პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურდული გარჩევები, რომელშიც დისტანციურად მონაწილეობდნენ უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის "ლავასოღლიც" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
ქურდული გარჩევები, რომელშიც დისტანციურად მონაწილეობდნენ უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის "ლავასოღლიც" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის "ქურ­დუ­ლი წე­სით" გარ­ჩე­ვის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს. აჭა­რა­ში, თბი­ლის­სა და რუს­თავ­ში "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­შირ­ში მყო­ფი 7 პირი და­ა­კა­ვეს, ხოლო სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ 2 პირს - ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ. (მეტ­სა­ხე­ლად "ჩატო") და 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ფ. - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის­თვის, ხოლო 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ნ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ა. და 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ც. - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის და­ა­კა­ვეს.

1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ჯ. (მეტ­სა­ხე­ლად "კიკა") და 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. გ. კი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 1977 წელს და­ბა­დე­ბულ თ. ფ.-ს და 1975 წელს და­ბა­დე­ბულ გ.თ.-ს, მათ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის­თვის ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ.გ.-ს მეშ­ვე­ო­ბით, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში მო­ი­ძი­ეს კლი­ენ­ტი - მ.ქ., რო­მელ­მაც ლ.ა.-ს და­ვა­ლე­ბით მათ­გან შე­ი­ძი­ნა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ოქ­როს ნივ­თე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­ნე­ტე­ბი ყალ­ბი იყო. ლ.ა.-მ კი ყალბ ოქ­რო­ში გა­დახ­დი­ლი ფუ­ლის უკან ამო­ღე­ბის მიზ­ნით, და­სახ­მა­რებ­ლად მი­მარ­თა "კა­ნო­ნი­ერ ქურდ“ მინ­დია ლა­ვას ოღ­ლის.

"მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წე­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მო­ე­წყო ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი, რომ­ლებ­შიც, მო­და­ვე მხა­რე­ებ­თან, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რებ­თან ერ­თად, პი­რა­დად და დის­ტან­ცი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი": მინ­დია გო­რა­ძე ("ლა­ვა­ს­ოღ­ლი"), ჯე­ი­რან კინ­წუ­რაშ­ვი­ლი და ზვი­ად პა­პი­აშ­ვი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და ე.წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს აწყობ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბრალ­დე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დეს.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პირ­ვე­ლი პრი­მა მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ქურ­დუ­ლი" მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა" და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
6

ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ავაზაკი რანაირად გაჩნდა. მთელი ერის სირცხვილია ეს! მართლაც გამორჩეული ერი ვართ, ოღონდ მაიმუნობით!

vova
25

რა ხდება ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ქურდული გარჩევები, რომელშიც დისტანციურად მონაწილეობდნენ უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის "ლავასოღლიც" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ქურდული გარჩევები, რომელშიც დისტანციურად მონაწილეობდნენ უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის "ლავასოღლიც" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული შ.მ. (მეტსახელად "ჩატო") და 1972 წელს დაბადებული მ.ფ. - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ხოლო 1979 წელს დაბადებული გ.ნ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა. და 1968 წელს დაბადებული გ.ც. - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

1960 წელს დაბადებული ა. ჯ. (მეტსახელად "კიკა") და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, მათ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ.გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი - მ.ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ კი ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა "კანონიერ ქურდ“ მინდია ლავას ოღლის.

"მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია გორაძე ("ლავასოღლი"), ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქურდული" მენტალიტეტისა" და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: