სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებს ასეთი განცხადების არ უნდა ეშინოდეთ - რუსეთი ახლა,  მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს" - კინზინგერი მედვედევის განცხადებაზე
"ქართველებს ასეთი განცხადების არ უნდა ეშინოდეთ - რუსეთი ახლა,  მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს" - კინზინგერი მედვედევის განცხადებაზე

ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლებს ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის არ უნდა ეში­ნო­დეთ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბიც. მათ უნდა გა­და­წყვი­ტონ, რომ უარი თქვან ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე, უარი თქვან რუ­სეთ­ზე, უარი თქვან ასეთ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, რომ დეჰუ­მა­ნი­ა­ზა­ცია მო­ახ­დი­ნოს და ქარ­თვე­ლებს ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა წა­არ­თვას, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა, ადამ კინ­ზინ­გერ­მა, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

ადამ კინ­ზინ­გე­რი თვლის, რომ მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბით, რუ­სე­თი ახლა, მხო­ლოდ მრის­ხა­ნე იმი­ჯის შექ­მნას ცდი­ლობს.

"მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გე­ში­ნო­დეთ ზედ­მე­ტად ისაა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სეთ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ე.წ. ქა­ღალ­დის ვე­ფხვია.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, საფრ­თხე ნამ­დვი­ლა­დაა, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­მა რუ­სეთს ძლი­ე­რი პა­სუ­ხი უნდა გას­ცენ და თქვან: ჩვენ გან­სა­ზღვრუ­ლი გვაქვს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის პატ­რო­ნე­ბი ვი­ყოთ. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რომ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს მე­ზო­ბელ­თან, მაგ­რამ მო­წო­დე­ბუ­ლი ვართ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და სუ­ვე­რე­ნუ­ლე­ბი ვი­ყოთ. რო­დე­საც რუ­სე­ბი ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თე­ბენ, ისი­ნი ამას ში­შის გამო ამ­ბო­ბენ," - გა­ნა­ცხა­და ადამ კინ­ზინ­გერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ ВКонтакте-ში გავ­რცელ­და ტექ­სტი, რო­მელ­შიც მედ­ვე­დე­ვი წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ქვე­ყა­ნა, რუ­სულ იმ­პე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ­დე არ არ­სე­ბობ­და და რომ ის კვლავ თა­ვი­სი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის ნა­წი­ლი უნდა გახ­დეს.

მედ­ვე­დე­ვის გვერ­დზე ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე წა­ი­შა­ლა და მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ პოს­ტის „სქ­რინ­შო­თის“ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის თა­ნა­შემ­წემ, ოლეგ ოსი­პო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ მედ­ვე­დე­ვის გვერ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ ВКонтакте-ში გა­ტე­ხეს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანო
8

ერთი შენ გყავდეს ოჯახი ახალგორში.... ქართველებს არ გვეშინია, ვფრთხილობთ, ყველაზე მეტად კი მოყვარესა მტერსა ვუფრთხით. 

ქართველი
19

ჩვენ ქართველები უშიშარი ხალიხი ვართ და ამაზე ჩვენი ისტორიის ყოველი დღეც ღაღადებს, მაგრამ ბრიყვები არ ვართ, რომ 2008 წლის გაკვეთილები დავივიწყოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ქართველებს ასეთი განცხადების არ უნდა ეშინოდეთ - რუსეთი ახლა,  მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს" - კინზინგერი მედვედევის განცხადებაზე

"ქართველებს ასეთი განცხადების არ უნდა ეშინოდეთ - რუსეთი ახლა,  მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს" - კინზინგერი მედვედევის განცხადებაზე

ვფიქრობ, რომ ქართველებს ასეთი განცხადებების არ უნდა ეშინოდეთ, მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს, რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

ადამ კინზინგერი თვლის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რუსეთი ახლა, მხოლოდ მრისხანე იმიჯის შექმნას ცდილობს.

"მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ. ქაღალდის ვეფხვია.

ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ," - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რუსულ იმპერიაში გაერთიანებამდე არ არსებობდა და რომ ის კვლავ თავისი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილი უნდა გახდეს.

მედვედევის გვერდზე ეს ინფორმაცია გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა და მის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ პოსტის „სქრინშოთის“ გავრცელების შემდეგ გაიგო. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ, ოლეგ ოსიპოვამ განაცხადა, რომ მედვედევის გვერდი სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გატეხეს.