პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე
ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე

კივუ - ტბა აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და რუ­ან­დის სა­ზღვარ­ზე.

ფარ­თო­ბი: 2700 კმ²

სიღ­რმე: 496 მ-მდე.

მდე­ბა­რე­ობს ტექ­ტო­ნი­კურ ქვა­ბულ­ში, 1460 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე.

ასევე დაგაინტერესებთ
13:46 / 07-07-2022

არალი - ადამიანის ხელით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა დედამიწაზე

12:34 / 29-08-2022

სად მთავრდება ცა და იწყება დედამიწა: "მსოფლიოს უდიდესი სარკე"- ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი

14:04 / 28-09-2022

სინათლის მოცეკვავე ტალღები - მაგიური მოვლენა: მითი და რეალობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სანახაობაზე

11:21 / 14-03-2023

ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი

15:52 / 15-03-2023

2 გიგანტური აისბერგი ატლანტის ოკეანეში, საზღვაო გზებს უახლოვდება, ერთი ლონდონის ფართობის ტოლია, მეორე უფრო დიდი - რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ სპეციალისტები?

ტბა წარ­მო­იქ­მნა ვულ­კა­ნუ­რი ლა­ვე­ბით ძვე­ლი მდი­ნა­რე­უ­ლი ქსე­ლის გა­და­კეტვის შე­დე­გად. ნა­პი­რე­ბი ცი­ცა­ბოა და შეჭ­რილ-შე­მოჭ­რი­ლი. ტბა­ში 150-ზე მეტი კუნ­ძუ­ლია. ის მდი­ნა­რე რუ­ზი­ზით უკავ­შირ­დე­ბა ტან­გა­ნი­ი­კის ტბას. ამა­ვე ტბა­ში მდე­ბა­რე­ობს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებ­ში არ­სე­ბუ­ლი, კუნ­ძუ­ლი - იჯვი.

კი­ვუს ტბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო ბუ­ნებ­რი­ვი წყალ­სა­ტე­ვია - ის ზღვა­სა­ვით, უზარ­მა­ზა­რი ზო­მის და ძა­ლი­ან ღრმაა. ტბა ტექ­ტო­ნი­კურ ქვა­ბულ­ში, 1460 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მისი სიღ­რმე ზოგ ად­გი­ლებ­ში 0,5 კმ-ს აღ­წევს, ამი­ტომ მსოფ­ლი­ოს 10 ყველ­ზე ღრმა ტბე­ბის რი­ცხვში შე­დის.

მისი ნა­პი­რე­ბი ცი­ცა­ბოა და შეჭ­რილ-შე­მოჭ­რი­ლია.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რომ კი­ვუს ტბა ვულ­კა­ნუ­რი აი­რე­ბის უზარ­მა­ზა­რი მა­რა­გის გამო პლა­ნე­ტა­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მის ფსკერ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 65 კ. კმ. მე­თა­ნის და 256 კ.კმ ნახ­ში­რორ­ჟან­გის სა­ცა­ვია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვი­ოს. საქ­მე ის არის, რომ ნახ­ში­რორ­ჟან­გი ტბა­ში ისეთ სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც მა­ღა­ლი წნე­ვა და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. სულ მცი­რე მი­წისძვრა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ეფექ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გორ­საც გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლის ბოთ­ლის შე­ჯან­ჯღა­რე­ბი­სას ვხე­დავთ. ასეთ დროს ტბი­დან ტო­ნო­ბით ნახ­ში­რორ­ჟან­გი ამო­ი­ტყორ­ცნე­ბა და რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში ყვე­ლა ცო­ცხალ არ­სე­ბას გა­ა­ნად­გუ­რებს!

კი­ვუს ტბის ნა­პირ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ტბა­ში ყო­ველ­დღე ბა­ნა­ო­ბენ, თევ­ზა­ო­ბენ, ნა­ვე­ბით და­ცუ­რა­ვენ და ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბი­ან და არც კი ფიქ­რო­ბენ, რომ ტბამ შე­იძ­ლე­ბა, მათი სი­ცო­ცხლე ნე­ბის­მი­ერ წამს და­ას­რუ­ლოს. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის... რო­დე­საც ექ­სპერ­ტებ­მა კი­ვუს შეს­წავ­ლა და­ი­წყეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ მას­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე სა­ში­შია კი­დევ ერთი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი აი­რის არ­სე­ბო­ბა - კი­ვუს ტბის წყა­ლი მე­თანს შე­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ თვალ­წარმ­ტაც ტბას არა მხო­ლოდ მომ­წამ­ვლე­ლი აი­რის გა­მო­ყო­ფა, არა­მედ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აფეთ­ქე­ბის გა­მოწ­ვე­ვაც შე­უძ­ლია და ამის­თვის მცი­რე ნა­პერ­წკა­ლიც საკ­მა­რი­სია! მაგ­რამ ჭკვი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სარ­გე­ბე­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ნა­ხეს და მე­თა­ნის პირ­და­პირ ტბი­დან ამო­ტუმბვა და­ი­წყეს. ტბის მა­რა­გი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია მთე­ლი ქვეყ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის.

და კი­დევ, ერთი პა­რა­დოქ­სი: მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ტბა, სულ სხვა თვალ­საზ­რი­სით, პრაქ­ტი­კუ­ლად, სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო ად­გი­ლია: თუკი ნი­ან­გე­ბის გე­ში­ნი­ათ, მე­თა­ნის გამო, აქ მათი ნა­სა­ხიც არ არის...

წყა­რო: palitranews

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
4

მასეა შავი ზღვაც

Tsiko
16

უკრაინის კალათბურთის მწვრთნელს აუღია ბილეთი ერთი მიმართულებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე

ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე

კივუ - ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და რუანდის საზღვარზე.

ფართობი: 2700 კმ²

სიღრმე: 496 მ-მდე.

მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე.

ტბა წარმოიქმნა ვულკანური ლავებით ძველი მდინარეული ქსელის გადაკეტვის შედეგად. ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილი. ტბაში 150-ზე მეტი კუნძულია. ის მდინარე რუზიზით უკავშირდება ტანგანიიკის ტბას. ამავე ტბაში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებში არსებული, კუნძული - იჯვი.

კივუს ტბა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ბუნებრივი წყალსატევია - ის ზღვასავით, უზარმაზარი ზომის და ძალიან ღრმაა. ტბა ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიღრმე ზოგ ადგილებში 0,5 კმ-ს აღწევს, ამიტომ მსოფლიოს 10 ყველზე ღრმა ტბების რიცხვში შედის.

მისი ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილია.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კივუს ტბა ვულკანური აირების უზარმაზარი მარაგის გამო პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად მიიჩნევა. კვლევის მიხედვით, მის ფსკერზე, დაახლოებით, 65 კ. კმ. მეთანის და 256 კ.კმ ნახშირორჟანგის საცავია, რამაც შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ ნახშირორჟანგი ტბაში ისეთ სიღრმეზე მდებარეობს, სადაც მაღალი წნევა და დაბალი ტემპერატურაა. სულ მცირე მიწისძვრამაც კი შეიძლება ისეთი ეფექტი გამოიწვიოს, როგორსაც გაზიანი სასმელის ბოთლის შეჯანჯღარებისას ვხედავთ. ასეთ დროს ტბიდან ტონობით ნახშირორჟანგი ამოიტყორცნება და რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს!

კივუს ტბის ნაპირზე, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ადამიანები ტბაში ყოველდღე ბანაობენ, თევზაობენ, ნავებით დაცურავენ და ცხოვრებით ტკბებიან და არც კი ფიქრობენ, რომ ტბამ შეიძლება, მათი სიცოცხლე ნებისმიერ წამს დაასრულოს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის... როდესაც ექსპერტებმა კივუს შესწავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მასში ნახშირორჟანგის კონცენტრაციაზე საშიშია კიდევ ერთი მომაკვდინებელი აირის არსებობა - კივუს ტბის წყალი მეთანს შეიცავს. შესაბამისად, ამ თვალწარმტაც ტბას არა მხოლოდ მომწამვლელი აირის გამოყოფა, არამედ კატასტროფული აფეთქების გამოწვევაც შეუძლია და ამისთვის მცირე ნაპერწკალიც საკმარისია! მაგრამ ჭკვიანმა ადამიანებმა სარგებელი ამ სიტუაციაშიც ნახეს და მეთანის პირდაპირ ტბიდან ამოტუმბვა დაიწყეს. ტბის მარაგი სრულიად საკმარისია მთელი ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთვის.

და კიდევ, ერთი პარადოქსი: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტბა, სულ სხვა თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სრულიად უსაფრთხო ადგილია: თუკი ნიანგების გეშინიათ, მეთანის გამო, აქ მათი ნასახიც არ არის...

წყარო: palitranews