კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდა?
რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდა?

სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გაძ­ვირ­დე­ბა და ძველ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დე­ბა, არის სპე­კუ­ლა­ცია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თურ­ქეთ­ში, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კურ­სი და­კო­რექ­ტირ­და, რა­მაც შე­საძ­ლოა, მცი­რე გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფას­ზე და „მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას არ ვე­ლო­დე­ბით“. მი­სი­ვე თქმით, ამის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში ანა­ლო­გი­ურ კო­რექ­ტი­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნილ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბე­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია. თურ­ქეთ­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კურ­სის და­კო­რექ­ტი­რე­ბით არ და­ი­კარ­გე­ბა ის ეფექ­ტი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თი­დან შე­მო­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ვი­ღეთ.

„მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბით. ის ეფექ­ტი, რო­მე­ლიც წლის და­სა­წყის­ში, თურ­ქუ­ლი ბაზ­რის გახ­სნით მი­ვი­ღეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ და­ი­კარ­გე­ბა.

თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კვლავ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იაფი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ეს იყო წლის და­სა­წყის­ში. ვფიქ­რობ, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გაძ­ვირ­დე­ბა და ძველ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დე­ბა, არის სპე­კუ­ლა­ცია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს“, - გა­ნა­ცხა­და ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი 400-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი და მათი რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. ფა­სე­ბი 60% − 80%-მდე შემ­ცირ­და. წელს, 150 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­ში ძვე­ლი ფა­სე­ბით 79 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად, და­ახ­ლო­ე­ბით 26 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­ი­ხა­და. და­ნა­ზო­გი და­ახ­ლო­ე­ბით 53 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

ავტორი:

რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდა?

რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდა?

საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი განმარტებით, თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა, მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე და „მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით“. მისივე თქმით, ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებეზე გავლენა არ მოუხდენია. თურქეთში ფარმაცევტული კურსის დაკორექტირებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ.

„მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში, არ დაიკარგება.

თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა. წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა. დანაზოგი დაახლოებით 53 მილიონი ლარია.