პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვარ, ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას და თქვენს მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ" - დავით ოქიტაშვილის ღია წერილი კელი დეგნანს
"მზად ვარ, ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას და თქვენს მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ" - დავით ოქიტაშვილის ღია წერილი კელი დეგნანს

კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი ამე­რი­კის ელ­ჩის კელი დეგ­ნანს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. რო­გორც ის ამ­ბობს, მზად არის სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გეს ქარ­თველ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას და კელი დეგ­ნან­თან სა­სა­უბ­როდ წა­ვიდ­ნენ.

"ღია წე­რი­ლი ამე­რი­კის ელჩს, ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნანს

მო­გე­სალ­მე­ბით ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო,მი­ვე­სალ­მე­ბი ამე­რი­კელ ხალ­ხს ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა იმ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წყვეტ­და ქარ­თვე­ლი ერის დახ­მა­რე­ბას, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ქვეყ­ნებ­თან ერ­თად. ჩემი ქვეყ­ნის იდენ­ტო­ბა გა­დის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან კულ­ტუ­რა­ზე, მეც ერთ-ერთი მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლა­ვართ. მინ­და, ჩემი და ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის სა­ხე­ლით მოგ­მარ­თოთ.

ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა ჩემი ქვე­ყა­ნა უზარ­მა­ზა­რი საფრ­თხის წი­ნა­შე, აუ­რა­ცხე­ლი მტე­რი გვე­და­ვე­ბო­და ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას, თუმ­ცა, სწო­რედ გო­ნივ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით, დღემ­დე მო­ვე­დით, ქარ­თუ­ლი სი­ტყვით და ქარ­თუ­ლი სუ­ლით. დღე­საც, რო­დე­საც ჩემი ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, ჩვენს კონ­ტი­ნენტზე კი ცხა­რე ომია, ჩემი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ, გო­ნივ­რუ­ლი და სწო­რი პო­ლი­ტი­კით, შეძ­ლო ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, მად­ლო­ბა მათ ამის­თვის რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს რი­ტო­რი­კას (რო­მე­ლიც ასე ემ­თხვე­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა მტრე­ბის ნა­რა­ტივს), ღრმად მა­ფიქ­რებს და ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე მოგ­მარ­თოთ.

ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო, არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბის­თვის, სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად არ გვაქ­ცი­ოთ, არ მო­ი­ტყუ­ოთ, რომ არ შეხ­ვედ­რილ­ხართ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არ ითა­მა­შოთ ჩვე­ნი პატ­რი­ტუ­ლი ემო­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე! მე­ცე­ნა­ტე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ კულ­ტუ­რას, კულ­ტუ­რა ქმნი­და პო­ლი­ტი­კას ჩვენ­ში, სწო­რედ ამ ტი­პის მოღ­ვა­წე­ა­ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ის გა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან მას მერე, რაც ქვე­ყა­ნას სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა გა­მო­უჩ­ნდა, ახლა კი შიდა და გარე მტრე­ბი ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი რელ­სე­ბი­დან ჩა­მოგ­დე­ბას.

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აქ მთა­ვარ მტრად წარ­მო­გიდ­გათ, მაგ­რამ თქვენ ხომ იცით, რომ ასე არ არის… ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო, მე მზად ვარ ჩა­ვუდ­გე სა­თა­ვე­ში ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას, ქარ­თველ ხალ­ხს, თქვენ მიერ შერ­ჩე­ულ ად­გი­ლას შეგ­ხვდეთ სა­სა­უბ­როდ, ჩვე­ნი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შიში და სი­მარ­თლე გი­თხრათ, თქვენ - დიდი ქვეყ­ნის შვილს, ჩემი 1800 წლო­ვა­ნი და კი­დევ ბევ­რად მეტი პა­ტა­რა ქვეყ­ნის ტკი­ვი­ლი და წარ­მა­ტე­ბა მო­გიყ­ვეთ, ეგებ, და­გარ­წმუ­ნოთ, რო­გორ არ უნდა ჩა­ვერ­თოთ ჩვენ ამ ომში, აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს დაბ­რუ­ნე­ბის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვის" - წერს ოქი­ტაშ­ვი­ლი ღია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მძაღო
6

რამხელა ამბიციები გქონია ბიჭო?! რას ნიშნავს სათავეში ჩავუდგები ინტელიგენციას, ეი. ნომერ პირველ ინტელიგენტად მიგაჩნია თავი? იქნებ ისიც გვითხრა, შენს შემდეგ, ნომერ მეორე ინტელიგენტად ვინ მიგაჩნია?!

ჯენი
20

დათო ოქიტაშვილი რო არ ყოფილიყო, ქართული ენა აღარ გვექნებოდა. და მორჩით ლანძღვა გინებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მზად ვარ, ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას და თქვენს მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ" - დავით ოქიტაშვილის ღია წერილი კელი დეგნანს

"მზად ვარ, ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას და თქვენს მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ" - დავით ოქიტაშვილის ღია წერილი კელი დეგნანს

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ამერიკის ელჩის კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს. როგორც ის ამბობს, მზად არის სათავეში ჩაუდგეს ქართველ ინტელიგენციას და კელი დეგნანთან სასაუბროდ წავიდნენ.

"ღია წერილი ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს

მოგესალმებით ქალბატონო ელჩო,მივესალმები ამერიკელ ხალხს ჩემი პატივისცემა იმ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც წლების განმავლობაში არ წყვეტდა ქართველი ერის დახმარებას, ევროკავშირისა და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებთან ერთად. ჩემი ქვეყნის იდენტობა გადის მრავალსაუკუნოვან კულტურაზე, მეც ერთ-ერთი მისი წარმომადგენელი გახლავართ. მინდა, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით მოგმართოთ.

ბევრჯერ ყოფილა ჩემი ქვეყანა უზარმაზარი საფრთხის წინაშე, აურაცხელი მტერი გვედავებოდა ჩვენს ტერიტორიას, კულტურას, თუმცა, სწორედ გონივრული პოლიტიკის წყალობით, დღემდე მოვედით, ქართული სიტყვით და ქართული სულით. დღესაც, როდესაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ჩვენს კონტინენტზე კი ცხარე ომია, ჩემი ქვეყნის მთავრობამ, გონივრული და სწორი პოლიტიკით, შეძლო ომის თავიდან აცილება, მადლობა მათ ამისთვის რაც შეეხება თქვენს რიტორიკას (რომელიც ასე ემთხვევა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრების ნარატივს), ღრმად მაფიქრებს და ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ.

ქალბატონო ელჩო, არ გამოიყენოთ ჩვენი ქვეყანა იმპერიალისტური ზრახვებისთვის, საზარბაზნე ხორცად არ გვაქციოთ, არ მოიტყუოთ, რომ არ შეხვედრილხართ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არ ითამაშოთ ჩვენი პატრიტული ემოციების ხარჯზე! მეცენატები ეხმარებოდნენ კულტურას, კულტურა ქმნიდა პოლიტიკას ჩვენში, სწორედ ამ ტიპის მოღვაწეაბატონი ბიძინა ივანიშვილი, ის გავიდა პოლიტიკიდან მას მერე, რაც ქვეყანას სწორი განვითარების გზა გამოუჩნდა, ახლა კი შიდა და გარე მტრები ცდილობენ ჩვენი რელსებიდან ჩამოგდებას.

ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ მთავარ მტრად წარმოგიდგათ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ასე არ არის… ქალბატონო ელჩო, მე მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას, ქართველ ხალხს, თქვენ მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ, ჩვენი საფუძვლიანი შიში და სიმართლე გითხრათ, თქვენ - დიდი ქვეყნის შვილს, ჩემი 1800 წლოვანი და კიდევ ბევრად მეტი პატარა ქვეყნის ტკივილი და წარმატება მოგიყვეთ, ეგებ, დაგარწმუნოთ, როგორ არ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ამ ომში, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის" - წერს ოქიტაშვილი ღია წერილში.