სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა..." - ნინო ლომჯარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭების პროცესზე
"სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა..." - ნინო ლომჯარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭების პროცესზე

უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა ფორ­მა­ტი იმი­სათ­ვის, რათა ევ­რო­კავ­შირს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია - ამ პრო­ცეს­ში, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე მზად ვარ მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო დროს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სკეპ­ტი­ციზ­მი არ­სე­ბობს.

"სა­ქარ­თვე­ლომ, ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­გორც მმარ­თველ­მა ძა­ლამ, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ამ, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­მა, ყვე­ლამ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ წლის ბო­ლოს ევ­რო­პის კო­მი­სი­ამ გას­ცეს და­დე­ბი­თი მო­საზ­რე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს გეგ­მა, რა თქმა უნდა, სკეპ­ტი­ციზ­მი მაქვს, ბუ­ნებ­რი­ვია იმ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, თუმ­ცა მე მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა ფორ­მა­ტი იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­კავ­შირს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია და მზად ვართ იმის­თვის, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლოთ. არ ვფიქ­რობ, რომ მხო­ლოდ პრო­ცე­სის და­ნახ­ვა სჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირს, ისი­ნი ელო­დე­ბი­ან, რომ ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რიც არის: მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბი, გა­დად­გმუ­ლი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი. ამი­ტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრო­ცესს უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ და ვნა­ხოთ რამ­დე­ნად არის ამის მზა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე ვარ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო და ჩემი კომ­პე­ტენ­ცია, ჩემი ოფი­სის კომ­პე­ტენ­ცია სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ჩვენ მზად ვართ, რომ მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუთი
0

ნოემბერში მოგვშორდება, თუ დასავლეთმა მასზე უარესს არ გაუწია რეკომენდაცია და პარლამენტზე არ დაიწყო ზეწოლა ასარჩევად.

!!!!!!
2

მოაშორეთ ეს საერთოდ საჯარო სივრციდან! გადამალეთ! 

ავტორი:

"სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა..." - ნინო ლომჯარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭების პროცესზე

"სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა..." - ნინო ლომჯარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭების პროცესზე

უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია - ამ პროცესში, სადაც საჭირო იქნება, მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს.

"საქართველომ, ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ წლის ბოლოს ევროპის კომისიამ გასცეს დადებითი მოსაზრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. არის წარმოდგენილი ეს გეგმა, რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს, ბუნებრივია იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რასაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან.

რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება, მე ვარ კონსტიტუციური ორგანო და ჩემი კომპეტენცია, ჩემი ოფისის კომპეტენცია სადაც საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ლომჯარიამ.