კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რიგგარეშე სხდომა იქნება საცირკო წარმოდგენა - ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ" - ალუდა ღუდუშაური
"რიგგარეშე სხდომა იქნება საცირკო წარმოდგენა - ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ" - ალუდა ღუდუშაური

რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე არა­ფე­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი არ იქ­ნე­ბა წარ­მარ­თუ­ლი, ეს იქ­ნე­ბა სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნა - ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ცირ­კის უფა­სო ბი­ლე­თე­ბის და­რი­გე­ბას არ ვა­პი­რებთ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს და ოპო­ზი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ცეს­ში უნდა ჩა­ერ­თოს, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის პი­რო­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად წა­მო­ი­წყეს.

"ჩვენ ვა­პი­რებთ სა­მუ­შაო წარვმარ­თოთ იმ­დაგ­ვა­რად, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძნოს ინ­კლუ­ზი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა. რა უნდა იყოს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, როცა დღეს მთა­ვა­რი სა­სი­ცო­ცხლო ამო­ცა­ნა გვაქვს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა და როცა ამ პრო­ცესს უცხა­დებ უნ­დობ­ლო­ბას, ბო­ი­კოტს და ამ­ბობ, რომ მას­ში არ ჩა­ერ­თვე­ბი, რა უნდა გა­ა­კე­თონ ამათ გარ­და იმი­სა, რომ უფა­სო სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნა შეს­თა­ვა­ზონ მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პრო­აქ­ტი­უ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი პარ­ლა­მენ­ტში შეხ­ვედ­რას მარ­თავს. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის მიერ შე­იქ­მნა.

ოპო­ზი­ცია პრო­ცეს­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს და რიგ­გა­რე­შე სხდო­მის გა­მარ­თვას ითხოვს, სა­დაც ის სა­კი­თხე­ბი უნდა გა­ვი­დეს, რო­მე­ლიც მათი მო­საზ­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნე­ბის სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ggg
2

ეს ძაან მხეცია😂😂😂

ფერინი
3

ამას და ცაგარეიშვილს ჩააცვან გაი-ს ფორმა, დააკავებინონ ზოლიანი ჯოხები ხელში. და ეგაა - წარსულის გახსენება

ავტორი:

"რიგგარეშე სხდომა იქნება საცირკო წარმოდგენა - ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ" - ალუდა ღუდუშაური

"რიგგარეშე სხდომა იქნება საცირკო წარმოდგენა - ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ" - ალუდა ღუდუშაური

რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა - ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ არსებობს და ოპოზიცია "ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროცესში უნდა ჩაერთოს, რომელიც ევროკავშირის პირობების დასაკმაყოფილებლად წამოიწყეს.

"ჩვენ ვაპირებთ სამუშაო წარვმართოთ იმდაგვარად, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ინკლუზიურად განვითარება. რა უნდა იყოს რიგგარეშე სხდომაზე, როცა დღეს მთავარი სასიცოცხლო ამოცანა გვაქვს რეკომენდაციების შესრულება, ამ პროცესში ჩართულობა და როცა ამ პროცესს უცხადებ უნდობლობას, ბოიკოტს და ამბობ, რომ მასში არ ჩაერთვები, რა უნდა გააკეთონ ამათ გარდა იმისა, რომ უფასო საცირკო წარმოდგენა შესთავაზონ მოსახლეობას, ჩემთვის წარმოუდგენელია,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შეხვედრას მართავს. სამუშაო ჯგუფი ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ინიცირებული პროცესის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შეიქმნა.

ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს და რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს, სადაც ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც მათი მოსაზრებით ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.