კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა ქსენოფობია, ოკუპანტის მიუღებლობა რომ არსებობდეს, ეს გასაკვირია? გასაკვირი ისაა, ოკუპანტი დასასვენებლად რომ ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს" - უსაფრთხოების ექსპერტი
"რა ქსენოფობია, ოკუპანტის მიუღებლობა რომ არსებობდეს, ეს გასაკვირია? გასაკვირი ისაა, ოკუპანტი დასასვენებლად რომ ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს" - უსაფრთხოების ექსპერტი

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვი პიკს აღ­წევს და გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 340%-ით არის გაზ­რდი­ლი. რა მიზ­ნით შე­მო­დი­ან ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მა­სობ­რი­ვად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ამის მო­ნი­ტო­რინ­გი არ არ­სე­ბობს. მე­ტიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საფრ­თხეს ამა­ში ვერ ხე­დავს, მე­ტიც, ფიქ­რო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის გაზ­რდა მხო­ლოდ წა­ად­გე­ბა ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას. მათ­თვის საფრ­თხეს არც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­რე­გის­ტრი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, არც ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის უპ­რობ­ლე­მოდ მი­ღე­ბა.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, შე­მო­სუ­ლი 247 149 მო­ქა­ლა­ქი­დან რამ­დენ­მა და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად გად­მო­ვი­და. კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, აპ­რილ­ში, მა­ის­სა და ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 400-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და, რაც 2021 წლის წლი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც კი, 7-ჯერ მე­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 13 500-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მათი ნა­ხე­ვა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­რე­გის­ტრირ­და.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლის თვალ­საზ­რი­სით აფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა და კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, რუ­სე­ბის მი­მართ ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და. "რაც შე­ე­ხე­ბა რა­ო­დე­ნო­ბას, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა და უფრო მე­ტიც, ვნა­ხეთ, ამ კამ­პა­ნი­ამ სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, ქსე­ნო­ფო­ბი­ურ კამ­პა­ნი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და. გა­და­ი­ზარ­და იმა­ში, რომ შუა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე რუს მო­ქა­ლა­ქეს ვი­ღა­ცამ ქვა ეს­რო­ლა. ეს კამ­პა­ნია სწო­რედ ამ ქსე­ნო­ფო­ბი­ას ახა­ლი­სებს. მიკ­ვირს, რომ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად ამა­ში ჩარ­თუ­ლია ზო­გი­ერ­თი NGO. ქსე­ნო­ფო­ბი­ას აღ­ვი­ვე­ბენ და მეტს არა­ფერს“, - ამ­ბობს პა­პუ­აშ­ვი­ლი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ასე­ვე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბევრ სხვა ქვე­ყა­ნას­თან შე­და­რე­ბით, რუ­სეთ­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წლის იან­ვარ-ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან (მო­ქა­ლა­ქე, რე­ზი­დენ­ტი) 247 149 ვი­ზი­ტო­რი შე­მო­ვი­და, რაც 2019 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 64.3%-ით ნაკ­ლე­ბია. კერ­ძოდ, 2019 წლის პირ­ველ ექვს თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის 691 587 მო­ქა­ლა­ქე/რე­ზი­დენ­ტი შე­მო­ვი­და, თუმ­ცა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლია, საფრ­თხე­ე­ბი კი გაზ­რდი­ლი.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას ითხოვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით შე­იქ­მნა პე­ტი­ცია, რო­მელ­საც უკვე 11600-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხელი. "და­წეს­დეს რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის და ბე­ლო­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 3 თვე­ზე მეტი დრო­ით ვერ შეძ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს რუ­სე­თის და ბე­ლო­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხო­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას", - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ის ტექ­სტში.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბას ითხოვს პარ­ტია "ლე­ლოც“.

"ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნი­დან შე­მო­სულ ვი­ზი­ტორ­თა ნა­კა­დი ყო­ველ­გვარ კონ­ტროლს მიღ­მაა. შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი არ და ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნი­დან ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს. არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი ზო­მე­ბი, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მომ­სვლელ­თა ნა­კა­დის კონ­ტრო­ლი: შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნას სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის; დად­გინ­დეს ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზე­ბის ვადა 30 დღემ­დე - ვი­ზე­ბი გა­ი­ცეს პირ­და­პირ სა­ზღვარ­ზე ან/და ონ­ლა­ინ; 30 დღე­ზე მეტი დარ­ჩე­ნის მსურ­ველ­თათ­ვის გა­ი­ცეს ვი­ზე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­დეს "ლე­ლო­ში“.

"ლე­ლოს“ ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ხა­რი­ას პარ­ტი­აც შე­უ­ერ­თდა. მი­აჩ­ნია რა, რომ ქვე­ყა­ნა­ში რუსი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­მო­დი­ნე­ბა რის­კებს შე­ი­ცავს, პარ­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, სას­წრა­ფოდ გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის აღ­საკ­ვე­თად და და­წე­სე­დეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სი­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 1-დან 3 თვემ­დე ვა­დით.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აღ­ნიშ­ნულ პე­ტი­ცი­ას და ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა­საც ომში ჩათ­რე­ვის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბად აფა­სებს, რა­საც უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე არ იზი­ა­რებს და ambebi.ge - სთან ამ პრო­ცე­სი­დან მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­სა და მათი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზებ­ზე სა­უბ­რობს:

"ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ნა­კა­დი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს ძა­ლი­ან ბევრ რისკს. ეს პირ­ველ რიგ­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჯა­შუ­შე­ბის, დი­ვერ­სან­ტე­ბის, ან სხვა ტი­პის დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის შე­მოგ­ზავ­ნა, რაც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის კლა­სი­კაა. შე­საძ­ლოა, დღე­ვან­დე­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლოთ ამ ყვე­ლაფ­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბულ სა­კუ­რორ­ტო სე­ზონს შე­საძ­ლოა მყი­სი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ეფექ­ტი ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ან მცი­რე და მიკ­რო ბიზ­ნე­სის­თვის, მაგ­რამ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს რუ­სულ ეკო­ნო­მი­კა­ზე მიბ­მას, რუ­სულ ტუ­რის­ტულ ნა­კა­დებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა­საც უფრთხი­ან არა თუ ჩვე­ნი მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი, არა­მედ ისე­თი მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც, რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და სხვა. რუ­სე­თი ბერ­კე­ტად იყე­ნებს ამ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს და ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის აკ­რძალ­ვით მო­ა­ხერ­ხებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყოს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რუ­სულ ფულ­ზე. ამას გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რო­დე­საც ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხვდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს პრო­ვო­კა­ცი­ებს და მოხ­დეს იმ ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მელ­საც რუ­სე­თი გა­მო­ი­ყე­ნებს, თით­ქოს­და, სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად“.

ან­დრო გო­ცი­რი­ძე

ან­დრო გო­ცი­რი­ძე იზი­ა­რებს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პე­ტი­ცი­ის პა­თოსს და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მო­თხოვ­ნას, რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­დეს. ამას­თან, ამ კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის სა­ხით, ექ­სპერტს სა­კუ­თა­რი რამ­დე­ნი­მე თე­ზი­სიც აქვს.

"ზო­გა­დად, მრა­ვა­ლი მე­თო­დი და მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს ამ­გვა­რი სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. კარ­გია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ჩა­ერ­თნენ ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და­ვა­ში და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­და­ნაც გა­იხ­სნე­ბა დის­კუ­სია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი ზუს­ტად ის სა­კი­თხია, რომ­ლის გარ­შე­მოც უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ძა­ლამ, რო­მე­ლიც არ არის აშ­კა­რად პრო­რუ­სუ­ლი. ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი. სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბო­ბენ ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რა მიდ­გო­მე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­მიძ­ლია რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი თე­ზი­სი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო:

1. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რუსი ვი­ზი­ტო­რე­ბის მხრი­დან უნდა შე­იქ­მნას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, ვგუ­ლის­ხმობ, სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქეს და არამც და არამც ეროვ­ნე­ბას, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერს, ბოლო დროს, ქსე­ნო­ფო­ბი­ის მან­ტია უნ­დათ რომ მო­ას­ხან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი უნდა შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს რუსი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უვა­დოდ გა­ჩე­რე­ბას ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

2. უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან ბიზ­ნეს-აქ­ტი­ვე­ბის, ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა (არ ვგუ­ლის­ხმობ აკ­რძალ­ვას, მხო­ლოდ - რე­გუ­ლა­ცი­ას), ესეც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი გზაა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

3. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა არ­სე­ბობ­დეს იმ საფრ­თხე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამ­გვარ­მა დიდ­მა ნა­კა­დებ­მა გა­მო­იწ­ვი­ონ უსაფრ­თხო­ე­ბის ჭრილ­ში, ოღონდ, ეს სპე­ცი­ფი­კუ­რი თე­მაა და ამა­ზე სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა იმუ­შა­ონ.

4. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თი ბერ­კე­ტად იყე­ნებს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ და­ნა­ზოგს აქ აგ­ზავ­ნი­ან და არ­ჩე­ნენ ოჯა­ხებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას რუ­სე­თი ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს ბერ­კე­ტად და არც ის მგო­ნია, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დნენ თავს პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იქ­მნას რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლე­ბის რე­პატ­რი­ა­ცი­ის, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სქე­მა, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბა მათ სა­ხელ­მწი­ფო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი მო­ინ­დო­მე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან რუ­სეთ­ში მათ­ზე მუ­შა­ობს:

1. ეფ-ეს-ბე და პირ­და­პირ მათ გა­და­ბი­რე­ბას აწარ­მო­ებს.

2. ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა მა­ინც და მა­ინც სა­სურ­ვე­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან ასეთ დროს ვი­თარ­დე­ბა ოკუ­პან­ტის მი­მართ მიმ­ღებ­ლო­ბა, რაც შემ­დგომ­ში აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე - ომს ვერ იგებს მარ­ტო ჯარი და მთავ­რო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა თუ არ არის საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბით გან­წყო­ბი­ლი“, - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

იმა­ზე, რომ "ოც­ნე­ბა“ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას ომში ჩათ­რე­ვის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, ან­დრო გო­ცი­რი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბის მხრი­დან მსგავ­სი ნა­რა­ტი­ვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დათ­მო­ბა-და­კარ­გვას ნიშ­ნავს.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვათ, რომ ამას ქსე­ნო­ფო­ბი­ას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს, ეს არის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მცდა­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მიღ­წე­ვა­ზეა გათ­ვლი­ლი. აქ სა­უ­ბა­რია ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკონ­ტრო­ლო ჩა­მოს­ვლა­ზე იმ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის მი­მარ­თაც მათ ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი აგ­რე­სია გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ და უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის განმვა­ლო­ბა­ში კი, მი­ნი­მუმ სამი ღია საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჰქონ­და ქვე­ყა­ნას­თან. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ამ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ მი­უ­ღებ­ლო­ბაც რომ არ­სე­ბობ­დეს, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. გა­საკ­ვი­რი უფრო ისაა, რომ ოკუ­პან­ტი და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­დის იმ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის 1/3 ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია. ქსე­ნო­ფო­ბი­ას­თან ამას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს იმი­ტომ, რომ ჩვენ ვსა­უბ­რობთ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და არა რო­მე­ლი­მე ნა­ცი­ა­ზე. რუსი ერი­დან დი­სი­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და ცხოვ­რობ­დნენ, დღე­საც არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი. და­სა­ნა­ნი უბ­რა­ლოდ ის არის, რომ რუ­სე­ბის 80% დღეს პუ­ტი­ნის მო­საზ­რე­ბე­ბის მიმ­დე­ვა­რია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამარ­თლებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას, აფხა­ზეთს და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად თვლის. ამ ხალ­ხის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია. უფრო მე­ტიც, უა­რე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ კი მო­სახ­ლე­ო­ბას მისი ერ­თა­დერ­თი მტრის მი­მართ მიმ­ღებ­ლო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბო­და და ეს მტე­რი დღეს არის კრემ­ლის რე­ჟი­მი. რო­დე­საც მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თუ კი ჩვენ სა­ვი­ზო რე­ჟიმს და­ვა­წე­სებთ, მა­შინ მე­ო­რე მხა­რე და­ი­წყებს ომს, ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­კარ­გვას ნიშ­ნავს იმი­ტომ, რომ თუ კი სა­ხელ­მწი­ფოს იმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რომ მის მე­ზო­ბელ­თან მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი და­ა­წე­სოს, მით უმე­ტეს, მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, მა­შინ ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წი­ლი ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ჩაგ­ვი­ბა­რე­ბია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა ეს გა­ნა­ცხა­დოს. მე უფრო ვფიქ­რობ, რომ ომის თე­მით სპე­კუ­ლა­ცია-მა­ნი­პუ­ლა­ცია უფრო შიდა აუ­დი­ტო­რი­ა­ზეა გათ­ვლი­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­ნად­გუ­რე­ბას უფრო ემ­სა­ხუ­რე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი მიგ­ვი­თი­თებს, რომ სწო­რედ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე ყვე­ლა ძა­ლამ, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა მხა­რემ ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, რათა თავი და­აღ­წი­ოს იმ რუ­სულ საფრ­თხეს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ მთელ და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას ემუქ­რე­ბა, რომ­ლის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლო“, - ამ­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
12

მაგ ლოგიკით თურქეთსაც ტაო-კლარჯეთი, აზერბაიჯანსაც კახი ზაქათალა....ოკუპირებული აქვთ!!!

თუ რუსი ოკუპანტია მაშინ მიშამ რატომ მიაყიდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები. ორმაგ და ერთი ადგილის თამაშს თავი უნდა დაანებოთ. ქვეყანას საბოლოოდ დავღუპავთ.

 

აკაკი
8

თურქეთს რამდენი ტერიტორია აქვს მიტაცებული თუ ახსოვს ვინმეს, ეს არავის აღარ აწუხებს, ატრუებულები ხართ ნაცებო და მიიღებთ რაც გინდათ, ოღონდ მერე ანგლო-საქსური გრანტები ვეღარ გიშველით.

ავტორი:

"რა ქსენოფობია, ოკუპანტის მიუღებლობა რომ არსებობდეს, ეს გასაკვირია? გასაკვირი ისაა, ოკუპანტი დასასვენებლად რომ ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს" - უსაფრთხოების ექსპერტი

"რა ქსენოფობია, ოკუპანტის მიუღებლობა რომ არსებობდეს, ეს გასაკვირია? გასაკვირი ისაა, ოკუპანტი დასასვენებლად რომ ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს" - უსაფრთხოების ექსპერტი

ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი პიკს აღწევს და გასულ წელთან შედარებით, 340%-ით არის გაზრდილი. რა მიზნით შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად ჩვენს ქვეყანაში, ამის მონიტორინგი არ არსებობს. მეტიც, ხელისუფლება საფრთხეს ამაში ვერ ხედავს, მეტიც, ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდა მხოლოდ წაადგება ქართულ ეკონომიკას. მათთვის საფრთხეს არც რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენა და საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება წარმოადგენს, არც ბინადრობის მოწმობის უპრობლემოდ მიღება.

ამ დროისთვის უცნობია, შემოსული 247 149 მოქალაქიდან რამდენმა დატოვა ქვეყანა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი, 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის თვალსაზრისით აფერი განსაკუთრებული არ ხდება და კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, რუსების მიმართ ქსენოფობიაში გადაიზარდა. "რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვნახეთ, ამ კამპანიამ სადამდე მიგვიყვანა, ქსენოფობიურ კამპანიაში გადაიზარდა. გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ვიღაცამ ქვა ესროლა. ეს კამპანია სწორედ ამ ქსენოფობიას ახალისებს. მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ამაში ჩართულია ზოგიერთი NGO. ქსენოფობიას აღვივებენ და მეტს არაფერს“, - ამბობს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ საქართველო ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, რუსეთზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.3%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში რუსეთის 691 587 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2019 წელთან შედარებით ვითარება რადიკალურად შეცვლილია, საფრთხეები კი გაზრდილი.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც უკვე 11600-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. "დაწესდეს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს პარტია "ლელოც“.

"ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი: შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის; დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე - ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ; 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“, - განაცხადეს "ლელოში“.

"ლელოს“ ინიციატივას სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, გახარიას პარტიაც შეუერთდა. მიაჩნია რა, რომ ქვეყანაში რუსი მოქალაქეების მასობრივი შემოდინება რისკებს შეიცავს, პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯი დესტაბილიზაციის აღსაკვეთად და დაწესედეს სავიზო რეჟიმი რუსეთისა და ბელარუსისის მოქალაქეებისთვის 1-დან 3 თვემდე ვადით.

"ქართული ოცნება“ აღნიშნულ პეტიციას და ოპოზიციის მოთხოვნასაც ომში ჩათრევის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს, რასაც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანდრო გოცირიძე არ იზიარებს და ambebi.ge - სთან ამ პროცესიდან მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე საუბრობს:

"ოკუპანტი ქვეყნიდან მოქალაქეთა დიდი ნაკადი შეიძლება შეიცავდეს ძალიან ბევრ რისკს. ეს პირველ რიგში, შეიძლება იყოს სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშების, დივერსანტების, ან სხვა ტიპის დესტრუქციული ძალების შემოგზავნა, რაც სპეცსამსახურების მოქმედების კლასიკაა. შესაძლოა, დღევანდელი ჰიბრიდული საფრთხეების ფარგლებში განვიხილოთ ამ ყველაფრის ეკონომიკური ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ საკურორტო სეზონს შესაძლოა მყისიერი ფინანსური ეფექტი ჰქონდეს საქართველოს ღარიბი მოსახლეობისთვის, ან მცირე და მიკრო ბიზნესისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად გამოიწვევს რუსულ ეკონომიკაზე მიბმას, რუსულ ტურისტულ ნაკადებზე დამოკიდებულებას, რასაც უფრთხიან არა თუ ჩვენი მსგავსი ქვეყნები, არამედ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნებიც, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და სხვა. რუსეთი ბერკეტად იყენებს ამ ეკონომიკურ აქტივობებს და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტურისტული ნაკადის აკრძალვით მოახერხებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს ჩვენი მოსახლეობა, რომელიც დამოკიდებული იქნება რუსულ ფულზე. ამას გარდა, ბუნებრივია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები დიდი რაოდენობით ხვდებიან საქართველოში, აქ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს და მოხდეს იმ ტიპის დაპირისპირება, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს, თითქოსდა, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად“.

ანდრო გოცირიძე

ანდრო გოცირიძე იზიარებს გავრცელებული პეტიციის პათოსს და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. ამასთან, ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის სახით, ექსპერტს საკუთარი რამდენიმე თეზისიც აქვს.

"ზოგადად, მრავალი მეთოდი და მექანიზმი არსებობს ამგვარი სიტუაციის დასარეგულირებლად. კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები ჩაერთნენ ამ საკითხების განხილვაში, ინტელექტუალურ დავაში და კარგი იქნება, თუ ხელისუფლების მხრიდანაც გაიხსნება დისკუსია აღნიშნულთან დაკავშირებით. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ზუსტად ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა ითანამშრომლოს აბსოლუტურად ყველა ძალამ, რომელიც არ არის აშკარად პრორუსული. ეს არის ბუნებრივი პროცესი. სახელმწიფოში არსებობენ ამ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც იციან, რა მიდგომები უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, შემიძლია რამდენიმე ძირითადი თეზისი ჩამოვაყალიბო:

1. რუსეთის მოქალაქეების, რუსი ვიზიტორების მხრიდან უნდა შეიქმნას რაღაც განსაკუთრებული რეჟიმი, ვგულისხმობ, სახელმწიფოს მოქალაქეს და არამც და არამც ეროვნებას, რადგან ამ ყველაფერს, ბოლო დროს, ქსენოფობიის მანტია უნდათ რომ მოასხან. განსაკუთრებული რეჟიმი უნდა შეიქმნას, რომელიც გამორიცხავს რუსი მოქალაქეების უვადოდ გაჩერებას ჩვენს ტერიტორიაზე.

2. უნდა დარეგულირდეს რუსეთის მოქალაქის მხრიდან ბიზნეს-აქტივების, ან უძრავი ქონების შეძენა (არ ვგულისხმობ აკრძალვას, მხოლოდ - რეგულაციას), ესეც აპრობირებული გზაა ევროკავშირის ქვეყნებში.

3. აუცილებლად უნდა არსებობდეს იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა ამგვარმა დიდმა ნაკადებმა გამოიწვიონ უსაფრთხოების ჭრილში, ოღონდ, ეს სპეციფიკური თემაა და ამაზე სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ.

4. წლების განმავლობაში, რუსეთი ბერკეტად იყენებს თავის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თავის გამომუშავებულ დანაზოგს აქ აგზავნიან და არჩენენ ოჯახებს. რასაკვირველია, ამას რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ბერკეტად და არც ის მგონია, ქართველები ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს პუტინის რუსეთში. ამიტომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩართულობით აუცილებლად უნდა შეიქმნას რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ქართველების რეპატრიაციის, რეინტეგრაციის სქემა, თუ როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოინდომებენ საქართველოში დაბრუნებას, რადგან რუსეთში მათზე მუშაობს:

1. ეფ-ეს-ბე და პირდაპირ მათ გადაბირებას აწარმოებს.

2. ოკუპანტი ქვეყნის კულტურულ გარემოში ყოფნა მაინც და მაინც სასურველი არ არის, ვინაიდან ასეთ დროს ვითარდება ოკუპანტის მიმართ მიმღებლობა, რაც შემდგომში აუცილებლად აისახება ქვეყნის მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობასა და ბრძოლისუნარიანობაზე - ომს ვერ იგებს მარტო ჯარი და მთავრობა, მოსახლეობა თუ არ არის საბრძოლო სულისკვეთებით განწყობილი“, - ამბობს ექსპერტი.

იმაზე, რომ "ოცნება“ სავიზო რეჟიმის შემოღებას ომში ჩათრევის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს, ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ მაღალი რანგის პოლიტიკური პირების მხრიდან მსგავსი ნარატივი, ფაქტობრივად, სუვერენიტეტის დათმობა-დაკარგვას ნიშნავს.

"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამას ქსენოფობიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის, აბსოლუტურად, მცდარი განცხადება, რომელიც შიდა პოლიტიკური ინტერესების მიღწევაზეა გათვლილი. აქ საუბარია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო ჩამოსვლაზე იმ ქვეყანაში, რომლის მიმართაც მათ ორი საუკუნის განმავლობაში არაერთი აგრესია განუხორციელებიათ და უკანასკნელი 30 წლის განმვალობაში კი, მინიმუმ სამი ღია საბრძოლო მოქმედებები ჰქონდა ქვეყანასთან. ასეთ შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ მიუღებლობაც რომ არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი უფრო ისაა, რომ ოკუპანტი დასასვენებლად ჩადის იმ ქვეყანაში, რომლის 1/3 ოკუპირებული აქვს. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ქსენოფობიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მოქალაქეებზე და არა რომელიმე ნაციაზე. რუსი ერიდან დისიდენტები საქართველოში ოდითგანვე ჩამოდიოდნენ და ცხოვრობდნენ, დღესაც არსებობს რამდენიმე მათგანი. დასანანი უბრალოდ ის არის, რომ რუსების 80% დღეს პუტინის მოსაზრებების მიმდევარია, ყოველ შემთხვევაში, ამართლებს საქართველოს ოკუპაციას, აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის. ამ ხალხის მიმართ ნეგატიური განწყობა, ბუნებრივია. უფრო მეტიც, უარესი იქნებოდა, თუ კი მოსახლეობას მისი ერთადერთი მტრის მიმართ მიმღებლობა ჩამოუყალიბდებოდა და ეს მტერი დღეს არის კრემლის რეჟიმი. როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკური პირები აცხადებენ, რომ თუ კი ჩვენ სავიზო რეჟიმს დავაწესებთ, მაშინ მეორე მხარე დაიწყებს ომს, ეს, ფაქტობრივად, სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს იმიტომ, რომ თუ კი სახელმწიფოს იმის გადაწყვეტილების შესაძლებლობა არ აქვს, რომ მის მეზობელთან მიმოსვლის რეჟიმი დააწესოს, მით უმეტეს, მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, მაშინ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის ნაწილი ამ სახელმწიფოსთვის ჩაგვიბარებია. წარმოუდგენელია, თანამდებობის პირმა ეს განაცხადოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ომის თემით სპეკულაცია-მანიპულაცია უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურებას უფრო ემსახურება მაშინ, როდესაც ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი მიგვითითებს, რომ სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე ყველა ძალამ, ყველა პოლიტიკურმა მხარემ ერთად უნდა იმუშაოს, რათა თავი დააღწიოს იმ რუსულ საფრთხეს, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლურ ცივილიზაციას ემუქრება, რომლის ორგანული ნაწილიც არის საქართველო“, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი.

იხილეთ ასევე: