კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ს ელჩის დუმილი და ომის პარტიების მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ "ეფესბეს" მიზანი" - ხუნდაძე
"აშშ-ს ელჩის დუმილი და ომის პარტიების მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ "ეფესბეს" მიზანი" - ხუნდაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის ელ­ჩის დუ­მი­ლი და ომის პარ­ტი­ე­ბის ირი­ბი თუ ღია მხარ­და­ჭე­რა, ან­გრევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­ატ­ლან­ტი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს ორ­მხრი­ვი ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა - ერთი მხრივ, და­სავ­ლე­თის მხრი­დან, ხოლო მე­ო­რე მხრივ რუ­სე­თი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შან­ტა­ჟი­თა და ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნით.

"ამე­რი­კის ელჩს შე­უძ­ლია ნე­გა­ტი­უ­რი დუ­მი­ლის ნაც­ვლად, პო­ზი­ტი­უ­რად გა­მიჯ­ნოს გა­მიზ­ნუ­ლი დესტრუქ­ცია და შე­საძ­ლო ომი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრო­ცე­სის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­გან, რაც დიდი და პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თო ინ­ტე­რეს­ში უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი და არა ცალ­მხრი­ვად.

რე­ა­ლუ­რად დღეს სა­ქარ­თვე­ლო და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ორ­მხრი­ვი ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა; ერთი მხრივ, და­სავ­ლე­თის მხრი­დან ქრო­ნი­კუ­ლი ღია კა­რის პო­ლი­ტი­კით და მე­ო­რეს მხრივ, რუ­სე­თი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შან­ტა­ჟი­თა და ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნით. სა­ქარ­თვე­ლოს კი თით­ქოს სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ფიქ­რის უფ­ლე­ბაც არ აქვს.

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნია და ის მიმ­ზიდ­ვე­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის გამო და არა მის გა­რე­შე.

უსა­მარ­თლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო რუ­სუ­ლი და უსა­მარ­თლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და­სავ­ლუ­რიც. ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ისა­უბ­რა თა­ვად უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც.

მკა­ფი­ოდ ვა­ცხა­დებ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ სურს ომი, რო­მე­ლიც მის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის და მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ სა­ხი­ფა­თოა. და თუ ამას ვინ­მე რუ­სულ ნა­რა­ტივს არ­ქმევს, მა­შინ რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ "პრო­ევ­რო­პე­ლი" ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, და არა მხო­ლოდ ისი­ნი, ომის რი­ტო­რი­კით და ხელს უწყო­ბენ რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას, რაც ასე­ვე ომის პერ­სპექ­ტი­ვას ნიშ­ნავს.

სა­ქარ­თვე­ლოს არ სურს უკ­რა­ი­ნის ბედი გა­ი­ზი­ა­როს და მხო­ლოდ ეს იყოს მის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა.

ამე­რი­კის ელ­ჩის დუ­მი­ლი და ომის პარ­ტი­ე­ბის ირი­ბი თუ ღია მხარ­და­ჭე­რა ან­გრევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­ატ­ლან­ტი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.ეს არის სწო­რედ ეფეს­ბეს მი­ზა­ნი და ყვე­ლა­ზე დიდი ხი­ფა­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“,- გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maiam
2

პროვოკატორობთ, მანიპულირებ ადამინებზე

მანანა
3

ბორის ჯონსონის სავარაუდო გადადგომის 5 მიზეზი გავიგეთ, ჩვენ ასე ძალიან რომ მივისწრაფით ევროპისაკენ, რატომ არ ვითვალისწინებთ მსგავს მოქმედებას, გაძვირდა ქვეყანაში ყველაფერი ,ლოგდაუნის პერიოდში ხალხმრავლობა ში აღმოჩნდა,დაუწუნეს არასწორი გადაწყვეტილებები, .... მიხვდა კაცი და წავიდა, ჩვენთან რატომ ვერ ხვდებიან?ნეტავ რომ არ გადამდგარიყო რა მოხდებოდა დიდ ბრიტანეთში? ალბათ ომი დაიწყებოდა😀😀😀

ავტორი:

"აშშ-ს ელჩის დუმილი და ომის პარტიების მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ "ეფესბეს" მიზანი" - ხუნდაძე

"აშშ-ს ელჩის დუმილი და ომის პარტიების მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ "ეფესბეს" მიზანი" - ხუნდაძე

"ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ამერიკის ელჩის დუმილი და ომის პარტიების ირიბი თუ ღია მხარდაჭერა, ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკულ ღირებულებებს.

მისი თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება დღეს ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება - ერთი მხრივ, დასავლეთის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ რუსეთიდან ოკუპირებული ტერიტორიების შანტაჟითა და იარაღის ჟღარუნით.

"ამერიკის ელჩს შეუძლია ნეგატიური დუმილის ნაცვლად, პოზიტიურად გამიჯნოს გამიზნული დესტრუქცია და შესაძლო ომი საქართველოში, პროცესის სწორი განვითარების შესაძლებლობისაგან, რაც დიდი და პატარა ქვეყნების საერთო ინტერესში უნდა იქნას განხილული და არა ცალმხრივად.

რეალურად დღეს საქართველო და მისი ხელისუფლება ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება; ერთი მხრივ, დასავლეთის მხრიდან ქრონიკული ღია კარის პოლიტიკით და მეორეს მხრივ, რუსეთიდან ოკუპირებული ტერიტორიების შანტაჟითა და იარაღის ჟღარუნით. საქართველოს კი თითქოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრის უფლებაც არ აქვს.

ევროინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება საზოგადოების არჩევანია და ის მიმზიდველია სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის გამო და არა მის გარეშე.

უსამართლობა მიუღებელი იყო რუსული და უსამართლობა მიუღებელია დასავლურიც. ასეთ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ ისაუბრა თავად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ომი, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მისთვის სასიცოცხლოდ სახიფათოა. და თუ ამას ვინმე რუსულ ნარატივს არქმევს, მაშინ რატომ საუბრობენ "პროევროპელი" ქართველი პოლიტიკოსები, და არა მხოლოდ ისინი, ომის რიტორიკით და ხელს უწყობენ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას, რაც ასევე ომის პერსპექტივას ნიშნავს.

საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს და მხოლოდ ეს იყოს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთადერთი გზა.

ამერიკის ელჩის დუმილი და ომის პარტიების ირიბი თუ ღია მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკულ ღირებულებებს.ეს არის სწორედ ეფესბეს მიზანი და ყველაზე დიდი ხიფათი საქართველოსთვის“,- განაცხადა ხუნდაძემ.