კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ აქამდე მოვედით... არიან ადამიანები, ვინც სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს" - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა
"თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ აქამდე მოვედით... არიან ადამიანები, ვინც სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს" - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა

თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ რთუ­ლია, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ბავ­შვის დედა, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც მას გვერ­დით და­უდ­გა და დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­და.

"დილა მშვი­დო­ბი­სა! მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და და­ვი­წყო დღე­ვან­დე­ლი დღე. იცო­დეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­თა­გა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ და­თი­კოს დღეს ჭრი­ლო­ბას და­უ­ხუ­რა­ვენ. ის, რომ აქამ­დე მო­ვე­დით და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი რის­კე­ბი აღარ გვაქვს… მჯე­რა, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის ეს ეტა­პიც. მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ ყვე­ლას, ყვე­ლას… უც­ნო­ბებს თუ ნაც­ნო­ბებს… ჩემს მე­გობ­რებს, ახ­ლად შე­ძე­ნილ მე­გობ­რებს და იმ უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ა­ნებს ვის სი­კე­თე­საც ვე­რას­დროს გა­და­ვიხ­დი სულ რომ ყი­რა­ზე დავ­დგე. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და სრუ­ლი­ად ის­რა­ელს, ამე­რი­კა­ში და ზო­გა­დად მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ფან­ტულ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს… მად­ლო­ბა რომ მთე­ლი გუ­ლით შე­იყ­ვა­რეთ ჩემი შვი­ლი და ასე გა­ერ­თი­ან­დით მის გამო. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ერთი სან­თე­ლი მა­ინც და­უნ­თო და ილო­ცა და­თის­თვის… მად­ლო­ბა ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირს ასე გულ­მხურ­ვა­ლედ რომ ლო­ცუ­ლობთ ჩვენ­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ასე გვაძ­ლი­ე­რებთ და გვამ­ხნე­ვებთ. პო­ზი­ტი­ვით გვავ­სებთ. ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ, რომ შე­და­რე­ბით შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქოთ ეს ჩვე­ნი ტვირ­თი და მძი­მე ჯვა­რი. თქვენ ხართ უფ­ლის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ცო­ცხა­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი, რომ ეს ურ­თუ­ლე­სი 4 თვე ჩვენ­თვის შე­გემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნათ. მე არ ვიცი რას ვი­ზამ­დით და სად ვიქ­ნე­ბი­დით, რომ არა თქვენ. უზო­მოდ მიყ­ვარ­ხართ. შე­გი­წი­როთ უფალ­მა ასე­თი გვერ­დში დგო­მა, თავ­და­დე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა, სი­კე­თე, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. ყვე­ლა გა­ღე­ბუ­ლი კა­პი­კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ყო­ველ კვი­რა სის­ხლს აბა­რე­ბენ და ისე მი­რი­ცხა­ვენ ფულს… არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც 2 სა­ა­თი ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბენ, რომ აქ, კლი­ნი­კა­ში მო­ვიდ­ნენ და 100 შე­კე­ლი მოგ­ვი­ტა­ნონ…ტი­რი­ლით მო­დი­ან და კი­დევ აქეთ გვიხ­დი­ან ბო­დიშს მცი­რე­დის­თვის. მე მე­გო­ნა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბობ­დნენ და მად­ლო­ბა უფალს, რომ შევ­მცდარ­ვარ თურ­მე. მე­ტი­რე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე…ღმერ­თმა სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა და­თი­კოს სა­ხით და ყვე­ლას დაგ­ვა­ნა­ხა რა არის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს. არ ვიცი რითი და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ამ­ხე­ლა წყა­ლო­ბა, რომ მან მა­ინც არ გაგ­ვწი­რა და გვა­ჩუ­ქა და­თი­კო კი­დევ ერთხელ. წინ ურ­თუ­ლე­სი და ძა­ლი­ან ძა­ლი­ან გრძე­ლი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი… რომ­ლის გავ­ლა­საც წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა…იმპლან­ტე­ბი, პრო­თე­ზე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ასე შემ­დეგ….მაგ­რამ მთა­ვა­რია ბავ­შვი ცო­ცხა­ლია და მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ მას­ზე ვიზ­რუ­ნო და მო­ვუ­ა­რო, მო­ვე­ფე­რო და ჩა­ვე­ხუ­ტო,ყო­ველ­დღე უთხრა რომ უზო­მოდ მიყ­ვარს და მა­ბედ­ნი­ე­რებს" - წერს და­თის დედა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

გვიშველეთ ხალხო, მაგ ქუჩაზე ამ საშინელების შემდეგ ყოველ კვირა ავარია ხდება, ისევ დადიან გიჟებივით, განსაკუთრებით მოტოციკლეტებით, ვინმემ დაგვეხმარეთ, პატრონი არ ყავს არაფერს

ბელა
0

ღმერთმა გაგაძლიეროთ, ცამდე და ცრემლებამდე მიხარია

 

ავტორი:

"თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ აქამდე მოვედით... არიან ადამიანები, ვინც სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს" - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა

"თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ აქამდე მოვედით... არიან ადამიანები, ვინც სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს" - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მკურნალობას აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, თუმცა ეტაპობრივად პროგრესი შეინიშნება.

ბავშვის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გვერდით დაუდგა და დახმარების ხელი გაუწოდა.

"დილა მშვიდობისა! მადლიერებით მინდა დავიწყო დღევანდელი დღე. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ დათიკოს დღეს ჭრილობას დაუხურავენ. ის, რომ აქამდე მოვედით და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს… მჯერა, რომ გართულებების გარეშე ჩაივლის ეს ეტაპიც. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ყველას… უცნობებს თუ ნაცნობებს… ჩემს მეგობრებს, ახლად შეძენილ მეგობრებს და იმ უკეთილშობილეს ადამიანებს ვის სიკეთესაც ვერასდროს გადავიხდი სულ რომ ყირაზე დავდგე. სრულიად საქართველოს და სრულიად ისრაელს, ამერიკაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში გაფანტულ ქართველ ემიგრანტებს… მადლობა რომ მთელი გულით შეიყვარეთ ჩემი შვილი და ასე გაერთიანდით მის გამო. მადლობა ყველას, ვინც ერთი სანთელი მაინც დაუნთო და ილოცა დათისთვის… მადლობა ყველა სასულიერო პირს ასე გულმხურვალედ რომ ლოცულობთ ჩვენთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ასე გვაძლიერებთ და გვამხნევებთ. პოზიტივით გვავსებთ. ყველაფერს აკეთებთ, რომ შედარებით შეგვიმსუბუქოთ ეს ჩვენი ტვირთი და მძიმე ჯვარი. თქვენ ხართ უფლისგან გამოგზავნილი ცოცხალი ანგელოზები, რომ ეს ურთულესი 4 თვე ჩვენთვის შეგემსუბუქებინათ. მე არ ვიცი რას ვიზამდით და სად ვიქნებიდით, რომ არა თქვენ. უზომოდ მიყვარხართ. შეგიწიროთ უფალმა ასეთი გვერდში დგომა, თავდადება, ერთგულება, სიკეთე, სითბო და სიყვარული. ყველა გაღებული კაპიკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. არიან ადამიანები, ვინც ყოველ კვირა სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს… არიან ადამიანები, ვინც 2 საათი ავტობუსით მგზავრობენ, რომ აქ, კლინიკაში მოვიდნენ და 100 შეკელი მოგვიტანონ…ტირილით მოდიან და კიდევ აქეთ გვიხდიან ბოდიშს მცირედისთვის. მე მეგონა, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობდნენ და მადლობა უფალს, რომ შევმცდარვარ თურმე. მეტირება ამ ყველაფერზე…ღმერთმა სასწაული მოახდინა დათიკოს სახით და ყველას დაგვანახა რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდება და მადლობა უფალს. არ ვიცი რითი დავიმსახურეთ ამხელა წყალობა, რომ მან მაინც არ გაგვწირა და გვაჩუქა დათიკო კიდევ ერთხელ. წინ ურთულესი და ძალიან ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი… რომლის გავლასაც წლები დასჭირდება…იმპლანტები, პროთეზები, რეაბილიტაცია და ასე შემდეგ….მაგრამ მთავარია ბავშვი ცოცხალია და მაქვს იმის ფუფუნება, რომ მასზე ვიზრუნო და მოვუარო, მოვეფერო და ჩავეხუტო,ყოველდღე უთხრა რომ უზომოდ მიყვარს და მაბედნიერებს" - წერს დათის დედა.