სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ემოციური შეხვედრა იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვიყავი... "დინამომ" უკეთესად ითამაშა, მიყვარხართ" - განცხადებები დრამატული მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ემოციური შეხვედრა იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვიყავი... "დინამომ" უკეთესად ითამაშა, მიყვარხართ" - განცხადებები დრამატული მატჩის შემდეგ

დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა ბა­თუმ­ში, ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­სა“ და ბრა­ტის­ლა­ვას "სლო­ვანს“ შო­რის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბა "სლო­ვან­მა" მო­ი­პო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის "დი­ნა­მო" სა­თა­მა­შო უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობ­და.

მატ­ჩის ძი­რი­თა­დი დრო ფრედ - 0-0 დას­რულ­და და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად და­მა­ტე­ბი­თი დრო და­ი­ნიშ­ნა.

პირ­ველ და­მა­ტე­ბით ტა­იმ­ში, მატ­ჩის 104-ე წუთ­ზე, გოლი ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ი­ტა­ნა. მე­ო­რე და­მა­ტე­ბით ტა­იმ­ში "სლო­ვა­ნის" შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, ტიგ­რან ბარ­სე­ღი­ან­მა 123-ე წუთ­ზე ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა, ხოლო კი­დევ ერთი გოლი 123-ე წუთ­ზე კუ­თხუ­რი­დან ვა­ის­მა გა­ი­ტა­ნა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბით "სლო­ვა­ნი" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის II საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე გა­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი მწვრთნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი დამ­რი­გე­ბე­ლი, ვლა­დი­მერ ვა­ი­სია და გუნდში არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობს. მათ შო­რის, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, ჯაბა კან­კა­ვა და გუ­რამ კა­შია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს", გუნ­დი ას­პა­რე­ზო­ბას კონ­ფე­რენს ლი­გა­ზე გა­აგ­რძე­ლებს.

მატ­ჩის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "სლო­ვა­ნის“ მწვრთნელ­მა ვლა­დი­მირ ვა­ის­მა ისა­უბ­რა, რო­მელ­საც თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა.

"ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა გა­მო­ვი­და. ბა­თუ­მის "დი­ნა­მო" უკე­თე­სი გუნ­დი იყო რო­გორც ბურ­თით, ასე­ვე უბურ­თოდ და სა­გო­ლე შან­სე­ბი ჰქონ­და.

და­ვი­თაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ითა­მა­შა და კვა­რა­ცხე­ლი­ას მსგავ­სად, დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს. ჩემ­თვის საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა იყო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ვი­ყა­ვი. 5 წელი ვი­მუ­შა­ვე აქ, რაც ცოტა არაა. ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი და ბა­თუ­მის "დი­ნა­მო" სწორ გზა­ზეა. ყვე­ლა ქარ­თველს წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ და მიყ­ვარ­ხართ", - გა­ნა­ცხა­და მან.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს“ მწვრთნელ­მა გია გე­გუ­ჩა­ძე­მაც ისა­უბ­რა:

"ყვე­ლა­ნი გულ­და­წყე­ტი­ლე­ბი ვართ. რე­სურ­სი და ძა­ლე­ბი არ გვე­ყო, ამის მი­ზეზს თა­ვად იხი­ლავ­დით. ჩვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რე, ბურ­თის ფლო­ბა დავ­კარ­გეთ და ამან დაღი და­ას­ვა ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" თა­მაშს. ბო­ლოს შეხ­ვედ­რა უფრო ჩვენს ნა­ხე­ვარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, კონ­ტრშე­ტე­ვებ­ზე ვთა­მა­შობ­დით.

ჯო­ვი­ნოს ბოლო მატ­ჩებ­ში გო­ლე­ბი ვერ გა­აქვს, მაგ­რამ ბევრ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს და თა­ნა­გუნ­დე­ლებს სივ­რცე­ებს უთა­ვი­სუფ­ლებს. მგო­ნია, რომ კარ­გი გუნ­დი გვყავს.

ყვე­ლა გა­ნიც­დის მარ­ცხს და გა­სახ­დელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გვით­ქვამს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ. ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

აზა­რო­ვის და სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შეც­ვლა ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­წყდა, რათა შემ­დეგ­ში გარ­თუ­ლე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო.

"სლო­ვანს" და ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარ
0

წაგებაში ლომის წილი მთელ გუნდს განსაკუთრებით გაუაზრებელი შეცვლებს მიუძღვის

გია
7

წავაგეთ, მაგრამ მომავალს იმედიანად ვუყურებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩემთვის ემოციური შეხვედრა იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვიყავი... "დინამომ" უკეთესად ითამაშა, მიყვარხართ" - განცხადებები დრამატული მატჩის შემდეგ

"ჩემთვის ემოციური შეხვედრა იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვიყავი... "დინამომ" უკეთესად ითამაშა, მიყვარხართ" - განცხადებები დრამატული მატჩის შემდეგ

დრამატული გამოდგა ბათუმში, ბათუმის "დინამოსა“ და ბრატისლავას "სლოვანს“ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი, რომელშიც გამარჯვება "სლოვანმა" მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბათუმის "დინამო" სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 0-0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.

პირველ დამატებით ტაიმში, მატჩის 104-ე წუთზე, გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. მეორე დამატებით ტაიმში "სლოვანის" შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, ტიგრან ბარსეღიანმა 123-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კიდევ ერთი გოლი 123-ე წუთზე კუთხურიდან ვაისმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ მისი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ვლადიმერ ვაისია და გუნდში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა, რომელსაც თვალზე ცრემლი მოადგა.

"ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ბათუმის "დინამო" უკეთესი გუნდი იყო როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ და საგოლე შანსები ჰქონდა.

დავითაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და კვარაცხელიას მსგავსად, დიდი მომავალი აქვს. ჩემთვის საკმაოდ ემოციური შეხვედრა იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვიყავი. 5 წელი ვიმუშავე აქ, რაც ცოტა არაა. ქართული ფეხბურთი და ბათუმის "დინამო" სწორ გზაზეა. ყველა ქართველს წარმატებას გისურვებთ და მიყვარხართ", - განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე ბათუმის "დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემაც ისაუბრა:

"ყველანი გულდაწყეტილები ვართ. რესურსი და ძალები არ გვეყო, ამის მიზეზს თავად იხილავდით. ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

ჯოვინოს ბოლო მატჩებში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ბევრ სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს. მგონია, რომ კარგი გუნდი გვყავს.

ყველა განიცდის მარცხს და გასახდელში განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. ყველაფერს გავაანალიზებთ. ცხოვრება გრძელდება.

აზაროვის და სხვა ფეხბურთელების შეცვლა ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყდა, რათა შემდეგში გართულება არ მომხდარიყო.

"სლოვანს" და ქართველ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ".