პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მფრინავებმა, მაშველებმა, მედიკოსებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს
მფრინავებმა, მაშველებმა, მედიკოსებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

დღეს ახ­ლობ­ლებ­მა, კო­ლე­გებ­მა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თუ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ა­ცი­ლეს გუ­და­ურ­ში, ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 8 ადა­მი­ა­ნი - ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი: ზაზა ლო­რია, ან­დრო ქუ­ჯოშ­ვი­ლი, ლე­ვან ჩო­ხე­ლი, დი­მიტ­რი ქა­ა­ძე; ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი: გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი და კახა ტორ­ჩი­ნა­ვა; ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ექი­მე­ბი: ქე­თე­ვან გუ­ლა­ღაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ვე­ნეც­კი.

ისი­ნი პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის დროს, კლდო­ვან ფერ­დობ­ზე ჩა­ვარ­დნი­ლი 2 პი­რის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ, რა დრო­საც ეს კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და.

სხვის გა­დარ­ჩე­ნად თავ­შე­წი­რულ­თა ცხე­და­რი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს.

მათ ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა. ასე­ვე, და­ღუ­პუ­ლებს პა­ტი­ვი მი­ა­გეს ში­ნა­გან საქ­მე­თა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად-სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ღუ­პუ­ლე­ბი მედ­ლით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­და­ურ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ი­სას ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და, რა­საც ბორტზე მყო­ფი რვა­ვე პი­რის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი იყო კო­ლე­გე­ბის გა­მო­თხო­ვე­ბა, მფრი­ნა­ვე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი, მე­დი­კო­სე­ბი და­ემ­შვი­დობ­ნენ სა­კუ­თა­რი საქ­მის დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, უბ­რა­ლოდ კარგ ადა­მი­ა­ნებს და მე­გობ­რებს.

ambebi ge კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვამს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს და მთელ ქვე­ყა­ნას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგი
0

ღმერთმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. როგორ მიყვარხართ დ როგორი გმირები ხართ ჩვენი ქვეყნის.

ნინია
1

ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები, თქვენ მართლა გმირებო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მფრინავებმა, მაშველებმა, მედიკოსებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

მფრინავებმა, მაშველებმა, მედიკოსებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

დღეს ახლობლებმა, კოლეგებმა, ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანი - ეკიპაჟის წევრები: ზაზა ლორია, ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, დიმიტრი ქააძე; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები: გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა; ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი.

ისინი პარაპლანით ფრენის დროს, კლდოვან ფერდობზე ჩავარდნილი 2 პირის გადარჩენას ცდილობდნენ, რა დროსაც ეს კატასტროფა მოხდა.

სხვის გადარჩენად თავშეწირულთა ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.

მათ ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამძიმრის წერილი გაავრცელა. ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაღუპულები მედლით დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ემოციური იყო კოლეგების გამოთხოვება, მფრინავები, მაშველები, მედიკოსები დაემშვიდობნენ საკუთარი საქმის დიდ პროფესიონალებს, უბრალოდ კარგ ადამიანებს და მეგობრებს.

ambebi ge კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ ქვეყანას.