აღ­ბეჭ­დი­ლი. ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ერთ-ერთი წელი, თბი­ლი­სის, რო­გორც კინო ქა­ლა­ქის წლად გა­მო­ცხად­დეს, შე­სა­ბა­მის კულ­ტუ­რულ და შე­მეც­ნე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად. ეს რა საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ ჩემ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწო­ფოს მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ვფიქ­რობ, ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩემი მხრი­დან, რაც შე­მიძ­ლია მზად ვარ, ქა­ლა­ქის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნა­ში პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო. ჩვენ მდი­და­რი და ამა­ვე დროს ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო კი­ნო­მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვაქვს, რა­საც გაფრ­თხი­ლე­ბა, სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და და­ფა­სე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზი
0

ჰობი რო სასარგებლო საქმედ აქცია ამ გოგომ ეს არის ნიჭიერება

გოჩა
32

ლარი რომ გამყარდა საქართველოს მოღალატეები რატომ არაფერს ამბობთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ქართული კინოისტორიის კვალზე (ფოტოები)

ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ქართული კინოისტორიის კვალზე (ფოტოები)

ნათია ბერიძე, ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს. ფაქტობრივად, წარსულის ნაკვალევზე დადის და მას აცოცხლებს. საკითხი ეხება ქართულ კინოს. უკვე ბევრი ადგილი აღმოაჩინა, იპოვა და დაადგინა, სადაც სხვადასხვა დროს, ამა თუ იმ ცნობილ ქართველ რეჟისორს კინო გადაუღია. ასე რომ, ნამუშევრებიც საკმარისად დაუგროვდა.

გასულ წლებში ამ კვლევას ძირითადად თბილისის მასშტაბით აწარმოებდა. ამის შესახებ ადრე Ambebi.ge-ს ესაუბრა კიდეც. წელს თბილისს გასცდა და ქართული კინოს კვალს რეგიონებშიც ეძებს, ძირითადად იქ, სადაც გადასაღები მოედნები ყოფილა. როგორ და რის საფუძველზე ადგენს ამ ადგილებს, რა წინასწარი სამუშაოების ჩატარება უწევს და რას ნიშნავს მისთვის ეს პროექტი, რომლის იდეის ავტორიც თავად არის, ნათია ბერიძე ინტერვიუში გვიყვება.

- საუბრის დაწყებანდე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ თემით კვლავ დაინტერესდით. რაც შეეხება ქართულ კინოფილმებში გადაღებული ადგილების მოძიების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, წლებია, უკვე აქტიურად ვიკვლევ თბილისს, როგორც ერთ დროს კინემატოგრაფიულად მიმზიდველ ქალაქს და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არაერთი სირთულის მიუხედავად, უამრავი კინოადგილია აღმოჩენილი და ფოტოზე აღბეჭდილი.

ჯვარპატიოსნის ეკლესია სოფელ ქვემოჭალაში. ადგილი, სადაც "შერეკილების" ერთ-ერთი სცენაა გადაღებული

საკმაოდ რთული პროცესია, დიდ დაკვირვებასაც მოითხოვს, რადგან ზოგიერთი ფილმის გადაღებიდან შეიძლება ნახევარ საუკუნეზე მეტი იყოს გასული და ბუნებრივია, ყველაფერი თავდაპირველი იერსახით ვერ შემორჩებოდა.

ვაგონშემკეთებელი ქარხანა - ადგილი, სადაც რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გადაიღო ფილმი "ნეტავი, იქ თეატრი არის?"

თითოეულ კადრს დეტალურად ვაკვირდები, რადგან ადგილის დასადგენად ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია. ფილმის ესა თუ ის ეპიზოდი ტელეფონში ფოტოებად მაქვს შენახული და ხშირად ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო დავდივარ, მეზობლებს ვუჩვენებ, ვეკითხები და გადაღებულ ადგილებსაც ასე ვპოულობ.

დღესდღეობით, მხოლოდ თბილისში ათეულობით ადგილი მაქვს ნაპოვნი და გადაღებული. წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი მასალიდან და ამავე დროს საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, რომ ეს ყველაფერი სატელევიზიო ფორმატში მაყურებლისთვის წარმედგინა. ჩვენს ბოლო ინტერვიუში, მახსოვს გაგანდეთ კიდეც ეს სურვილი, რომელიც მაშინ, ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე იყო.

სახლი ფოთში - აქ გადაღებულია ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალი"

შემდეგ არაერთ ტელევიზიას წარვუდგინე (საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა), თუმცა საბოლოოდ, საქართველოს "პირველი არხის“ ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა და რუბრიკის ფორმატში კინოადგილების შესახებ სიუჟეტების მომზადების შესაძლებლობა მომცა. კინორუბრიკა, სახელწოდებით: "სტოპკადრი“ კი, რომელიც წინა სეზონებზე მხოლოდ თბილისში გადაღებულ ადგილებს ეხებოდა (რა თქმა უნდა, ფილმის შექმნის ისტორიებთან ერთად), ნელ-ნელა დედაქალაქს გასცდა და საქართველოს ულამაზეს მხარეებში მომიწია კინოადგილების მოძიება.

"ნატვრის ხე“. მირზაანის ალავერდის ეკლესია. აქ შეთეს და მარიტას ჯვირისწერის ეპიზოდი გადაიღეს

ეს კი უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა, ძალიან რთული, შრომატევადი და რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოც. ნებისმიერ საკითხს უამრავჯერ ვამოწმებ, რადგან არასწორი ინფორმაციით, მაყურებელი შეცდომაში არ შევიყვანო... ზოგადად, თითოეულ სიუჟეტს, ყოველთვის სხვადასხვა დოკუმენტურ წყაროზე დაყრდნობით ვამზადებ. ამ დროის მანძილზე, მაყურებელს 40-ზე მეტი ქართული ფილმის შესახებ ვუამბე, არაერთ მსახიობთან, რეჟისორთან და გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად და შესაბამისად მაყურებელმა საინტერესო ისტორიებთან ერთად, ერთ დროს გადასაღებ მოედნად გადაქცეული ისტორიული ადგილებიც იხილა.

რაც შეეხება ადგილების დადგენას, მით უმეტეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მართლაც ურთულესია. მოგეხსენებათ, ჩემს კინოარქივში უამრავ ფოტომასალასთან ერთად, მსახიობებისა და რეჟისორების პრესაში გამოქვეყნებული მოგონებებიც ინახება. ფილმის შექმნასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებთან ერთად, იხსენებენ კონკრეტულ რაიონს, ან სოფელს, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა და ამ ფაქტის გათვალისწინებით, უკვე რაღაც ხელჩასაჭიდი მაქვს, თუმცა ამ ინტერვიუებიდანაც ბევრი წელია გასული და შესაბამისად, ჩასვლის შემთხვევაში რა დაგხვდება შემორჩენილი, ან ვის მონახავ, რომ ახსოვდეს გადაღებული ადგილი, მეორე საკითხია.

"ნატვრის ხე“ - ალიხე-მალიხე, სალიხე. მირზაანის ალავერდის ეკლესია - ადგილი, სადაც კინოსურათის ცნობილი ეპიზოდია გადაღებული

- მართლაც რთული პროცესია, ამასთან, რეჟისორების, სცენარისტების და თუნდაც, მსახიობების უმეტესი ნაწილი ცოცხალი აღარ არის. ალბათ, ადგილობრივი მოსახლეობა გეხმარება ისტორიის აღდგენაში...

- ძიების პროცესი მართლაც ძალიან რთულია, დროსაც მოითხოვს, უდიდეს დაკვირვებას და ძალისხმევასაც, რადგან გადაღებული ადგილები მანამდე შესწავლილი არ ყოფილა, მით უმეტეს, არც აღბეჭდილი და მათი პოვნა მხოლოდ მწირი ინფორმაციით გიწევს. მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველგან შეიძლება აღმოგვაჩნდეს ნაცნობი, ახლობელი, ნათესავი, ან მეგობარი. მათთან კომუნიკაციით, კითხვა-კითხვით ხშირად მიმიგნია ამა თუ იმ ადგილისთვის. მსახიობების, რეჟისორების ოჯახები, ან გადამღები ჯგუფის წევრები, ასევე ძალიან მეხმარებიან.

რაც შეეხება ადგილობივ მოსახლეობას, როცა სიუჟეტის გადასაღებად ჩავდივართ და იგებენ, რომ ფილმის ისტორიას ვაცოცხლებთ, ძალიან უხარიათ, დიდ გულისხმიერებას იჩენენ. ხშირად თავად მიგვყვებიან ხოლმე ადგილების სანახავად და გადაღების დროინდელ საინტერესო ეპიზოდებსაც კამერის წინ სიამოვნებით იხსენებენ.

ყოფილა შემთხვევა, რომ ზოგიერთი მათგანი მასობრივ სცენებში მონაწილეც აღმოჩენილა. სიმართლე გითხრათ, მათი მოგონებები უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, რადგან ფილმის შესახებ მომზადებულ მასალას, მეტ ბუნებრიობას და დოკუმენტურობას ანიჭებს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და სიუჟეტის ყველა სტუმარს გულწრფელ მადლობას ვეტყვი მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.

გადაღებების დროს თითოეული სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა იმხელა სითბოს და ყურადღებას იჩენდა, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემა შეიძლება იყოს.

- ქალაქგარეთ ჩატარებული შენი ექსპედიციებიდან, რა აღმოჩენები გააკეთე, გარდა იმისა, რომ ადგილები იპოვე?

- არ არსებობს არც ერთი კუთხე, სადაც ფილმის რაღაც მცირე სცენა მაინც არ იყოს გადაღებული. პატარა, უმნიშვნელო ადგილიც კი, შესაძლოა უკვე კინოს ისტორიის ნაწილად იყოს ქცეული. მაგალითად, უძველესი ისტორიული სოფლის, კისისხევის ცენტრში, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი ნაგებობა დგას, მაგრამ წარმოიდგინეთ, მის ფონზეა გადაღებული გიორგი მახარაშვილის სოფლიდან გამგზავრების ცნობილი კადრები, რეზო ჩხეიძის კინოშედვრიდან: "ჯარისკაცის მამა“.

შენობა დღესაც არსებობს და ეპიზოდის დოკუმენტურად აღდგენაში იოლად დაგეხმარებათ. ზოგადად, გადაღებული ადგილების იერსახე დღეს ძირითადად სახეშეცვლილია, მაგრამ ყველაზე ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი. კინოექსპედიციის ფარგლებში მოვიძიეთ და აღვბეჭდეთ ერთ დროს გადასაღებ მოედნად გადაქცეული არაერთი ისტორიული კინოადგილი, მათ შორისაა: გია დანელიას მხატვრული ფილმიდან: "არ იდარდო“; ელდარ შენგელაიას "შერეკილები“ და "არაჩვეულებრივი გამოფენა“; თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე“; პავლე ჩარკვიანის "ზოგი ჭირი მარგებელია“; რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცი მამა“ და "ღიმილის ბიჭები“; ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალი“ და "გასეირნება თბილისში“; თამაზ მელიავას "ლონდრე“ და ა.შ.

- იქნებ რამდენიმე, ან საერთოდ რაიმე საინტერესო ამბავიც გაიხსენო, რომელიც მუშაობის პროცესში მოხდა და შენზე შთაბეჭდილება მოახდინა?

- საინტერესო ამბებს თავად ადგილობრივებისგან ვისმენ ხოლმე, რომლებსაც გადაღებებთან დაკავშირებული დიდი ხნის წინანდელი ისტორიები, დღესაც ძალიან კარგად ახსოვთ, მაგალითად, როგორ ხდებოდა კონკრეტული შენობა-ნაგებობის გადაკეთება სპეციალურად ფილმისთვის. ასეთი გაიხსენა ფოთის მკვიდრმა, რომლის სახლის ფონზეც გადაიღეს "პირველი მერცხალი“ (რეჟისორი ნანა მჭედლიძე).

როგორც მან გვიამბო, ეპიზოდების გადაღების დროს, სახლისთვის (სანაპიროდან ის ოდნავ მოშორებით დგას), ღობე მოუხსნიათ და უშუალოდ სანაპიროზე დაუმაგრებიათ, რადგან ამით შთაბეჭდილება შექმნილიყო, რომ სახლი უშუალოდ ზღვის ნაპირზე მდებარეობდა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელ წინარეხში XVIII-XIX სს აგებული მარჯანიძების სახლი დარბაზის სახელწოდებით ცნობილმა არქიტექტურულმა ძეგლმა, რომელსაც დღეს უფუნქციობისა და სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, ხიბლი არ დაუკარგავს. იქ წლებია არავინ შედის (ავარიულ მდგომარეობაშია და საკმაოდ საშიშია შესვლა). მე და ოპერატორმა გავრისკეთ, შევედით და "დარეჯანისა“ და "ბერუას“ სახლი პავლე ჩარკვიანის ფილმიდან "ზოგი ჭირი მარგებელია“ - ბევრი წლის შემდეგ მაყურებელს ვაჩვენეთ.

ასევე საინტერესო იყო მერაბ კოკოჩაშვილის მოგონება ფილმზე „არდადეგებზე“, კონრეტულად კი ძაღლების გამოკიდების სცენა, როდესაც გოგი გეგეჭკორის კინოპერსონაჟი გარბის და საფლავის ქვებს ახტება. აღმოჩნდა, რომ ფილმის მხატვრებს ისინი პაპიე მაშესგან დაუმზადებიათ.

- ემოციურად ამ საქმის კეთება რას ნიშნავს შენთვის. მუშაობის პროცესს რა მოაქვს?

- შეუძლებელია, რომ თითოეული ადგილის კვლევა და შემდეგ აღმოჩენა, დიდ ემოციებთან არ იყოს დაკავშირებული. ნებისმიერის დანახვისთანავე (სახეშეცვლილი თუ არაა, მით უმეტეს), მომენტალურად ცოცხლდება ფილმის კონკრეტული ეპიზოდი, პერსონაჟებით და დიალოგებით. ძნელია, მაინც სიტყვებით გადმოვცე მიღებული შთაბეჭდილებები. მუშაობის პროცესი უამრავი სირთულისა და ნერვიულობის მიუხედავად (ბუნებრივია, სხვანაიარად არც გამოვა) დიდი პასუხისმგებლობაცაა და ამავე დროს ბედნიერება, მით უმეტეს, თუ ამის მაყურებლამდე მიტანაა შესაძლებელი.

ჩემი მხრიდან უხერხულია საავტორო რუბრიკის წარმატებაზე საუბარი, თუმცა თითოეულ სიუჟეტზე მაყურებლის ინტერესი და გამოხმაურება, საუკეთესო დასტურია იმის, რომ პროექტმა ქართულ კინოფილმებში გადაღებული ადგილების შესახებ, ნამდვილად გაამართლა დიდი მოწონება დაიმსახურა. ხშირად წამიკითხავს ისიც, რომ სურთ თავად მოინახულონ ესა თუ ის ადგილი, რაც ნამდვილად მახარებს. ვისარგებლებ შემთხვევით და გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს ასეთი დაინტერესებისთვის.

- როგორია შენი უახლოესი გეგმები?

- მოგეხსენებათ, ფოტოპროექტი თავდაპირველად თბილისში გადაღებული ადგილების კვლევით დავიწყე. დედაქალაქი, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, სულ მისამართებად მაქვს შესწავლილი და აღბეჭდილი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ერთ-ერთი წელი, თბილისის, როგორც კინო ქალაქის წლად გამოცხადდეს, შესაბამის კულტურულ და შემეცნებით აქტივობებთან ერთად. ეს რა საკვირველია, მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული და სახელმწოფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად განხორციელდება. ჩემი მხრიდან, რაც შემიძლია მზად ვარ, ქალაქის კინემატოგრაფიულად წარმოჩენაში პატარა წვლილი შევიტანო. ჩვენ მდიდარი და ამავე დროს ძალიან საამაყო კინომემკვიდრეობა გვაქვს, რასაც გაფრთხილება, სათანადო ყურადღება და დაფასება აუცილებლად სჭირდება.