თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინის შავი ზღვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პორტზე ოდესაში, მარცვლეულის შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინის ექსპორტის გაზრდის ვარიანტების შესწავლას გააგრძელებს.
"ჩვენ ვაპირებთ ყურადღებით დავაკვირდეთ ამას, რათა დავინახოთ, ასრულებს თუ არა რუსეთი თავის ვალდებულებებს ამ შეთანხმებით, რადგან ეს თავდასხმა რუსეთის სანდოობას სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.
ეხლა შეგეპარათ ეჭვი, რომ რუსეთი სანდო არაა? კარგა ყოფილა მსოფლიოს საქმე!
ხო, არახამია იჯდეს მოლაპარაკებაზე აბრამოვიჩთან ერთად, მისცეს აფიდევიტი და მაგრად წავა უკრაინის საქმე