სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თმა იღლიაში - ცნობილი ადამიანების არჩევანი, რომელიც მოდაში შემოდის და ტენდენციად მკვიდრდება - რას წერს The Wall Street Journal
თმა იღლიაში - ცნობილი ადამიანების არჩევანი, რომელიც მოდაში შემოდის და ტენდენციად მკვიდრდება - რას წერს The Wall Street Journal

1999 წელს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ჯუ­ლია რო­ბერტსი "ნო­ტინგ ჰი­ლის" პრე­მი­ე­რა­ზე თმი­ა­ნი იღ­ლი­ე­ბით გა­მოჩ­ნდა. ფაქტს მწვა­ვე დე­ბა­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან მსა­ხი­ო­ბის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ამას ფილ­მის წარ­მა­ტე­ბის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია.

"იღ­ლი­ის თმა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სქე­სის ადა­მი­ანს ჰქონ­დეს და ამა­ში სა­მარ­ცხვი­ნო არა­ფე­რია" - ამ­გვა­რი პრო­ტეს­ტი 1960-იან წლებ­ში ჰი­პებ­მა წა­მო­ი­წყეს, შემ­დეგ კი ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა აი­ტა­ცეს.

დღემ­დე მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს კულ­ტუ­რა­ში ქა­ლის სხე­ულ­ზე თმა სა­მარ­ცხვი­ნოდ ით­ვლე­ბა, ხოლო მა­მა­კა­ცის სხე­ულ­ზე ეს ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა. სა­კითხს Wall Street Journal-ი ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის.

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ ქა­ლებს უჩ­ვე­ნონ, რომ მათ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ, როცა საქ­მე მათ სხე­ულს შე­ე­ხე­ბა. აგ­ვის­ტო­ში მო­დის სამ­ყა­რო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის, Vogue-ს გა­რე­კან­ზე ემა კო­რი­ნია აღ­ბეჭ­დი­ლი, რო­მე­ლიც მა­ი­ლი სა­ი­რუსს, ჟა­ნელ მო­ნეს, ჯე­მი­მა კირკსა და ლურ­დეს ლე­ონს შე­უ­ერ­თდა და იღ­ლი­ის თმით გა­მოჩ­ნდა.

ამით ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნარ­ჩენ ნა­წილს აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი რა­მაა და არა სა­მარ­ცხვი­ნო. მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ იღ­ლი­ა­ში თმა შე­საძ­ლოა, მო­და­შიც კი შე­მო­ვი­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Harper's Bazaar-ის ჯერ კი­დევ 2019 წლის გა­მო­ცე­მის­თვის ცნო­ბილ­მა მო­დელ­მა ემი­ლი რა­ტა­კოვ­სკიმ იღ­ლი­ა­ში თმით იპო­ზი­ო­რა.

"ხან­და­ხან, მოზ­რდილ თმა­ში უფრო სექ­სუ­ა­ლუ­რად გრძნობს თავს", - უთხრა მან Harper's Bazaar-ს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში, ქა­ლებს ყო­ველ­თვის გა­პარ­სუ­ლი იღ­ლი­ე­ბი ჰქონ­დათ, ამი­ტო­მაა რთუ­ლია უკან დაბ­რუ­ნე­ბა",- ამ­ბობს სი­ლა­მა­ზის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვა­რი რე­ი­ჩელ გიბ­სო­ნი.

გიბ­სო­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სხე­უ­ლის თმის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­პუ­ტა­ცია ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­შიც გვხვდე­ბა, სა­დაც მას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შიშ­ველ ნა­ხა­ტებ­სა და ქან­და­კე­ბებ­ში არ გა­მო­სა­ხავ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ემა კო­რი­ნის იღ­ლი­ის თმაც ბუნ­დოვ­ნად ჩანს "ვო­გის" ყდა­ზე.

ემა კო­რი­ნი Vogue-ს გა­რე­კან­ზე

ზო­გის­თვის იღ­ლი­ა­ში თქმის გაზ­რდა ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტია, ზო­გის­თვის კომ­ფორ­ტი, რად­გა­ნაც კანი ნაკ­ლე­ბად ღი­ზი­ან­დე­ბა და ა.შ.

წყა­რო: wsj.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
2

ეგ არა და წვერს რა ეშვერლება?უხდება არ უხდება ამოსდის არ ამოსდის ..პ.ს.იყო ასეთი ბასაევი ნახევარზე მეტი ბასაევებია დღეს საქართველოში!....

ბუდა
1

შავი არ ვარგა, ქერა ასწორებს. 😁

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თმა იღლიაში - ცნობილი ადამიანების არჩევანი, რომელიც მოდაში შემოდის და ტენდენციად მკვიდრდება - რას წერს The Wall Street Journal

თმა იღლიაში - ცნობილი ადამიანების არჩევანი, რომელიც მოდაში შემოდის და ტენდენციად მკვიდრდება - რას წერს The Wall Street Journal

1999 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი "ნოტინგ ჰილის" პრემიერაზე თმიანი იღლიებით გამოჩნდა. ფაქტს მწვავე დებატები და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მსახიობის კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ამას ფილმის წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია.

"იღლიის თმა შეიძლება ყველა სქესის ადამიანს ჰქონდეს და ამაში სამარცხვინო არაფერია" - ამგვარი პროტესტი 1960-იან წლებში ჰიპებმა წამოიწყეს, შემდეგ კი ცნობილმა ადამიანებმა აიტაცეს.

დღემდე მსოფლიოს უმეტეს კულტურაში ქალის სხეულზე თმა სამარცხვინოდ ითვლება, ხოლო მამაკაცის სხეულზე ეს ნორმად მიიჩნევა. საკითხს Wall Street Journal-ი ვრცელ სტატიას უძღვნის.

ცნობილი ადამიანები აქტიურად ცდილობენ ქალებს უჩვენონ, რომ მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, როცა საქმე მათ სხეულს შეეხება. აგვისტოში მოდის სამყაროში პოპულარული ჟურნალის, Vogue-ს გარეკანზე ემა კორინია აღბეჭდილი, რომელიც მაილი საირუსს, ჟანელ მონეს, ჯემიმა კირკსა და ლურდეს ლეონს შეუერთდა და იღლიის თმით გამოჩნდა.

ამით ვარსკვლავები საზოგადოების დანარჩენ ნაწილს აჩვენებენ, რომ ეს ბუნებრივი რამაა და არა სამარცხვინო. მოდის კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ იღლიაში თმა შესაძლოა, მოდაშიც კი შემოვიდეს.

აღსანიშნავია, რომ Harper's Bazaar-ის ჯერ კიდევ 2019 წლის გამოცემისთვის ცნობილმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ იღლიაში თმით იპოზიორა.

"ხანდახან, მოზრდილ თმაში უფრო სექსუალურად გრძნობს თავს", - უთხრა მან Harper's Bazaar-ს.

"საზოგადოების თვალში, ქალებს ყოველთვის გაპარსული იღლიები ჰქონდათ, ამიტომაა რთულია უკან დაბრუნება",- ამბობს სილამაზის საკითხების მკვლევარი რეიჩელ გიბსონი.

გიბსონი აღნიშნავს, რომ სხეულის თმის არასახარბიელო რეპუტაცია ხელოვნების ისტორიაშიც გვხვდება, სადაც მას საუკუნეების განმავლობაში შიშველ ნახატებსა და ქანდაკებებში არ გამოსახავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ემა კორინის იღლიის თმაც ბუნდოვნად ჩანს "ვოგის" ყდაზე.

ემა კორინი Vogue-ს გარეკანზე

ზოგისთვის იღლიაში თქმის გაზრდა ერთგვარი პროტესტია, ზოგისთვის კომფორტი, რადგანაც კანი ნაკლებად ღიზიანდება და ა.შ.

წყარო: wsj.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა