პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც" - ვინ არის "პირატი" ქალი, რომელიც ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრობით ცხოვრობს
"ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც" - ვინ არის "პირატი" ქალი, რომელიც ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრობით ცხოვრობს

ბა­თუ­მის "დი­ნა­მომ" ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­თა ყუ­რა­დღე­ბა და სიმ­პა­თი­ე­ბი არა მხო­ლოდ თა­მა­შის ხა­რის­ხი­თა და შემ­ტე­ვი სტი­ლით, არა­მედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბი­თაც და­იმ­სა­ხუ­რა. ამ ქა­ლა­ქის ახა­ლი, მშვე­ნი­ე­რი არე­ნა ეროვ­ნუ­ლი ლი­გის მატ­ჩე­ბის დრო­საც სავ­სეა და სა­კუ­თარ გუნდს ენერ­გი­უ­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობს. რა გა­საკ­ვი­რია, რომ ბრა­ტის­ლა­ვის "სლო­ვან­თან" სა­დე­ბი­უ­ტო სა­ში­ნაო სა­ჩემ­პი­ონ­თა­ლი­გო შეხ­ვედ­რა­ში ეს უფრო მე­ტად შე­იმ­ჩნე­ო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მატ­ჩის ეპი­ლო­გი ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოდ­გა, თუმ­ცა გუნ­დი კონ­ფე­რენს ლი­გა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს.

SPORTALL.GE ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა გუნდ "პი­რა­ტე­ბის" ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ წევ­რს, თე­ო­ნა ზო­ი­ძეს ესა­უბ­რა. მისი პა­სუ­ხე­ბი მკი­თხვე­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს.

- "სლო­ვან­თან" მარ­ცხის შემ­დეგ ცუდ ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბი, თუმ­ცა მო­მავ­ლის რწმე­ნას მა­ინც არ კარ­გავ - წინ კონ­ფე­რენს ლი­გა­ზე "ლეხ­თან" და­პი­რის­პი­რე­ბაა...

- ბოლო წა­მებ­ზე მარ­ცხი სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო. ში­ნა­გა­ნად დამ­სხვრე­უ­ლი ვარ და დღემ­დე ვცდი­ლობ, ძა­ლე­ბი მო­ვიკ­რი­ბო. ვი­მე­დოვ­ნებ, 21 ივ­ლისს, როცა გას­ვლით შეხ­ვედ­რას გავ­მარ­თავთ, სუ­ლი­ე­რად ბო­ლომ­დე მზად ვიქ­ნე­ბი. ჩემი ქა­ლა­ქის გუნ­დი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც მიყ­ვარს და და­მარ­ცხე­ბუ­ლიც, თუმ­ცა ეს წა­გე­ბა ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ისე სწრა­ფად მოხ­და, ჯერ კი­დევ ვერ მოვ­სულ­ვარ გონს.

- ბა­თუ­მის "დი­ნა­მომ" სა­ქარ­თვე­ლო­ში გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის ახა­ლი კულ­ტუ­რა შექ­მნა. შენ გარ­და, აქ კი­დევ რამ­დე­ნი­მე გო­გოა. თავ­და­პირ­ვე­ლად, თქვე­ნი აქ ყოფ­ნა რამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თუნ­დაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის?

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ წლე­ბია, იმ დიდი ოჯა­ხის წევ­რი ვარ, "პი­რა­ტე­ბი" რომ ჰქვია. ძა­ლი­ან ბევ­რი გო­გოა ტრი­ბუ­ნა­ზე, რაც მა­ხა­რებს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, მათი რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლი­ყო, რად­გან სა­დაც მან­დი­ლოს­ნე­ბია, გა­რე­მო გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ გე­ტყვით, რა რო­გორ იყო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის, მსგავს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს მი­მიქ­ცე­ვია.

- ფეხ­ბურ­თი რო­დი­დან და რა დო­ზი­თაა თე­ო­ნას ცხოვ­რე­ბა­ში? ვიცი, რომ შენი შვი­ლი მე­კა­რეა...

- ფეხ­ბურ­თი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში 8 წლის ასა­კი­დან შე­მო­ვი­და. ჩემი ასა­კის გო­გო­ნე­ბი "მე­გობ­რო­ბის დღი­ურ­ში" ლა­მაზ ჩა­ნა­ხა­ტებ­სა და ფო­ტო­ებს თუ აკე­თებ­დნენ, ჩემ­სა­ში გა­ზე­თე­ბი­დან ამოჭ­რი­ლი ზი­და­ნი და "კიჭა" (ბრა­ზი­ლი­ე­ლი რო­ნალ­დო) იყ­ვნენ. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს შვილს ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის სურ­ვი­ლი ჰქონ­და, "პი­რა­ტებ­შიც" ჩა­ვერ­თე და ასე ვარ დღემ­დე სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო­ში.

- ფან-კლუ­ბის წევ­რო­ბა შენი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ვერ იქ­ნე­ბა, რო­გორ ახერ­ხებ დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, დედა ვარ და შემ­დეგ სხვა და­ნარ­ჩე­ნი. გა­გე­ცი­ნე­ბათ და, ბევრ სამ­სა­ხურ­ზე უა­რის თქმა სწო­რედ იმის გამო მო­მი­წია, რომ თა­მა­შებ­ზე ვერ ვივ­ლი­დი. ამ ეტა­პის­თვის მხო­ლოდ ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დრო ჩემ ხელ­თაა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზი
0

მე თბილისელი ვარ მაგრამ ვგულშევმატკივრობ ბათუმის დინამოს . წარმატებები ბიჭებოოო

ddd
2

miyvarxar

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც" - ვინ არის "პირატი" ქალი, რომელიც ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრობით ცხოვრობს

"ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც" - ვინ არის "პირატი" ქალი, რომელიც ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრობით ცხოვრობს

ბათუმის "დინამომ" ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება და სიმპათიები არა მხოლოდ თამაშის ხარისხითა და შემტევი სტილით, არამედ განსაკუთრებული გულშემატკივრობითაც დაიმსახურა. ამ ქალაქის ახალი, მშვენიერი არენა ეროვნული ლიგის მატჩების დროსაც სავსეა და საკუთარ გუნდს ენერგიულად გულშემატკივრობს. რა გასაკვირია, რომ ბრატისლავის "სლოვანთან" სადებიუტო საშინაო საჩემპიონთალიგო შეხვედრაში ეს უფრო მეტად შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, მატჩის ეპილოგი ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

SPORTALL.GE ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა გუნდ "პირატების" ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, თეონა ზოიძეს ესაუბრა. მისი პასუხები მკითხველებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

- "სლოვანთან" მარცხის შემდეგ ცუდ ხასიათზე იქნები, თუმცა მომავლის რწმენას მაინც არ კარგავ - წინ კონფერენს ლიგაზე "ლეხთან" დაპირისპირებაა...

- ბოლო წამებზე მარცხი საშინელი შეგრძნება იყო. შინაგანად დამსხვრეული ვარ და დღემდე ვცდილობ, ძალები მოვიკრიბო. ვიმედოვნებ, 21 ივლისს, როცა გასვლით შეხვედრას გავმართავთ, სულიერად ბოლომდე მზად ვიქნები. ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც, თუმცა ეს წაგება ისეთი მოულოდნელი იყო და ისე სწრაფად მოხდა, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს.

- ბათუმის "დინამომ" საქართველოში გულშემატკივრობის ახალი კულტურა შექმნა. შენ გარდა, აქ კიდევ რამდენიმე გოგოა. თავდაპირველად, თქვენი აქ ყოფნა რამდენად მოულოდნელი იყო თუნდაც ფეხბურთელებისთვის?

- მეამაყება, რომ წლებია, იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ, "პირატები" რომ ჰქვია. ძალიან ბევრი გოგოა ტრიბუნაზე, რაც მახარებს. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მათი რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან სადაც მანდილოსნებია, გარემო გაცილებით ლამაზია. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, რა როგორ იყო ფეხბურთელებისთვის, მსგავს დამოკიდებულებაზე ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

- ფეხბურთი როდიდან და რა დოზითაა თეონას ცხოვრებაში? ვიცი, რომ შენი შვილი მეკარეა...

- ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში 8 წლის ასაკიდან შემოვიდა. ჩემი ასაკის გოგონები "მეგობრობის დღიურში" ლამაზ ჩანახატებსა და ფოტოებს თუ აკეთებდნენ, ჩემსაში გაზეთებიდან ამოჭრილი ზიდანი და "კიჭა" (ბრაზილიელი რონალდო) იყვნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს ფეხბურთის თამაშის სურვილი ჰქონდა, "პირატებშიც" ჩავერთე და ასე ვარ დღემდე საფეხბურთო სამყაროში.

- ფან-კლუბის წევრობა შენი ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება, როგორ ახერხებ დროის გადანაწილებას?

- პირველ რიგში, დედა ვარ და შემდეგ სხვა დანარჩენი. გაგეცინებათ და, ბევრ სამსახურზე უარის თქმა სწორედ იმის გამო მომიწია, რომ თამაშებზე ვერ ვივლიდი. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ხელნაკეთი ნივთებით ვარ დაკავებული. შესაბამისად, დრო ჩემ ხელთაა. გააგრძელეთ კითხვა