სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წელს "ევროვიზია" უკრაინაში არ ჩატარდება - როგორ ხსნის გადაწყვეტილებას EBU
2023 წელს "ევროვიზია" უკრაინაში არ ჩატარდება - როგორ ხსნის გადაწყვეტილებას EBU

2023 წელს "ევ­რო­ვი­ზია" უკ­რა­ი­ნა­ში არ ჩა­ტარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც "ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რი“ ავ­რცე­ლებს.

"ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირს" სრუ­ლად ეს­მის ის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბა გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 2023 წლის ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი არ შე­იძ­ლე­ბა, შედ­გეს უკ­რა­ი­ნა­ში, წლე­ვან­დე­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც წესი, სულ მცი­რე 10 000 ადა­მი­ა­ნია ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­მუ­შა­ოდ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი, მათ შო­რის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, გუნ­დე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ კი­დევ 30 000 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ემ­გზავ­რე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. მათი უსაფრ­თხო­ე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია.

ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის წე­სებ­ში, რომ­ლებ­ზეც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე მა­უ­წყე­ბე­ლი თან­ხმდე­ბა, ნათ­ლად წე­რია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა, შე­იც­ვა­ლოს ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გო­რი­ცაა მიმ­დი­ნა­რე ომი.

გარ­და ამი­სა, "ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირ­მა“ მე­სა­მე მხა­რის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა რჩე­ვა მო­ის­მი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, უკ­რა­ი­ნა­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვი­სას საფრ­თხის შე­სამ­ცი­რებ­ლად შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­პი­რის­პი­რო ზო­მე­ბი არა­საკ­მა­რი­სია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის და მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის გამო, მა­სობ­რი­ვი მსხვერ­პლის რის­კის რე­ი­ტინ­გი მა­ღა­ლია.

უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნა­ში გან­გრძო­ბი­თი კონ­ფლიქ­ტი დე­ლე­გა­ცი­ებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს აი­ძუ­ლებს, გა­ემ­გზავ­რონ ქვე­ყა­ნა­ში მათი სურ­ვი­ლის გა­რე­შე. ჩვენ ასე­ვე აღ­ვნიშ­ნავთ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის კო­მენ­ტარს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომი „შე­იძ­ლე­ბა, წლე­ბი გაგ­რძელ­დეს“.

დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნი­სას, "ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირ­მა“ ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ ჩვენს ამ­ჟა­მინ­დელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, 2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნას არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­ცერ­ტო ტური არ ეწ­ვე­ვა.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­შირ­მა“ სი­ნა­ნუ­ლით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­და­ე­ტა­ნა ღო­ნის­ძი­ე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში და გა­აგ­რძე­ლებს დის­კუ­სი­ებს მო­მა­ვა­ლი წლის ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლის პოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ შემ­დგომ­ში ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ ჩვენს უკ­რა­ი­ნულ წევრთან, „უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან“ ყვე­ლა ამ სა­კი­თხზე“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წლე­ვან­დელ კონ­კურ­ში უკ­რა­ი­ნულ­მა ჯგუფ­მა "Kalush Orchestra“-მა გა­ი­მარ­ჯვა და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჯილ­დო აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­და. თან­ხა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­დას­ცა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

მაგას კიდე ახსნა უნდა?

ალექსანდრა
2

გაამარჯვებინეს უკრაინას ევროვიზიაზე...ზედმეტობაა ეს ყველაფერი და ცოტა სირცხვილიც..

ავტორი:

2023 წელს "ევროვიზია" უკრაინაში არ ჩატარდება - როგორ ხსნის გადაწყვეტილებას EBU

2023 წელს "ევროვიზია" უკრაინაში არ ჩატარდება - როგორ ხსნის გადაწყვეტილებას EBU

2023 წელს "ევროვიზია" უკრაინაში არ ჩატარდება. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ ავრცელებს.

"ევროპის მაუწყებელთა კავშირს" სრულად ესმის ის იმედგაცრუება, რომელიც ეხება განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არ შეიძლება, შედგეს უკრაინაში, წლევანდელი წლის გამარჯვებულ ქვეყანაში. ამის შესახებ "ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც წესი, სულ მცირე 10 000 ადამიანია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სამუშაოდ აკრედიტებული, მათ შორის მომსახურე პერსონალი, გუნდები და ჟურნალისტები. მოსალოდნელია, რომ კიდევ 30 000 გულშემატკივარი გაემგზავრება ღონისძიებაზე დასასწრებად მთელი მსოფლიოდან. მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი საზრუნავია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში, რომლებზეც ყველა მონაწილე მაუწყებელი თანხმდება, ნათლად წერია, რომ ღონისძიება შეიძლება, შეიცვალოს ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორიცაა მიმდინარე ომი.

გარდა ამისა, "ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ მესამე მხარის უსაფრთხოების ექსპერტთა რჩევა მოისმინა, რომლის მიხედვით, უკრაინაში ღონისძიების დაგეგმვისას საფრთხის შესამცირებლად შემოთავაზებული საპირისპირო ზომები არასაკმარისია საერთაშორისო საჯარო ღონისძიებისთვის და მიმდინარე კონფლიქტის გამო, მასობრივი მსხვერპლის რისკის რეიტინგი მაღალია.

უსაფრთხოების პრობლემების პარალელურად, უკრაინაში განგრძობითი კონფლიქტი დელეგაციებსა და მონაწილეებს აიძულებს, გაემგზავრონ ქვეყანაში მათი სურვილის გარეშე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კომენტარს, რომ უკრაინაში ომი „შეიძლება, წლები გაგრძელდეს“.

დასკვნების გამოტანისას, "ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ ასევე გაითვალისწინა, რომ ჩვენს ამჟამინდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის განმავლობაში უკრაინას არც ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკონცერტო ტური არ ეწვევა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ სინანულით მიიღო გადაწყვეტილება, გადაეტანა ღონისძიება სხვა ქვეყანაში და გააგრძელებს დისკუსიებს მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის შესაფერისი ადგილის პოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შემდგომში ვითანამშრომლებთ ჩვენს უკრაინულ წევრთან, „უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ყველა ამ საკითხზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

წლევანდელ კონკურში უკრაინულმა ჯგუფმა "Kalush Orchestra“-მა გაიმარჯვა და "ევროვიზიაზე“ მოპოვებული ჯილდო აუქციონზე გაყიდა. თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებს საჭიროებების უზრუნველსაყოფად გადასცა.