მთელმა მსოფლიომ იცის, რომ თურქეთი არასდროს ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს. ჩვენს მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიან მცხოვრებლებზე არანაირი თავდასხმა არ განგვიხორციელებია, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი მზადაა, მომხდართან დაკავშირებით ერაყის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.
"ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ერაყის ხელისუფლებასთან ამ საზარელ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა განახორციელეს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ერაყმა ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში განხორციელებულ დაბომბვაში, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თურქეთი დაადანაშაულა და ანკარადან დროებით რწმუნებული გაიწვია. მომხდარს ერაყში საპროტესტო აქციები მოყვა. ქალაქ კარბალაში, თურქეთის სავიზო ცენტრის წინ დემონსტრანტებმა თურქეთის დროშა დაწვეს. საპროტესტო აქციები გაიმართა ბაღდადსა და ნასირიაშიც. თურქეთი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დარტყმა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ძალებმა განახორციელეს.
ასევე იხილეთ:
სომხების გენოციდი?
უტიფრობასაც საზღვარი ექნებოდა მეგონა, მაგრამ არ ჰქონია...