მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე და როგორი იყო მონობა ძველ საქართველოში
რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე და როგორი იყო მონობა ძველ საქართველოში

ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ ად­რე­ულ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან და სა­ქარ­თვე­ლო და კავ­კა­სია ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერ იქ­ნე­ბო­და.

ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის ძლი­ე­რე­ბის ხა­ნა­ში, IV-X სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­დან მო­ნე­ბი გაჰ­ყავ­დათ კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­სა და იმ­პე­რი­ის სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ბი­ზან­ტია ქრის­ტი­ა­ნო­ბის ბურ­ჯი იყო და თა­ნა­მორ­წმუ­ნე­ე­ბით ვაჭ­რო­ბას, რა თქმა უნდა, კრძა­ლავ­და. ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ობი­ექ­ტე­ბი მა­შინ იყ­ვნენ წარ­მარ­თე­ბი და მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ბი­ზან­ტი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე იყო, ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნე­ბად გა­ყიდ­ვას, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ად­გი­ლი არ უნდა ჰქო­ნო­და.

ქრის­ტი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის აღ­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მონ­ღოლ­თა გა­ბა­ტო­ნე­ბის დრო­ი­დან და­ი­წყო. სამ­წუ­ხა­როდ, არ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რა პი­რო­ბებ­ში და რამ­დე­ნი ტყვე გაჰ­ყავ­დათ მონ­ღო­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­დან ან, სა­ერ­თოდ, კავ­კა­სი­ი­დან, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ XIII ს-ის II ნა­ხევ­რი­დან მო­ნებს შო­რის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან ნახ­სე­ნე­ბი რუ­სე­ბი, ყივ­ჩა­ღე­ბი, თათ­რე­ბი, რაც იქ ოქ­როს ურ­დოს ბა­ტო­ნო­ბის შე­დე­გი იყო.

XIV-XV სს.-ში კა­ფა­სა და ტა­ნას ნავ­სად­გუ­რებ­ში, სხვა ად­გი­ლობ­რივ სა­ქო­ნელ­თან ერ­თად, მო­ნე­ბიც იყი­დე­ბოდ­ნენ, უპი­რა­ტე­სად კავ­კა­სი­ე­ლე­ბი, უკვე ქარ­თველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც შე­სამ­ჩნე­ვად გაზ­რდი­ლი ჩანს და ეს სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია, სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ცნე­ბა „უცხო­ტო­მელ­მა“ თან­და­თან სხვა ში­ნა­არ­სი შე­ი­ძი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმა­ტა მოძ­მე „უცხო­ტო­მე­ლე­ბის“ გა­ყიდ­ვამ.

XVIII ს-მდე ლეკ­თა თა­რე­ში და ადა­მი­ან­თა ტა­ცე­ბა მხო­ლოდ კა­ხეთ­ში იყო საგ­რძნო­ბი. აქამ­დე არც ერთი სა­ის­ტო­რიო წყა­რო არ ახ­სე­ნებს ლე­კებს ამ როლ­ში ქარ­თლსა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ათწლე­ულ­ში მათ შე­აღ­წი­ეს ქარ­თლში, მე­სა­მე ათწლე­უ­ლი­დან -სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ხოლო მე-3-4-ში - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლად უუფ­ლე­ბო ნა­წილს შე­ად­გენ­დნენ ქა­ლე­ბი. თუ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა მა­მა­კა­ცე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლოდ არ იყი­დე­ბოდ­ნენ მო­ნე­ბად, ქა­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, მათი უუფ­ლე­ბო­ბის გამო, მრავ­ლად გა­ე­დი­ნე­ბო­და მო­ნა­თა ბაზ­რებ­ზე. ერთი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, XVIII ს-ის შუა ხა­ნებ­ში მხო­ლოდ ტა­მა­ნის გზით გაჰ­ყავ­დათ წე­ლი­წად­ში 5-6 ათა­სი ულა­მა­ზე­სი ქალი.

ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ზე­ზი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ცხოვ­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი და კა­ნო­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლი დონე იყო, მაგ­რამ მარ­ტო ეს როდი გან­სა­ზღვრავ­და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ხალ­ხის ხა­სი­ათ­სა და ჩვე­ვებ­საც და ამას ჩვე­ნი დრო­ის მოვ­ლე­ნე­ბიც ადას­ტუ­რებს. „ლე­კი­ა­ნო­ბის“ ანა­ლო­გი­უ­რი არ­სი­სა იყო „ოსი­ა­ნო­ბა“. ის ასა­კით „ლე­კი­ა­ნო­ბა­ზე“ უფრო ად­რინ­დე­ლი მოვ­ლე­ნაა. ოსებ­შიც ბა­ტო­ნობ­და პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი მო­ნო­ბა. ნა­ყი­დი და ომში ნა­შოვ­ნი ტყვე­ე­ბი მათი მფლო­ბე­ლე­ბის აუ­ცი­ლე­ბელ სა­კუთ­რე­ბას შე­ად­გენ­დნენ, ხოლო მათი სი­ცო­ცხლე და სიკ­ვდი­ლი მა­თი­ვე პატ­რო­ნე­ბის ნება-სურ­ვილ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მო­ნა­თა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო ოსებ­ში მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა იყო. ოსს წე­სით და კა­ნო­ნით თით­ქოს ერთი ცოლი ჰყავ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში თვით ღა­ტა­კებ­საც ჰყავ­დათ, სულ ცოტა, ორი, შეძ­ლე­ბუ­ლებს კი - ხუთი და მე­ტიც. ცო­ლე­ბის წყა­როს შე­ად­გენ­დნენ ტყვე ქა­ლე­ბი ან მშობ­ლე­ბის­გან მხევ­ლის სტა­ტუ­სით ნა­ყი­დე­ბი. მონა ცო­ლე­ბი­სა­გან შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბი, ე.წ. კავ­და­სარ­დე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ სრუ­ლი­ად უუფ­ლე­ბო სო­ცი­ა­ლურ კა­ტე­გო­რი­ას და მათი რა­ო­დე­ნო­ბა ოსეთ­ში საკ­მა­ოდ დიდი იყო. ოსის გა­გე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ქალი, რო­მე­ლიც მის სახ­ლში შე­ვი­დო­და და ეღირ­სე­ბო­და პა­ტი­ვი, ყო­ფი­ლი­ყო მისი მხე­ვა­ლი, ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე ხდე­ბო­და, ხოლო მათ­გან შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბი - მისი კავ­და­სარ­დე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ნე­ბი ხდე­ბოდ­ნენ.

იმი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში მო­ნის აღმნიშ­ვნე­ლი სა­ზო­გა­დო ტერ­მი­ნი იყო თურ­ქე­თი­დან შე­მო­სუ­ლი „ია­სირ“, მაგ­რამ მის გვერ­დით იხ­მა­რე­ბო­და მრა­ვა­ლი სხვა ტერ­მი­ნიც: ლე­კებ­ში - „გურ­ჯი“, ოსებ­ში - „გუ­რ­ძი­ა­კი“, ავა­რი­ე­ლებ­ში - „გორ­გი“, აფხა­ზებ­ში - „აგ­რუა“, „აგუ­რუა“, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ აქ ტყვე ქარ­თვე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო ტყვე ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ასი­მი­ლირ­დე­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და რე­ლი­გი­ას­თან ერ­თად ივი­წყებ­დნენ სა­კუ­თარ ენა­საც. „ია­სი­რი“ იმი­ერ­კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­ში იყო ნამ­დვი­ლი მონა, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. ია­სი­რებს არ ჰქონ­დათ არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არც სა­კუ­თარ თავ­ზე და არც თა­ვის მო­ნა­გარ­ზე: „ია­სი­რი თა­ვის მფლო­ბელს ეკუთ­ვნო­და რო­გორც ნივ­თი“.

1861-1863 წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მო­ნა­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენ­და 6700 კაცს ორი­ვე სქე­სი­სას 1672 წელს სა­მეგ­რე­ლო­ში მყო­ფი ჟან შარ­დე­ნიც ძალ­ზე შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჩანს იმით, რომ მე­ტად „ღა­რიბ და უჩ­ვე­უ­ლო“ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­ვდა, „სა­დაც არა­ვი­თა­რი სურ­სა­თი არ იყი­დე­ბო­და, სა­დაც ფულს გა­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის შოვ­ნაც არ შე­იძ­ლე­ბო­და“.

მისი თქმით, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი ყო­ფი­ლა „უამ­რა­ვი ტყვე ყვე­ლა ასა­კი­სა და ორი­ვე სქე­სი­სა. ერ­თნი ბორ­კილ­გაყ­რილ­ნი, მე­ო­რე­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე ორ-ორად გა­და­ჯაჭ­ვულ­ნი, ავა­ზა­კუ­რი და კა­ცისმკვლე­ლის სა­ხის მქო­ნე ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი აუ­ტა­ნე­ლი ვი­თა­რე­ბა ყო­ფი­ლა გემ­ზე, რომ­ლი­თაც ჟან შარ­დენს უმგზავ­რია. მისი თქმით, „კა­პი­ტა­ნი, თურ­ქი და ქრის­ტი­ა­ნი ვაჭ­რე­ბი მათ (ტყვე­ებს _ ა.კ.) ცვლიდ­ნენ ია­რაღ­ზე, მრა­ვალ­გვარ წვრილ­მან სა­ქო­ნელ­ზე. ისი­ნი აძ­ლევ­დნენ ყვე­ლა­ფერს და მა­ინც დი­დძალ მო­გე­ბას ნა­ხუ­ლობ­დნენ. მა­მა­კა­ცე­ბი ოც­და­ხუ­თი­დან ორ­მო­ცი წლის ასა­კამ­დე ღირ­და მხო­ლოდ თხუთ­მე­ტი ეკიუ, ორ­მოც­ზე მეტი ხნის - რვი­დან ათამ­დე, ლა­მა­ზი ქალ­წუ­ლე­ბი ცა­მე­ტი­დან თვრა­მეტ წლამ­დე _ ოცი ეკიუ. სხვე­ბი უფრო ია­ფად ფა­სობ­დნენ. ქა­ლე­ბი - თორ­მე­ტად, ბავ­შვე­ბი - სამ ან ოთხ ეკი­უდ. ერ­თმა ბერ­ძენ­მა ვა­ჭარ­მა, რო­მელ­საც ბინა ჩემი ოთა­ხის გვერ­დით ჰქონ­და, ქალი ძუ­ძუ­თა ბავ­შვით იყი­და თორ­მეტ ეკი­უდ: ქალი იქ­ნე­ბო­და ოც­და­ხუ­თი წლი­სა, ჰქონ­და ულა­მა­ზე­სი ნაკ­ვთე­ბი და ნამ­დვი­ლად შროშ­ნის­ფე­რი პი­რი­სა­ხე, არას­დროს მი­ნა­ხავს ასე­თი ლა­მა­ზი გულ­მკერ­დი, ასე­თი მრგვა­ლი ყელი და სა­ოც­რად ნაზი ფერ­ხორ­ცი. ეს ლა­მა­ზი ქალი ერ­თდრო­უ­ლად ვნე­ბა­საც და სიბ­რა­ლულ­საც იწ­ვევ­და“.

ტყვე­ე­ბის ფასი ამ დროს თურ­მე იმ­დე­ნად და­ცე­მუ­ლა, რომ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე სა­შუ­ა­ლო ასა­კის მა­მა­კა­ცის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და მა­შინ­დე­ლი ფუ­ლით თუმ­ნად, ხოლო ცა­მე­ტი-თვრა­მე­ტი წლის ქა­ლი­სა - ცა­მეტ-ნა­ხე­ვარ მა­ნე­თად. გა­ნუ­წყვე­ტელ­მა ომი­ა­ნო­ბამ, თა­რეშ­მა და ტყვის სყიდ­ვამ ერთ დროს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ეს ნა­წი­ლი უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კემ­დე მი­იყ­ვა­ნა.

ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას, ვრცლად წა­ი­კი­თხავთ „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის პა­ლიტ­რა“-ს მე­ექ­ვსე ტომ­ში, რო­მე­ლიც 18 ივ­ლისს გა­მო­ვა და გა­მო­ცე­მი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 13 ლარი იქ­ნე­ბა, გა­ზეთ­თან ერ­თად კი - 15 ლარი.

თე­ბერ­ვლი­დან ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და 20-ზე მეტი ის­ტო­რი­კოს-მკვლევ­რის ავ­ტო­რო­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L” სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის 15-ტო­მე­ულს - „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის პა­ლიტ­რა“ - გა­მოს­ცემს. სე­რი­ის წიგ­ნე­ბი თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა.

მე­ექ­ვსე ნა­წი­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­შიც. ასე­ვე, გა­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ი­ტი­და­ნაც http://www.palitral.ge.

15-ტო­მე­ულ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან და­ი­წყე­ბა და უახ­ლეს პე­რი­ო­დამ­დე მოვა. ეს იქ­ნე­ბა მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლოს პა­ლიტ­რა, მთე­ლი თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მე­ბით: მო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა, კვე­ბის, ჩაც­მის, მე­დი­ცი­ნის, ვაჭ­რო­ბის, ზღვა­ოს­ნო­ბის თუ ეპი­დე­მი­ე­ბის ის­ტო­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

თეა ინა­სა­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სულ რაღაც 300 წლის წინ
0

არ დაგვავიწყდეს ვისი გორისანი ვართ ამ მადლიან წილხვედრ მიწაზე

Saqartvelo
2

ოსმალეთის იმპერია ყველაზე დიდი მტერი რომელიც სარწმუნოებას ართმევდა მონობაში კლავდა ადამიანებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე და როგორი იყო მონობა ძველ საქართველოში

რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე და როგორი იყო მონობა ძველ საქართველოში

ადამიანებით ვაჭრობა მთელ მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული, ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებიდან და საქართველო და კავკასია ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

ბიზანტიის იმპერიის ძლიერების ხანაში, IV-X საუკუნეებში, შავი ზღვის სანაპიროდან მონები გაჰყავდათ კონსტანტინეპოლსა და იმპერიის სხვა ქალაქებში. ბიზანტია ქრისტიანობის ბურჯი იყო და თანამორწმუნეებით ვაჭრობას, რა თქმა უნდა, კრძალავდა. ყიდვა-გაყიდვის ობიექტები მაშინ იყვნენ წარმართები და მაჰმადიანები. საქართველო ბიზანტიის სტრატეგიული მოკავშირე იყო, ამიტომ ქართველების მონებად გაყიდვას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადგილი არ უნდა ჰქონოდა.

ქრისტიანებით ვაჭრობის აღმავალი განვითარება მონღოლთა გაბატონების დროიდან დაიწყო. სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი პირდაპირი მტკიცებულებები, თუ რა პირობებში და რამდენი ტყვე გაჰყავდათ მონღოლებს საქართველოდან ან, საერთოდ, კავკასიიდან, მაგრამ ფაქტია, რომ XIII ს-ის II ნახევრიდან მონებს შორის დიდი რაოდენობით არიან ნახსენები რუსები, ყივჩაღები, თათრები, რაც იქ ოქროს ურდოს ბატონობის შედეგი იყო.

XIV-XV სს.-ში კაფასა და ტანას ნავსადგურებში, სხვა ადგილობრივ საქონელთან ერთად, მონებიც იყიდებოდნენ, უპირატესად კავკასიელები, უკვე ქართველთა რაოდენობაც შესამჩნევად გაზრდილი ჩანს და ეს სავსებით გასაგებია, საქართველოს იმჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ცნება „უცხოტომელმა“ თანდათან სხვა შინაარსი შეიძინა და საქართველოშიც იმატა მოძმე „უცხოტომელების“ გაყიდვამ.

XVIII ს-მდე ლეკთა თარეში და ადამიანთა ტაცება მხოლოდ კახეთში იყო საგრძნობი. აქამდე არც ერთი საისტორიო წყარო არ ახსენებს ლეკებს ამ როლში ქართლსა და დასავლეთ საქართველოში. ამ საუკუნის მეორე ათწლეულში მათ შეაღწიეს ქართლში, მესამე ათწლეულიდან -სამცხე-ჯავახეთში, ხოლო მე-3-4-ში - დასავლეთ საქართველოშიც.

საზოგადოების სრულად უუფლებო ნაწილს შეადგენდნენ ქალები. თუ ამ საზოგადოებათა მამაკაცები უდანაშაულოდ არ იყიდებოდნენ მონებად, ქალების დიდი რაოდენობა, მათი უუფლებობის გამო, მრავლად გაედინებოდა მონათა ბაზრებზე. ერთი ცნობის მიხედვით, XVIII ს-ის შუა ხანებში მხოლოდ ტამანის გზით გაჰყავდათ წელიწადში 5-6 ათასი ულამაზესი ქალი.

ასეთი მდგომარეობის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და კანონიერების განვითარების დაბალი დონე იყო, მაგრამ მარტო ეს როდი განსაზღვრავდა შექმნილ ვითარებას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის ხასიათსა და ჩვევებსაც და ამას ჩვენი დროის მოვლენებიც ადასტურებს. „ლეკიანობის“ ანალოგიური არსისა იყო „ოსიანობა“. ის ასაკით „ლეკიანობაზე“ უფრო ადრინდელი მოვლენაა. ოსებშიც ბატონობდა პატრიარქალური მონობა. ნაყიდი და ომში ნაშოვნი ტყვეები მათი მფლობელების აუცილებელ საკუთრებას შეადგენდნენ, ხოლო მათი სიცოცხლე და სიკვდილი მათივე პატრონების ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული.

მონათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ოსებში მრავალცოლიანობა იყო. ოსს წესით და კანონით თითქოს ერთი ცოლი ჰყავდა, სინამდვილეში თვით ღატაკებსაც ჰყავდათ, სულ ცოტა, ორი, შეძლებულებს კი - ხუთი და მეტიც. ცოლების წყაროს შეადგენდნენ ტყვე ქალები ან მშობლებისგან მხევლის სტატუსით ნაყიდები. მონა ცოლებისაგან შეძენილი შვილები, ე.წ. კავდასარდები წარმოადგენდნენ სრულიად უუფლებო სოციალურ კატეგორიას და მათი რაოდენობა ოსეთში საკმაოდ დიდი იყო. ოსის გაგებით, ნებისმიერი ქალი, რომელიც მის სახლში შევიდოდა და ეღირსებოდა პატივი, ყოფილიყო მისი მხევალი, შინამოსამსახურე ხდებოდა, ხოლო მათგან შეძენილი შვილები - მისი კავდასარდები, ფაქტობრივად, მონები ხდებოდნენ.

იმიერკავკასიაში მონის აღმნიშვნელი საზოგადო ტერმინი იყო თურქეთიდან შემოსული „იასირ“, მაგრამ მის გვერდით იხმარებოდა მრავალი სხვა ტერმინიც: ლეკებში - „გურჯი“, ოსებში - „გურძიაკი“, ავარიელებში - „გორგი“, აფხაზებში - „აგრუა“, „აგურუა“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ტყვე ქართველი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ტყვე ქართველები და სომხები დროთა განმავლობაში ასიმილირდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და რელიგიასთან ერთად ივიწყებდნენ საკუთარ ენასაც. „იასირი“ იმიერკავკასიის ხალხებში იყო ნამდვილი მონა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. იასირებს არ ჰქონდათ არავითარი უფლება არც საკუთარ თავზე და არც თავის მონაგარზე: „იასირი თავის მფლობელს ეკუთვნოდა როგორც ნივთი“.

1861-1863 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში მონათა საერთო რაოდენობა შეადგენდა 6700 კაცს ორივე სქესისას 1672 წელს სამეგრელოში მყოფი ჟან შარდენიც ძალზე შეწუხებული ჩანს იმით, რომ მეტად „ღარიბ და უჩვეულო“ ქვეყანაში მოხვდა, „სადაც არავითარი სურსათი არ იყიდებოდა, სადაც ფულს გასავალი არ ჰქონდა და სადაც საცხოვრებელი ბინის შოვნაც არ შეიძლებოდა“.

მისი თქმით, საშინელი სანახავი ყოფილა „უამრავი ტყვე ყველა ასაკისა და ორივე სქესისა. ერთნი ბორკილგაყრილნი, მეორენი ერთმანეთზე ორ-ორად გადაჯაჭვულნი, ავაზაკური და კაცისმკვლელის სახის მქონე ზედამხედველები აუტანელი ვითარება ყოფილა გემზე, რომლითაც ჟან შარდენს უმგზავრია. მისი თქმით, „კაპიტანი, თურქი და ქრისტიანი ვაჭრები მათ (ტყვეებს _ ა.კ.) ცვლიდნენ იარაღზე, მრავალგვარ წვრილმან საქონელზე. ისინი აძლევდნენ ყველაფერს და მაინც დიდძალ მოგებას ნახულობდნენ. მამაკაცები ოცდახუთიდან ორმოცი წლის ასაკამდე ღირდა მხოლოდ თხუთმეტი ეკიუ, ორმოცზე მეტი ხნის - რვიდან ათამდე, ლამაზი ქალწულები ცამეტიდან თვრამეტ წლამდე _ ოცი ეკიუ. სხვები უფრო იაფად ფასობდნენ. ქალები - თორმეტად, ბავშვები - სამ ან ოთხ ეკიუდ. ერთმა ბერძენმა ვაჭარმა, რომელსაც ბინა ჩემი ოთახის გვერდით ჰქონდა, ქალი ძუძუთა ბავშვით იყიდა თორმეტ ეკიუდ: ქალი იქნებოდა ოცდახუთი წლისა, ჰქონდა ულამაზესი ნაკვთები და ნამდვილად შროშნისფერი პირისახე, არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი გულმკერდი, ასეთი მრგვალი ყელი და საოცრად ნაზი ფერხორცი. ეს ლამაზი ქალი ერთდროულად ვნებასაც და სიბრალულსაც იწვევდა“.

ტყვეების ფასი ამ დროს თურმე იმდენად დაცემულა, რომ ზღვის სანაპიროზე საშუალო ასაკის მამაკაცის ყიდვა შეიძლებოდა მაშინდელი ფულით თუმნად, ხოლო ცამეტი-თვრამეტი წლის ქალისა - ცამეტ-ნახევარ მანეთად. განუწყვეტელმა ომიანობამ, თარეშმა და ტყვის სყიდვამ ერთ დროს აყვავებული ქვეყნის ეს ნაწილი უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანა.

ამ ძალიან საინტერესო თემას, ვრცლად წაიკითხავთ „საქართველოს ისტორიის პალიტრა“-ს მეექვსე ტომში, რომელიც 18 ივლისს გამოვა და გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, მისი სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

თებერვლიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.

მეექვსე ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებშიც. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge.

15-ტომეულში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს პალიტრა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.

თეა ინასარიძე