მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

20

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე
"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის" გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მწვა­ვე ფა­ზა­ში გა­და­დის. 186 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის 49-წლი­ა­ნი იჯა­რით გა­და­ცე­მის სა­კი­თხი აფხა­ზე­თის "პარ­ლა­მენ­ტმა" უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა გა­ნი­ხი­ლოს და რაც უფრო ახ­ლოვ­დე­ბა ეს თა­რი­ღი, რე­გი­ონ­ში "ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს."

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და, ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. "რუ­სე­თის ზრახ­ვე­ბი არც ისე კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ყო­ფი­ლა", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

აფხა­ზურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ას­ლან ბჟა­ნი­ამ რუ­სეთს მხო­ლოდ ბიჭ­ვი­ნის აგა­რა­კი კი არა, აგუ­ძე­რის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კიც და­უთ­მო, იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას არის. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბას ხელი სა­ი­დუმ­ლოდ იან­ვარ­ში მო­ე­წე­რა. ასე­ვე სა­უ­ბა­რია, რომ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რა აფხა­ზე­თის ენერ­გო­სის­ტე­მაც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ბჟა­ნი­ამ კი­დევ არა­ერ­თი ობი­ექ­ტი გა­დას­ცა რუ­სეთს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ იმე­დით, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც პენ­სი­ებ­სა და ხელ­ფა­სებს რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებ­და, ამ ფაქტს გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ აფხა­ზე­თის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბი" რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს გა­და­ე­ცე­მო­და, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ამის პა­სუ­ხად, აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის იმ წევ­რებ­მა, რომ­ლებ­მაც აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მას უჭე­რენ მხარს, ამ­ბო­ბენ, რომ "ეს სა­კი­თხი 1995 წელს, აფხა­ზე­თის პირ­ველ­მა "პრე­ზი­დენ­ტმა", ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბამ გა­და­წყვი­ტა, რად­გან ეს­მო­და, რომ აფხა­ზე­თი ასეთ ობი­ექ­ტებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ მო­უვ­ლი­და."

  • მა­შინ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო. 2010 წელს რუს­მა ოლი­გარ­ქებ­მა მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მოთ­ქვეს, მაგ­რამ თემა მი­ჩუმ­და, ახლა, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, და­სავ­ლე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, რუს­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა აფხა­ზეთ­ში "აგ­რე­სი­უ­ლი ბიზ­ნე­სი" წა­მო­ი­წყეს.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ "რუს­მა ოლი­გარ­ქებ­მა აფხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მო­სინ­ჯეს ნი­ა­და­გი, ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­სა და აგი­ძე­რას დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკსაც და­ად­გეს თვა­ლი, ან ად­რეც ჰქონ­დათ გეგ­მა­ში, მაგ­რამ სა­სურ­ველ დროს ელო­დე­ბოდ­ნენ. ახლა კი, ეს სა­სურ­ვე­ლი დრო, ცოტა სხვაგ­ვა­რად დად­გა - სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, მათ სა­თა­და­რი­გო გეგ­მა აა­მუ­შა­ვეს და "უკა­ნა ეზოდ მიჩ­ნე­ულ აფხა­ზეთ­ში მას­შტა­ბუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბი და­ი­წყეს."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ას­ლან ბჟა­ნია ტყვარ­ჩელს, ოჩამ­ჩი­რე­სა და გუ­და­უ­თას ეს­ტუმ­რა, სა­დაც შე­ე­ცა­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ბის­თვის აეხ­სნა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა აფხა­ზე­თის მა­რი­ო­ნე­ტულ­მა მთავ­რო­ბამ ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რა.

ბჟა­ნი­ას ამ­ბობს, რომ "თუ აფხა­ზე­თი რუ­სე­თის­თვის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის გა­და­ცე­მის­გან თავს შე­ი­კა­ვებს, ის მათ ზურგს შე­აქ­ცევს. აფხა­ზე­თი კი, რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და მშვი­დო­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს." დე­ფაქ­ტო ლი­დერ­მა პა­სუ­ხად საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მი­ი­ღო.

აფხა­ზი ბლო­გე­რე­ბის თქმით, ბჟა­ნია, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­შია და ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თუ რამ აი­ძუ­ლა მისი გუნ­დი ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა. მი­სი­ვე ცნო­ბით, "აფხა­ზე­თი სხვა მე­ზო­ბელ­თან ომ­შია."

  • ბჟა­ნი­ას თქმით, რუ­სე­თი იცხოვ­რებს ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კის გა­რე­შე, მაგ­რამ აფხა­ზე­თი იცხოვ­რებს თუ არა რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს. ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბა არ იკ­ლებს.

აფხა­ზე­ბი მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კე­ბენ მის ბოლო გნა­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბჟა­ნია ამ­ბობს, რომ "პუ­ტინ­მა პი­რა­დად სთხო­ვა სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა.“

"ჩვენ­თვის და­სა­ფა­სე­ბე­ლია ის თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა, რა­საც რუ­სე­თი მძი­მე პე­რი­ოდ­ში გვი­ცხა­დებ­და, მაგ­რამ რას ნიშ­ნავს, პუ­ტინ­მა სთხო­ვა? ჩვენ რა­ტომ არა­ვინ არა­ფერს გვე­კი­თხე­ბა, ღირ­სი არ ვართ? თუ რა­ხან პენ­სი­ებს და ხელ­ფა­სებს გვიხ­დი­ან, ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვთ?! ისე­დაც სომ­ხე­ბის ბიზ­ნე­სად აქ­ცი­ეს მთე­ლი აფხა­ზე­თი. ასი­მი­ლა­ცია მეტი კი არა­ფე­რია", - წერს ალი­ნა კი­უ­ტი.

"რაც დროს გა­დის, უფრო მკა­ფიო ხდე­ბა, რომ თა­ვი­ანთთვის აღი­ა­რეს აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, იმის­თვის, რომ რაც მო­ე­სურ­ვე­ბო­დათ, ის გა­კე­თე­ბი­ნათ. თუ ვცდე­ბი, ვინ­მემ ამიხ­სნას, რა­ტომ უნდა მო­უნ­დეს ვინ­მეს იჩუ­ქოს ჩემი მიწა, აგა­რა­კე­ბი, დენ­დროლ­გი­უ­რი პარ­კი. მე­გობ­რე­ბო, მად­ლო­ბა დახ­მა­რე­ბის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის, ყვე­ლაფ­რის­თვის, მაგ­რამ ნუ გა­დაკ­ვე­თავთ წი­თელ ხა­ზებს", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ალი­ას გუ­და­უ­თე­ლი".

ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რი თენ­გიზ ჯო­პუა მი­იჩ­ნევს, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­იქ­მნას სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე იმუ­შა­ვებს და "აფხა­ზე­თის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს.

"ეს არის "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა" და ხალ­ხს შო­რის კონფრონ­ტა­ცი­ის პირ­და­პი­რი გზა, თუ კონ­ფლიქ­ტი გარ­და­უ­ვა­ვა­ლია, ჩვენ მზად უნდა ვი­ყოთ", - წერს ჯო­პუა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

რეალური დამოუკიდებლობის მქონე სახელწიფოებს როგორ ექცევა და თქვენ ვის დაკარგვიხართ თუ იცით.

....
0

კარგად გაარემონტეთ და მერე ჩვენც მოვალთ, ისტორიას ვერ წაშლით, ასე რომ ჯერ გაარემონტეთ და შემდეგ აუცვით მაქედან ადიღეელებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე

"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების" გარშემო დაწყებული დაპირისპირება მწვავე ფაზაში გადადის. 186 ჰექტარზე გაშენებული აგარაკის რუსეთისთვის 49-წლიანი იჯარით გადაცემის საკითხი აფხაზეთის "პარლამენტმა" უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს და რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, რეგიონში "ტემპერატურა მატულობს."

მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, ისინი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. "რუსეთის ზრახვები არც ისე კეთილგანწყობილი ყოფილა", - ამბობენ ისინი.

აფხაზურ მედიაში წერენ, რომ ასლან ბჟანიამ რუსეთს მხოლოდ ბიჭვინის აგარაკი კი არა, აგუძერის დენდროლოგიური პარკიც დაუთმო, იმ არგუმენტით, რომ ორივე მათგანი განადგურების პირას არის. მათივე ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი საიდუმლოდ იანვარში მოეწერა. ასევე საუბარია, რომ ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთს ჩააბარა აფხაზეთის ენერგოსისტემაც. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ბჟანიამ კიდევ არაერთი ობიექტი გადასცა რუსეთს, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც პენსიებსა და ხელფასებს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებდა, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებოდა.

რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ბიჭვინთის აგარაკები" რუსეთის ფედერალურ სამსახურებს გადაეცემოდა, ოკუპირებულ რეგიონში მღელვარება მოჰყვა, თუმცა ამის პასუხად, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას უჭერენ მხარს, ამბობენ, რომ "ეს საკითხი 1995 წელს, აფხაზეთის პირველმა "პრეზიდენტმა", ვლადისლავ არძინბამ გადაწყვიტა, რადგან ესმოდა, რომ აფხაზეთი ასეთ ობიექტებს დამოუკიდებლად ვერ მოუვლიდა."

  • მაშინ რუსეთის ხელისუფლებისთვის აფხაზეთში არსებული მსგავსი ობიექტები საინტერესო არ იყო. 2010 წელს რუსმა ოლიგარქებმა მათ მიმართ ინტერესი გამოთქვეს, მაგრამ თემა მიჩუმდა, ახლა, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, დასავლეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენებმა აფხაზეთში "აგრესიული ბიზნესი" წამოიწყეს.

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "რუსმა ოლიგარქებმა აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებებით მოსინჯეს ნიადაგი, ბიჭვინთის აგარაკსა და აგიძერას დენდროლოგიურ პარკსაც დაადგეს თვალი, ან ადრეც ჰქონდათ გეგმაში, მაგრამ სასურველ დროს ელოდებოდნენ. ახლა კი, ეს სასურველი დრო, ცოტა სხვაგვარად დადგა - სანქციების ფონზე, მათ სათადარიგო გეგმა აამუშავეს და "უკანა ეზოდ მიჩნეულ აფხაზეთში მასშტაბური შესყიდვები დაიწყეს."

რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანია ტყვარჩელს, ოჩამჩირესა და გუდაუთას ესტუმრა, სადაც შეეცადა ადგილობრივი მოსახლებისთვის აეხსნა, რატომ გადაწყვიტა აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

ბჟანიას ამბობს, რომ "თუ აფხაზეთი რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკის გადაცემისგან თავს შეიკავებს, ის მათ ზურგს შეაქცევს. აფხაზეთი კი, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე კეთილდღეობასა და მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს." დეფაქტო ლიდერმა პასუხად საპროტესტო გამოსვლები მიიღო.

აფხაზი ბლოგერების თქმით, ბჟანია, ბოლო რამდენიმე დღეა თავის მართლების რეჟიმშია და ერთმანეთის მიყოლებით აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, თუ რამ აიძულა მისი გუნდი ასეთი ნაბიჯი გადაედგა. მისივე ცნობით, "აფხაზეთი სხვა მეზობელთან ომშია."

  • ბჟანიას თქმით, რუსეთი იცხოვრებს ბიჭვინთის აგარაკის გარეშე, მაგრამ აფხაზეთი იცხოვრებს თუ არა რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ამასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი არსებობს. ე.წ. პრეზიდენტის ძალისხმევის მიუხედავად, საზოგადოებაში მღელვარება არ იკლებს.

აფხაზები მწვავედ აკრიტიკებენ მის ბოლო გნაცხადებას, რომლის თანახმადაც ბჟანია ამბობს, რომ "პუტინმა პირადად სთხოვა სახელმწიფო აგარაკის საკუთრებაში გადაცემა.“

"ჩვენთვის დასაფასებელია ის თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც რუსეთი მძიმე პერიოდში გვიცხადებდა, მაგრამ რას ნიშნავს, პუტინმა სთხოვა? ჩვენ რატომ არავინ არაფერს გვეკითხება, ღირსი არ ვართ? თუ რახან პენსიებს და ხელფასებს გვიხდიან, ყველაფრის უფლება აქვთ?! ისედაც სომხების ბიზნესად აქციეს მთელი აფხაზეთი. ასიმილაცია მეტი კი არაფერია", - წერს ალინა კიუტი.

"რაც დროს გადის, უფრო მკაფიო ხდება, რომ თავიანთთვის აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იმისთვის, რომ რაც მოესურვებოდათ, ის გაკეთებინათ. თუ ვცდები, ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს იჩუქოს ჩემი მიწა, აგარაკები, დენდროლგიური პარკი. მეგობრებო, მადლობა დახმარებისთვის, თანადგომისთვის, ყველაფრისთვის, მაგრამ ნუ გადაკვეთავთ წითელ ხაზებს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ალიას გუდაუთელი".

ადგილობრივი ბლოგერი თენგიზ ჯოპუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და "აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განიხილავს.

"ეს არის "ხელისუფლებასა" და ხალხს შორის კონფრონტაციის პირდაპირი გზა, თუ კონფლიქტი გარდაუვავალია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ", - წერს ჯოპუა.