სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ" - კობახიძე
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ" - კობახიძე

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა დი­დია, თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ ოპო­ზი­ცია დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხია, უმ­ჯო­ბე­სია ბა­რი­ე­რი მა­ღა­ლი იყოს, სა­დაც არის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის და­ბა­ლი ხა­რის­ხი, იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­უ­ბა­რი და­ბალ ბა­რი­ერ­ზე.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი არის სუფ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი. ეს არის ის თემა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტას გუ­ლის­ხმობს და ამ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გა­და­იდ­გმე­ბა ნა­ბი­ჯე­ბი დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - სა­დაც არის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, უმ­ჯო­ბე­სია, იყოს მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი, სა­დაც არის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის და­ბა­ლი ხა­რის­ხი, იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ბა­ლი ბა­რი­ე­რი. არა­ვი­თა­რი სხვა პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს. ჩვენ ვთქვით, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პრინ­ცი­პის შე­სა­ბა­მი­სად, და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას. არა­ვი­თა­რი პი­რო­ბა, რომ ამ ცვლი­ლე­ბებს მი­ვი­ღებ­დით, არ თქმუ­ლა. შან­სი იმი­სა, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ვი­ღოთ, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რამ­დე­ნად გა­დად­გამს ოპო­ზი­ცია ნა­ბი­ჯებს დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

იმათი კანონი სუსტს იცავს ძლიერისგან ყველა ურთიერთობაში-სახელმწიფოსთან, კომერციაში, ნებისმიერ გარიგებაში , ჩვენი პირიქით: სახელმწიფოა ყოველთვის მართალი, შესაბამისად მოხელეს, დეპუტატს, მინისტრს თავი ქუდში აქვს და დაპარპაშებს , პასუხს არ აგებს, ასე წარმოიშობა კლანი და დიქტატორი ! იმისათვის რომ ევროპაში "შეხვიდე" , მაგრამ აქ დარჩე , კანონმდებლობის ეს პრინციპი უნდა შეცვალო და გაევროპდები ! იქამდე სსრკ ხარ ! რეფერენდუმთ დეპუტატის, ან დეპუტაციის , მინისტრის გამოწვევა, კანონის რევიზია , ნდობის ვოტუმის გაცემა უნდა იყოს შესაძებელი , საარჩევნო სიის და საყოველთაო აღწერის საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს თავისუფლად შსაძლებელი , არა თვათ ახლაც შეიძლებაო-მე რომ ვარ სიაში , ვიცი, შმოწმება შემიძლია, აი ისიდორე რომ არ დაბადებულა, ან უკვე მოკვდა და მაინც სიაშია , ამის შემოქმებაზე ვსაუბრობ !

ცუდად მოფიქრალი
2

ეს პარტიის თავმჟდომარეა და ასე უნდა ილაპარაკოს. ხალხურად კი ეს ავადმყოფისა და ლოგინის ამბავია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ" - კობახიძე

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ" - კობახიძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია ბარიერი მაღალი იყოს, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია საუბარი დაბალ ბარიერზე.

"საკონსტიტუციო ცვლილებები არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას გულისხმობს და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები დეპოლარიზაციის მიმართულებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო - სადაც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, უმჯობესია, იყოს მაღალი ბარიერი, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია დაბალი ბარიერი. არავითარი სხვა პირობა არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, დავუბრუნდებოდით ამ კანონპროექტის განხილვას. არავითარი პირობა, რომ ამ ცვლილებებს მივიღებდით, არ თქმულა. შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, ძალიან მაღალია, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.