პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბუა-ბებიისგან უცხოპლანეტელებთან ასეთი მისტიკური კავშირიც გამომყვა" - რას ჰყვება თემურ წიკლაურის შვილიშვილი, რომლის მუსიკალური ნამუშევარიც კოსმოსში გაიგზავნება
"ბაბუა-ბებიისგან უცხოპლანეტელებთან ასეთი მისტიკური კავშირიც გამომყვა" - რას ჰყვება თემურ წიკლაურის შვილიშვილი, რომლის მუსიკალური ნამუშევარიც კოსმოსში გაიგზავნება

4 ოქ­ტომ­ბერს ინ­გლი­სი­დან კოს­მოს­ში 30 მუ­სი­კა­ლუ­რი, 15-წა­მი­ა­ნი სიგ­ნა­ლი გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ამ სი­ა­ში შე­სუ­ლია მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი. მათ შო­რი­საა ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი­სა და მუ­სი­კო­სის ან­დრია გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლის მუ­სი­კაც.

რო­გორ მოხ­ვდა ან­დრი­ას ნა­მუ­შე­ვა­რი ამ პრო­ექ­ტში, რას ნიშ­ნავს ემო­ცი­უ­რად ეს ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნის­თვის და რა გა­და­ე­ცა ცნო­ბი­ლი ბე­ბია-ბა­ბუ­ის­გან - თე­მურ წიკ­ლა­უ­რი­სა და ლილი ზღვა­უ­რის­გან გე­ნე­ტი­კუ­რად, ამა­ზე ambebi.ge - ს ან­დრია უყ­ვე­ბა.

- უზ­ბე­კეთ­ში "სტი­ქია ფეს­ტი­ვა­ლი“ გა­ი­მარ­თა, მას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არა­ლის ზღვის ფსკერ­ზე ატა­რე­ბენ, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლიც ამ­ჟა­მად დამ­შრა­ლია. მისი დაშ­რო­ბა კი, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო და ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­ულ ერთ-ერთ უდი­დეს ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ამი­ტომ, ფეს­ტი­ვა­ლის საყ­რდე­ნი ღერ­ძი, დედა-გული, რის­თვი­საც შე­იქ­მნა და არ­სე­ბობს, ეკო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მი­აჩ­ნი­ათ, რომ არა­ლის ზღვის კა­ტას­ტრო­ფა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ასე მე­ტად გავ­რცელ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მსოფ­ლი­ოს ეუბ­ნე­ბი­ან, ამ ფაქ­ტმა სა­მო­მავ­ლოდ რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს დე­და­მი­წას და ადა­მი­ა­ნებს.

ფეს­ტი­ვალ­ზე მე და ორმა ქარ­თველ­მა მუ­სი­კოს­მა - ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­ვუ­კა­რით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მოს­წონთ ჩემი მუ­სი­კა... ერთ დღე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ და შე­მომ­თა­ვა­ზეს პრო­ექ­ტში "სტი­ქია ბი­ონთ“ ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. ეს კი თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს 30 აუ­დიო და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რის კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნას.

- ვი­ზუ­ა­ლურ­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა?

- მა­გა­ლი­თად, მენ­დე­ლე­ე­ვის ქი­მი­უ­რი სის­ტე­მა, ატ­ლა­სი და ა.შ. მოკ­ლედ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, 30 აუ­დიო ნა­მუ­შე­ვარ­ში ჩემი მუ­სი­კაც ყო­ფი­ლი­ყო. ეს რე­ა­ლუ­რად 15-წა­მი­ა­ნი სიგ­ნა­ლე­ბია, რო­მე­ლიც ინ­გლი­სი­დან, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რა­დი­ო­ტე­ლეს­კო­პი­დან გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ის ტე­ლეს­კო­პი კოს­მოს­ში რა­დი­ო­სიგ­ნა­ლებს აგ­ზავ­ნის. მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლი რამ არის. აქვე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ სიგ­ნა­ლებს შო­რის ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რიც აღ­მოჩ­ნდა.

4 ოქ­ტომ­ბერს კი ეს ტრან­სმი­სია - ინ­გლი­სი­დან პლა­ნე­ტა K218B-ზე გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ეს მზის სის­ტე­მის გა­რეთ მყო­ფი პლა­ნე­ტაა და თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, ძა­ლი­ან ჰგავს დე­და­მი­წას. იქ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არის ატ­მოს­ფე­რო, წყა­ლი და სწო­რედ ამის გამო მას მე­ო­რე დე­და­მი­წას ეძა­ხი­ან.

ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ასე­თი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი გზი­თაც კი ფარ­თოდ გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცია ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფებ­ზე და იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბით, დე­და­მი­წას რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს.

- ე.ი. ამ სიგ­ნა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნის მი­ზა­ნია, დე­და­მი­წის მსგავს პლა­ნე­ტა­საც კი აც­ნო­ბოს ჩვე­ნი ეკო­საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ...

- კი. ამას­თა­ნა­ვე, დე­და­მი­წის მსგავს პლა­ნე­ტა­ზე რომ იგ­ზავ­ნე­ბა, ამა­საც გარ­კვე­უ­ლი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს... სიგ­ნა­ლი იქ 124 სი­ნათ­ლის წლის შემ­დეგ ჩავა, - დე­და­მი­წის დრო­ით, 2146 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს.

ეს როცა გა­ვი­გე, ვთქვი - რა მა­გა­რია, მაგ დრო­ის­თვის ხომ აღარ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ იმ პლა­ნე­ტა­ზე ასე­თი ფორ­მით გავჩნდე­ბი-მეთ­ქი.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა... სა­ერ­თოდ, საკ­ლუ­ბო მუ­სი­კას ქმნით?

- ვა­კე­თებ მო­სას­მენ მუ­სი­კას, უფრო ფო­ნურს, სა­რე­ლაქ­სა­ციო ხა­სი­ა­თის... კოს­მოს­ში გა­საგ­ზავ­ნი 15-წა­მი­ა­ნი სიგ­ნა­ლი აღე­ბუ­ლია ჩემი ერთი ცნო­ბი­ლი ტრე­კი­დან, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში გა­მო­ი­ცა. ეს არის მო­სას­მე­ნი, სა­რე­ლაქ­სა­ციო მუ­სი­კა.

- რო­გორც მი­თხა­რით, პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სი არ ხართ, რად­გან "ჯი­პა­ში“ მე­დი­ა­ხე­ლოვ­ნე­ბას სწავ­ლობ­დით... მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, გე­ნე­ტი­კა თა­ვი­სას შვრე­ბა და მუ­სი­კის სიყ­ვა­რულს, მა­ინც ვერ გა­ე­ქე­ცით.

- კი, პრო­ფე­სი­ით მე­დი­ა­ხე­ლო­ვა­ნი ვარ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მუ­სი­კო­სი, არ­ტის­ტი... გე­ნე­ტი­კა ვახ­სე­ნეთ და მუ­სი­კის გარ­და, ბა­ბუა-ბე­ბი­ის­გან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან ასე­თი მის­ტი­კუ­რი კავ­ში­რიც გა­მომ­ყვა, რო­მე­ლიც სულ ჰქონ­დათ, "ივე­რი­ის“ დრო­საც და მა­ნამ­დეც... მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზეც გად­მო­ვი­და...

- კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობთ?

- ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ - და­ახ­ლო­ე­ბით, 80-იან წლებ­ში, "ივე­რი­ას“ კონ­ცერ­ტი თე­ლავ­ში ჰქონ­და, ამ ამ­ბავს დე­დაც მიყ­ვე­ბა ხოლ­მე. ვინც მაგ კონ­ცერ­ტზე იყო, ყვე­ლას ახ­სოვს, - კონ­ცერ­ტი რომ მორ­ჩა, საკ­მა­ოდ მაღ­ლა, ცაში და­კი­დუ­ლი უზარ­მა­ზა­რი სი­ნათ­ლის დის­კო გა­მოჩ­ნდა. კარ­გა ხანს იყო, ანა­თებ­და და შემ­დეგ გაქ­რა... ამ ფაქ­ტით ყვე­ლა და­ინ­ტე­რეს­და, მეც­ნი­ე­რე­ბი იკ­ვლევ­დნენ კი­დეც... ბა­ბუ­ამ და ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა უფო­ლოგ­მა თა­ლეს შო­ნიამ კი ამის შემ­დეგ რუს­თავ­ში ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს, - უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს წე­რი­ლი და­უ­წე­რეს და ბა­ბუ­ა­ჩე­მის ფირ­ფი­ტებ­თან ერ­თად, ოთახ­ში და­ტო­ვეს. ოთა­ხის კარი კი, რო­მელ­საც ფან­ჯრე­ბი არ ჰქონ­და, სა­გან­გე­ბოდ და­ლუ­ქეს. მას ვე­რა­ვინ გა­ა­ღებ­და. ერთი კვი­რის შემ­დეგ რომ მი­ვიდ­ნენ, ოთახ­ში არა­ფე­რი აღარ იყო, თუმ­ცა ფირ­ფი­ტე­ბის ად­გი­ლას იდო წე­რი­ლი: "მო­ვუს­მი­ნეთ თქვენს მუ­სი­კას. ქალ­ბა­ტო­ნო ლილი და ბა­ტო­ნო თე­მურ, ძა­ლი­ან მოგ­ვწონს თქვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი“... ბა­ბუ­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ ჰქონ­და მო­სა­თხრო­ბი, რო­მელ­საც მიყ­ვე­ბო­და კი­დეც... თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ამო­უც­ნო­ბი მხა­რე­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, მის­ტი­კურ ამ­ბებ­ზე, მის­ტე­რი­ებ­ზე იმ ცოდ­ნას მი­ზი­ა­რებ­და, რაც ჰქონ­და. მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გა­და­ცე­მებ­საც ძი­რი­თა­დად ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით ხოლ­მე.

- ანუ სჯე­რო­და, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ...

- მგო­ნი, კი, სჯე­რო­და, რომ რა­ღაც არ­სე­ბობ­და და ალ­ბათ, მარ­თლაც არ­სე­ბობს...

- მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით რას გე­უბ­ნე­ბო­დათ, რას გირ­ჩევ­დათ?

- თა­ვი­სუფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და, მი­ბიძ­გებ­და, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა იმის­თვის, რომ ჩემი გზა მე­პო­ვა.

- იპო­ვეთ, რა­საც ეძებ­დით, თუ ძი­ე­ბის პრო­ცე­სი უწყვე­ტია?

- ასე თუ ისე, კი, მაგ­რამ ისე არაა, რომ ვი­პო­ვე და მორ­ჩა. ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა სულ... თუ ვთქვი, რომ ეს არის და მოვ­რჩი, მა­შინ უნდა გავ­ჩერ­დე...

- ვიცი, რომ ბა­ბუ­ას ძა­ლი­ან უყ­ვარ­დით და თქვე­ნით ამა­ყობ­და...

- კი და მეც ვა­მა­ყობ­დი იმით, რომ ასე­თი ბა­ბუა მყავ­და, მიყ­ვარ­და, ვმე­გობ­რობ­დით და ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. სამ­წუ­ხა­როდ, ადრე წა­ვი­და... ერ­თად ძა­ლი­ან კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ, - სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი დამ­რჩა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტარი
3

რა დღეშია ხალხი... 

გიორგი
1

უცხოპლანეტელებთან მისტიური კავშირის რა გითხრათ და აინშტაინაის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, დროის მცნებაც ასევე ფარდობითი მნიშვნელობაა ,რომლის მსვლელობა ათვლის წერტიზე და სისტემაზე დამოკიდებული, მაგ თეორიის მიხედვით,რაც უფრო სწრაფად მოძრაობს სხეული მით უფრო ნელა გადის მისთვის დრო, მაგალითად სინათლის სიჩქარესთან მიახლობული სიჩქარით მოძრაობისას ( დაახლოებით 300000კმ/წმ ვაკუუმში) 3- 4 კვირის განმალობაში, დედამიწაზე რამოდენიმე ათწლეული გაივლის, ასე რომ თუ დავუშვებთ რომ ადამიანებმა ოდესმე შეძლეს მაგ სიჩქარის მოძრაობა, მომავალში მოხვედრა ფანტასტიკის სფერო ნამდვილად აღარ იქნება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ბაბუა-ბებიისგან უცხოპლანეტელებთან ასეთი მისტიკური კავშირიც გამომყვა" - რას ჰყვება თემურ წიკლაურის შვილიშვილი, რომლის მუსიკალური ნამუშევარიც კოსმოსში გაიგზავნება

"ბაბუა-ბებიისგან უცხოპლანეტელებთან ასეთი მისტიკური კავშირიც გამომყვა" - რას ჰყვება თემურ წიკლაურის შვილიშვილი, რომლის მუსიკალური ნამუშევარიც კოსმოსში გაიგზავნება

4 ოქტომბერს ინგლისიდან კოსმოსში 30 მუსიკალური, 15-წამიანი სიგნალი გაიგზავნება. ამ სიაში შესულია მსოფლიოს ცნობილი თუ უცნობი ავტორების საუკეთესო მუსიკალური ნამუშევრები. მათ შორისაა ქართველი არტისტისა და მუსიკოსის ანდრია გოგიბედაშვილის მუსიკაც.

როგორ მოხვდა ანდრიას ნამუშევარი ამ პროექტში, რას ნიშნავს ემოციურად ეს ახალგაზრდა ხელოვანისთვის და რა გადაეცა ცნობილი ბებია-ბაბუისგან - თემურ წიკლაურისა და ლილი ზღვაურისგან გენეტიკურად, ამაზე ambebi.ge - ს ანდრია უყვება.

- უზბეკეთში "სტიქია ფესტივალი“ გაიმართა, მას ორგანიზატორები არალის ზღვის ფსკერზე ატარებენ, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად დამშრალია. მისი დაშრობა კი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფადაა მიჩნეული. ამიტომ, ფესტივალის საყრდენი ღერძი, დედა-გული, რისთვისაც შეიქმნა და არსებობს, ეკოლოგიური მიმართულებაა. მიაჩნიათ, რომ არალის ზღვის კატასტროფაზე ინფორმაცია ასე მეტად გავრცელდება. ამასთანავე, მსოფლიოს ეუბნებიან, ამ ფაქტმა სამომავლოდ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს დედამიწას და ადამიანებს.

ფესტივალზე მე და ორმა ქართველმა მუსიკოსმა - ჩემმა მეგობრებმა დავუკარით. აღმოჩნდა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებს მოსწონთ ჩემი მუსიკა... ერთ დღესაც დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს პროექტში "სტიქია ბიონთ“ ჩავრთულიყავი. ეს კი თავის თავში მოიცავს 30 აუდიო და კიდევ რამდენიმე ვიზუალური ნამუშევრის კოსმოსში გაგზავნას.

- ვიზუალურში რა იგულისხმება?

- მაგალითად, მენდელეევის ქიმიური სისტემა, ატლასი და ა.შ. მოკლედ, ორგანიზატორებმა სურვილი გამოთქვეს, 30 აუდიო ნამუშევარში ჩემი მუსიკაც ყოფილიყო. ეს რეალურად 15-წამიანი სიგნალებია, რომელიც ინგლისიდან, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რადიოტელესკოპიდან გაიგზავნება. ის ტელესკოპი კოსმოსში რადიოსიგნალებს აგზავნის. მოკლედ, სერიოზული რამ არის. აქვე ამ ადამიანების მადლიერი ვარ, რომ ამ სიგნალებს შორის ჩემი ნამუშევარიც აღმოჩნდა.

4 ოქტომბერს კი ეს ტრანსმისია - ინგლისიდან პლანეტა K218B-ზე გაიგზავნება. ეს მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტაა და თავისი მონაცემებით, ძალიან ჰგავს დედამიწას. იქ, დიდი ალბათობით, არის ატმოსფერო, წყალი და სწორედ ამის გამო მას მეორე დედამიწას ეძახიან.

ამ პროექტის მიზანია, ასეთი არატრადიციული გზითაც კი ფართოდ გაავრცელოს ინფორმაცია ეკოლოგიურ კატასტროფებზე და იმაზე, რომ ადამიანების დაუდევრობით, დედამიწას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

- ე.ი. ამ სიგნალების გაგზავნის მიზანია, დედამიწის მსგავს პლანეტასაც კი აცნობოს ჩვენი ეკოსაფრთხეების შესახებ...

- კი. ამასთანავე, დედამიწის მსგავს პლანეტაზე რომ იგზავნება, ამასაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს... სიგნალი იქ 124 სინათლის წლის შემდეგ ჩავა, - დედამიწის დროით, 2146 წლის 11 ოქტომბერს.

ეს როცა გავიგე, ვთქვი - რა მაგარია, მაგ დროისთვის ხომ აღარ ვიქნები, მაგრამ იმ პლანეტაზე ასეთი ფორმით გავჩნდები-მეთქი.

- ძალიან საინტერესოა... საერთოდ, საკლუბო მუსიკას ქმნით?

- ვაკეთებ მოსასმენ მუსიკას, უფრო ფონურს, სარელაქსაციო ხასიათის... კოსმოსში გასაგზავნი 15-წამიანი სიგნალი აღებულია ჩემი ერთი ცნობილი ტრეკიდან, რომელიც ესპანეთში გამოიცა. ეს არის მოსასმენი, სარელაქსაციო მუსიკა.

- როგორც მითხარით, პროფესიით მუსიკოსი არ ხართ, რადგან "ჯიპაში“ მედიახელოვნებას სწავლობდით... მაგრამ, როგორც ჩანს, გენეტიკა თავისას შვრება და მუსიკის სიყვარულს, მაინც ვერ გაექეცით.

- კი, პროფესიით მედიახელოვანი ვარ, თუმცა რეალურად მუსიკოსი, არტისტი... გენეტიკა ვახსენეთ და მუსიკის გარდა, ბაბუა-ბებიისგან უცხოპლანეტელებთან ასეთი მისტიკური კავშირიც გამომყვა, რომელიც სულ ჰქონდათ, "ივერიის“ დროსაც და მანამდეც... მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემზეც გადმოვიდა...

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ერთ ამბავს გავიხსენებ - დაახლოებით, 80-იან წლებში, "ივერიას“ კონცერტი თელავში ჰქონდა, ამ ამბავს დედაც მიყვება ხოლმე. ვინც მაგ კონცერტზე იყო, ყველას ახსოვს, - კონცერტი რომ მორჩა, საკმაოდ მაღლა, ცაში დაკიდული უზარმაზარი სინათლის დისკო გამოჩნდა. კარგა ხანს იყო, ანათებდა და შემდეგ გაქრა... ამ ფაქტით ყველა დაინტერესდა, მეცნიერები იკვლევდნენ კიდეც... ბაბუამ და ცნობილმა ქართველმა უფოლოგმა თალეს შონიამ კი ამის შემდეგ რუსთავში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, - უცხოპლანეტელებს წერილი დაუწერეს და ბაბუაჩემის ფირფიტებთან ერთად, ოთახში დატოვეს. ოთახის კარი კი, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა, საგანგებოდ დალუქეს. მას ვერავინ გააღებდა. ერთი კვირის შემდეგ რომ მივიდნენ, ოთახში არაფერი აღარ იყო, თუმცა ფირფიტების ადგილას იდო წერილი: "მოვუსმინეთ თქვენს მუსიკას. ქალბატონო ლილი და ბატონო თემურ, ძალიან მოგვწონს თქვენი სიმღერები“... ბაბუას ამ მიმართულებით ბევრი რამ ჰქონდა მოსათხრობი, რომელსაც მიყვებოდა კიდეც... თან, ეს ყველაფერი აინტერესებდა და უცხოპლანეტელების ამოუცნობი მხარეების თაობაზე, მისტიკურ ამბებზე, მისტერიებზე იმ ცოდნას მიზიარებდა, რაც ჰქონდა. მსგავსი შინაარსის გადაცემებსაც ძირითადად ერთად ვუყურებდით ხოლმე.

- ანუ სჯეროდა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ...

- მგონი, კი, სჯეროდა, რომ რაღაც არსებობდა და ალბათ, მართლაც არსებობს...

- მუსიკის მიმართულებით რას გეუბნებოდათ, რას გირჩევდათ?

- თავისუფლებას მაძლევდა, მიბიძგებდა, რომ ექსპერიმენტები ჩამეტარებინა იმისთვის, რომ ჩემი გზა მეპოვა.

- იპოვეთ, რასაც ეძებდით, თუ ძიების პროცესი უწყვეტია?

- ასე თუ ისე, კი, მაგრამ ისე არაა, რომ ვიპოვე და მორჩა. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება სულ... თუ ვთქვი, რომ ეს არის და მოვრჩი, მაშინ უნდა გავჩერდე...

- ვიცი, რომ ბაბუას ძალიან უყვარდით და თქვენით ამაყობდა...

- კი და მეც ვამაყობდი იმით, რომ ასეთი ბაბუა მყავდა, მიყვარდა, ვმეგობრობდით და ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. სამწუხაროდ, ადრე წავიდა... ერთად ძალიან კარგი დრო გავატარეთ, - საუკეთესო მოგონებები დამრჩა...