სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიში მოკლულ ახალგაზრდაზე?
"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიში მოკლულ ახალგაზრდაზე?

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი (ბუკა) პეტ­რი­აშ­ვი­ლი ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ექსმი­ნის­ტრი მი­რი­ან კუ­კა­ვას ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია.

"ჩემი მუ­დამ მომ­ღი­მა­რი, მხი­ა­რუ­ლი, ლაღი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მი­რი­ა­ნი" - წერს პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა გუ­შინ ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის იუ­ბი­ლის აღ­ნიშ­ვნის დროს მოკ­ლეს. გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მცხე­თის პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის მო­ნა­წი­ლე მო­ზარ­დე­ბი და მათი მშობ­ლე­ბიც.

"დი­ლით გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. ისე­თი კარ­გი ბიჭი იყო. და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და ვი­ღა­ცამ გა­უ­ყა­რა დანა გულ­ში. მი­მა­ლავ­დნენ, ახლა მი­თხრეს. გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვი... პო­ლი­ცი­ა­ში არი­ან ჩემი შვი­ლე­ბიც ახლა. ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი, არჩვე­უ­ლებ­რი­ვი, წე­სე­რი, თბი­ლი, ტკბი­ლი ბავ­შვი" - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი "ტვ პირ­ველ­თან".

მი­რი­ან კუ­კა­ვა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცნო­ბი­ლი ექი­მის, ნინო ვა­შა­კი­ძის შვი­ლია. სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რად­გან მან მი­მალ­ვა მო­ას­წრო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭ. ჭ.
3

მე კარგად ვიცნობ მშობლებს, რომლებიც "დემოკრატიულობისა და დაუკომპლექსობის" საბაბით შვილებს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას; უბრალოდ ეზარებათ. თანაც ვინც ამის თაობაზე შენიშვნას მისცემს ამდაგვარ მშობლებს, ისინი ნიშნისმოგებით გპასუხობენ: "შენ რომ სწავლობდი, წესიერი და განათლებული ხარ, ხომ ხარ მშიერი, უსამსახურო და გარიყული საზოგადოებისაგან"!!! პ. ს. მაპატიეთ, "განათლებულს" არ გეძახიან, ენანებათ შენთვის ასეთი ეპითეტი...

ზურა
3

ხშირ შემთხვევაში არის მშობლების ბრალი. არ ელაპარაკებიან ბავშვებს, არ ასწავლიან ცუდის და კარგის გარჩევას, არ ემეგობრებიან შვილებს. მიშვებული ყავთ ისე. ფიქრობენ რომ უნდა გაზარდონ. არადა აღზრდაა ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეგ არ ხდება ზუსტად. რა გვეშველება ასეთი თაობის ხელში. ესაა საქართველოს მომავალი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიში მოკლულ ახალგაზრდაზე?

"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიში მოკლულ ახალგაზრდაზე?

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის შესახებ წერს. როგორც ცნობილია, ექსმინისტრი მირიან კუკავას ოჯახის ახლობელია.

"ჩემი მუდამ მომღიმარი, მხიარული, ლაღი, სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - წერს პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, 20 წლის მირიან კუკავა გუშინ ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მოკლეს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მცხეთის პოლიციაში იმყოფებოდნენ სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდები და მათი მშობლებიც.

"დილით გავიგე ეს ამბავი. ისეთი კარგი ბიჭი იყო. დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში. მიმალავდნენ, ახლა მითხრეს. გადასარევი ბავშვი... პოლიციაში არიან ჩემი შვილებიც ახლა. ჩემს ხელში გაზრდილი, არჩვეულებრივი, წესერი, თბილი, ტკბილი ბავშვი" - ამბობს მეზობელი "ტვ პირველთან".

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის შვილია. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მან მიმალვა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ნახეთ ასევე: