პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დევიმ მითხრა, დოდოს დაუჩოქე, მუხლებზე მაგრად შემოხვიე ხელიო... დოდოს ფეხი დაუცურდა და ზედ თავზე დამეცა. მე, საცოდავი, ქვეშ მოვყევი და კინაღამ გამსრისა" - ქეთევან შარიქაძის მოგონებები
"დევიმ მითხრა, დოდოს დაუჩოქე, მუხლებზე მაგრად შემოხვიე ხელიო... დოდოს ფეხი დაუცურდა და ზედ თავზე დამეცა. მე, საცოდავი, ქვეშ მოვყევი და კინაღამ გამსრისა" - ქეთევან შარიქაძის მოგონებები

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია შე­ვი­ტყვე - ჭი­ა­თუ­რის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მარ­თლაც ღვაწლ­მო­სი­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, ჭი­ა­თუ­რის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი ქე­თე­ვან შა­რი­ქა­ძე რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლა.

ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. იმ­ხა­ნად კლა­სი­კად ქცე­უ­ლი ქარ­თუ­ლი კი­ნო­ფილ­მე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ეკ­რან­ზე გამ­ცო­ცხლე­ბელ არაპრო­ფე­სი­ო­ნალ თუ პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებს ვე­ძებ­დი და დე­დუ­ლეთ­ში სტუმ­რო­ბი­სას ქე­თე­ვან შა­რი­ქა­ძეს­თან გა­სა­უბ­რე­ბა მირ­ჩი­ეს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­დახ­დე­ნილ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბაო. ამ სევ­დი­ან დღეს მინ­და, ისევ ხა­ლი­სი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი გა­ვიხ­სე­ნო და - მისი და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბი, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობ­და.

ერ­თმა­ნეთს დღეს უკვე სა­უ­კუ­ნეს გა­და­ბი­ჯე­ბულ ჭი­ა­თუ­რის თე­ატ­რში შევ­ხვდით.

მახ­სოვს, გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ამო­ვა­სუნ­თქე - ერთ სა­ათ­ში იმ­ხა­ნად თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რის, ან­დრო ენუ­ქი­ძის მიერ დად­გმუ­ლი ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის - "ღმერ­თო, დაგ­ვი­ფა­რე ჩვენ და ადა­მი­ა­ნე­ბის" და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა იწყე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან გულ­ღია, ხა­ლი­სი­ა­ნი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა. ჭი­ა­თუ­რე­ლი მე­გო­ნა, არა­და, თბი­ლი­სე­ლი ყო­ფი­ლა, - წარ­მო­შო­ბით ხა­რა­გა­უ­ლი­დან ვარ, თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, თე­ატ­რა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი ჭი­ა­თუ­რა­ში ვცხოვ­რო­ბო. მერე და­ა­ყო­ლა, - დე­დას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თე­ატ­რი და მეც იმ­დე­ნად შე­მაყ­ვა­რა, ბავ­შვო­ბა­ში ორ­შა­ბათ­სა და ხუთ­შა­ბათს თე­ატ­რი­სა და კი­ნოს დღე­ე­ბიც კი და­ვა­წე­სე და სიაც შე­ვად­გი­ნე, რამ­დენ­ჯერ ვნა­ხუ­ლობ­დი თი­თო­ე­ულ სპექ­ტაკლსა და ფილ­მს.

ერთხე­ლაც ეს სია დე­დას ჩა­უ­ვარ­და ხელთ და მა­მი­დის მე­უღ­ლეს - ვასო მე­ტო­ნი­ძეს შეს­ჩივ­ლა, გა­გი­გია, ბავ­შვი სულ თე­ატრსა და კი­ნო­ში იყო­სო? ძია ვა­სომ გად­მომ­ხე­და და, - ქე­თი­ნო, შვი­ლო, არ გრცხვე­ნია? არ იცი, რომ სამ დღეს კი­ნო­ში უნდა იარო და ოთხ დღეს - თე­ატ­რშიო? ასე დავკვა­ლი­ან­დი და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემი გათ­ვლით, ორი წლით წა­მო­ვე­დი ჭი­ა­თუ­რის თე­ატ­რში, თუმ­ცა სიყ­ვა­რულ­მა გეგ­მე­ბი შე­მიც­ვა­ლა, ამა­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ოთარ მაღ­რა­ძე­ზე დავ­ქორ­წინ­დი და 1967 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ასე შე­მოვ­რჩი ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­სა და მის უძ­ვე­ლეს და ულა­მა­ზეს თე­ატრსო.

  • გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი "ყვარ­ყვა­რე", ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, დოდო აბა­ში­ძე და შოთა გა­ბე­ლა­ია

ვი­ცო­დი, რომ სწო­რედ ამ კუ­თხე­ში გა­და­ი­ღეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, სა­დაც ქე­თე­ვან შა­რი­ქა­ძეც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მეც ფილ­მებ­სა და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გე­ნი­ა­ლურ არ­ტის­ტებ­თან ერ­თად თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებ­ზე ჩა­ვე­კი­თხე და მსა­ხი­ობ­მაც ხა­ლი­სით გა­იხ­სე­ნა კინო-თე­ატ­რე­ბის კო­რი­ფე­ე­ბი:

"რე­ჟი­სორ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ში" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი არ მქონ­და - ვე­რი­ჩკას ვას­რუ­ლებ­დი, აი, "ყვარ­ყვა­რე­ში" კი მე­ტად გა­მი­მარ­თლა. მახ­სოვს, თე­ატ­რის სცე­ნა­ზე "კომბლეს" ვთა­მა­შობ­დით. თურ­მე, სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბო­და რე­ჟი­სო­რი დევი აბა­ში­ძე, რო­მე­ლიც ჭი­ა­თუ­რა­ში "ყვარ­ყვა­რეს" გა­და­ღე­ბას იწყებ­და. ანტრაქ­ტის დროს ბა­ტონ­მა დე­ვიმ ფილმში ლირ­სას როლი შე­მომ­თა­ვა­ზა. რო­გორ ვი­უ­ა­რებ­დი და... გა­და­ღე­ბა­ზე სო­ფელ ქვა­ცი­ხე­ში წა­ვე­დით. იქ, გო­რაკ­ზე, სა­გან­გე­ბოდ აუ­შე­ნე­ბი­ათ შე­ნო­ბა, რო­მელ­საც ფილმში მაზ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. მან­ქა­ნით რომ ამიყ­ვა­ნეს, პირ­ვე­ლად იქვე მჯდო­მი ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე შევ­ნიშ­ნე. კოს­ტი­უ­მი ჩა­მაც­ვეს და დე­ვიმ ერო­სის­თან წარ­მად­გი­ნა, - გა­ი­ცა­ნი, შენი მე­უღ­ლე მო­გიყ­ვა­ნეო. ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით, ორი­ვეს სი­გი­ჟემ­დე გვიყ­ვარ­და ძაღ­ლე­ბი. ერო­სი ბევრ ამ­ბავს მიყ­ვე­ბო­და თა­ვის ძაღლ ტან­გო­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, მე­ზო­ბელ­თან ჰყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი. თურ­მე, შინ ნას­ვა­მი რომ მი­ვი­დო­და და წა­მოწ­ვე­ბო­და, ტან­გო გა­სა­ქანს არ აძ­ლევ­და - ტან­საც­მელ­ზე ექა­ჩე­ბო­და, ვიდ­რე ლო­გი­ნამ­დე არ მი­ა­ცი­ლებ­და. ერო­სი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რომ გა­და­ღე­ბა­ზე მისი წა­მოყ­ვა­ნა არ შე­ეძ­ლო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ,,
12

,,ყვარყვარე თუთაბერი, ერთი-ერთშია მიშა სააკაშვილთან, მის ავტობიოგრაფიასთან.

ავტორი:

"დევიმ მითხრა, დოდოს დაუჩოქე, მუხლებზე მაგრად შემოხვიე ხელიო... დოდოს ფეხი დაუცურდა და ზედ თავზე დამეცა. მე, საცოდავი, ქვეშ მოვყევი და კინაღამ გამსრისა" - ქეთევან შარიქაძის მოგონებები

"დევიმ მითხრა, დოდოს დაუჩოქე, მუხლებზე მაგრად შემოხვიე ხელიო... დოდოს ფეხი დაუცურდა და ზედ თავზე დამეცა. მე, საცოდავი, ქვეშ მოვყევი და კინაღამ გამსრისა" - ქეთევან შარიქაძის მოგონებები

ამ რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვე - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მართლაც ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი ქეთევან შარიქაძე რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილა.

ქალბატონი ქეთევანი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. იმხანად კლასიკად ქცეული ქართული კინოფილმების პერსონაჟების ეკრანზე გამცოცხლებელ არაპროფესიონალ თუ პროფესიონალ მსახიობებს ვეძებდი და დედულეთში სტუმრობისას ქეთევან შარიქაძესთან გასაუბრება მირჩიეს, გადასაღებ მოედანზე გადახდენილ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებაო. ამ სევდიან დღეს მინდა, ისევ ხალისიანი ქალბატონი ქეთევანი გავიხსენო და - მისი დაუვიწყარი მოგონებები, რითაც ძალიან ამაყობდა.

ერთმანეთს დღეს უკვე საუკუნეს გადაბიჯებულ ჭიათურის თეატრში შევხვდით.

მახსოვს, გენერალური რეპეტიციის შემდეგ, ფაქტობრივად, არ ამოვასუნთქე - ერთ საათში იმხანად თეატრის მთავარი რეჟისორის, ანდრო ენუქიძის მიერ დადგმული ახალი სპექტაკლის - "ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანების" დახურული ჩვენება იწყებოდა. მსახიობი ძალიან გულღია, ხალისიანი და შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა. ჭიათურელი მეგონა, არადა, თბილისელი ყოფილა, - წარმოშობით ხარაგაულიდან ვარ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თეატრალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი ჭიათურაში ვცხოვრობო. მერე დააყოლა, - დედას ძალიან უყვარდა თეატრი და მეც იმდენად შემაყვარა, ბავშვობაში ორშაბათსა და ხუთშაბათს თეატრისა და კინოს დღეებიც კი დავაწესე და სიაც შევადგინე, რამდენჯერ ვნახულობდი თითოეულ სპექტაკლსა და ფილმს.

ერთხელაც ეს სია დედას ჩაუვარდა ხელთ და მამიდის მეუღლეს - ვასო მეტონიძეს შესჩივლა, გაგიგია, ბავშვი სულ თეატრსა და კინოში იყოსო? ძია ვასომ გადმომხედა და, - ქეთინო, შვილო, არ გრცხვენია? არ იცი, რომ სამ დღეს კინოში უნდა იარო და ოთხ დღეს - თეატრშიო? ასე დავკვალიანდი და სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი გათვლით, ორი წლით წამოვედი ჭიათურის თეატრში, თუმცა სიყვარულმა გეგმები შემიცვალა, ამავე თეატრის მსახიობ ოთარ მაღრაძეზე დავქორწინდი და 1967 წლიდან მოყოლებული, ასე შემოვრჩი ამ პატარა ქალაქსა და მის უძველეს და ულამაზეს თეატრსო.

  • განუმეორებელი "ყვარყვარე", ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე და შოთა გაბელაია

ვიცოდი, რომ სწორედ ამ კუთხეში გადაიღეს რამდენიმე ქართული მხატვრული ფილმი, სადაც ქეთევან შარიქაძეც მონაწილეობდა. მეც ფილმებსა და გადასაღებ მოედანზე გენიალურ არტისტებთან ერთად თავს გადახდენილ ამბებზე ჩავეკითხე და მსახიობმაც ხალისით გაიხსენა კინო-თეატრების კორიფეები:

"რეჟისორ ელდარ შენგელაიას "სამანიშვილის დედინაცვალში" განსაკუთრებული როლი არ მქონდა - ვერიჩკას ვასრულებდი, აი, "ყვარყვარეში" კი მეტად გამიმართლა. მახსოვს, თეატრის სცენაზე "კომბლეს" ვთამაშობდით. თურმე, სპექტაკლს ესწრებოდა რეჟისორი დევი აბაშიძე, რომელიც ჭიათურაში "ყვარყვარეს" გადაღებას იწყებდა. ანტრაქტის დროს ბატონმა დევიმ ფილმში ლირსას როლი შემომთავაზა. როგორ ვიუარებდი და... გადაღებაზე სოფელ ქვაციხეში წავედით. იქ, გორაკზე, საგანგებოდ აუშენებიათ შენობა, რომელსაც ფილმში მაზრის დანიშნულება ჰქონდა. მანქანით რომ ამიყვანეს, პირველად იქვე მჯდომი ეროსი მანჯგალაძე შევნიშნე. კოსტიუმი ჩამაცვეს და დევიმ ეროსისთან წარმადგინა, - გაიცანი, შენი მეუღლე მოგიყვანეო. ძალიან დავმეგობრდით, ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა ძაღლები. ეროსი ბევრ ამბავს მიყვებოდა თავის ძაღლ ტანგოზე, რომელიც თბილისში, მეზობელთან ჰყავდა დატოვებული. თურმე, შინ ნასვამი რომ მივიდოდა და წამოწვებოდა, ტანგო გასაქანს არ აძლევდა - ტანსაცმელზე ექაჩებოდა, ვიდრე ლოგინამდე არ მიაცილებდა. ეროსი ძალიან განიცდიდა, რომ გადაღებაზე მისი წამოყვანა არ შეეძლო. გააგრძელეთ კითხვა