სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გველოდება ძალიან რთული 6 თვე - ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში" - გიორგი ქადაგიძე
"ჩვენ გველოდება ძალიან რთული 6 თვე - ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში" - გიორგი ქადაგიძე

"ჩვენ გვე­ლო­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი 6 თვე, რო­დე­საც ან ჩვენ და­ვა­კა­კუ­ნებთ ევ­რო­კავ­ში­რის კა­რებ­ზე ან გა­და­ვეშ­ვე­ბით რუ­სულ ჭა­ობ­ში", - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე "შინ ევ­რო­პის­კენ“ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ელო­დე­ბა 6 თვე, რო­დე­საც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა შეც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ჩა­ა­ტა­როს სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი.

"ჩვენ გვე­ლო­დე­ბა 6 თვე, რო­დე­საც უნდა გა­და­ვაგ­დოთ ოლი­გარ­ქია, შევ­ცვა­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩა­ვა­ტა­როთ სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ავირ­ჩი­ოთ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა და მი­ვუბ­რუნ­დეთ ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს და ვუ­თხრათ მათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ღირ­სი იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ შე­ას­რუ­ლა მათი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი - სა­ქარ­თვე­ლო ოლი­გარ­ქის გა­რე­შე.

რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეს­მის ხალ­ხის ხმა, რო­დე­საც ის დგას კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა, ის კარ­გავს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და ლე­გი­ტი­მა­ცია გა­და­დის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, ხალ­ხში და დღეს ლე­გი­ტი­მა­ცია არის აქ. დღეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თი­ა­ნო­ბის დრო. დღეს უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე, პრე­ფე­რენ­ცი­ებ­ზე ამა თუ იმ სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ ფრუსტრა­ცია, სა­კუ­თა­რი თა­ვის არ რწმე­ნა - უნდა ვირ­წმუ­ნოთ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შევ­ცვა­ლოთ და რომ ეს ქვე­ყა­ნა გვე­კუთ­ვნის ჩვენ“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შემ­დე­გი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია "ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი“.

"ძვირ­ფა­სე­ბო, პრო­ტეს­ტი უნდა იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ის უნდა გა­ი­შა­ლოს. ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით 24 რი­ცხვს, რო­დე­საც სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი იქ­ნე­ბა. პრო­ტეს­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და ლი­დე­რე­ბი ასე­ვე მუ­შა­ო­ბენ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან და ყვე­ლას­თან, სა­დაც სა­ჭი­როა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა, თუმ­ცა უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვენს საქ­მეს სხვა არა­ვინ გა­ა­კე­თებს - ის ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. მომ­დევ­ნო 6 თვე იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, უმ­ძი­მე­სი და იქ­ნე­ბა ბრძო­ლის 6 თვე იმი­სა, რომ ჩვენ გვე­კუთ­ვნის ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხი.

დიახ, ოლი­გარ­ქი არის ძლი­ე­რი, მას აქვს ბევ­რი ფული, ის აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს და მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ეს შე­უც­ვლე­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა ოლი­გარ­ქი და ავ­ტოკ­რა­ტი ასე ფიქ­რობ­და. ასე ფიქ­რობ­დნენ დიქ­ტა­ტო­რე­ბი და ავ­ტოკ­რა­ტე­ბი მუ­ბა­რა­კი­დან და­წყე­ბუ­ლი კა­და­ფით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხალ­ხის წი­ნა­შე ყვე­ლა უძ­ლუ­რია, რად­გან ხალ­ხის ხმა და რა­ო­დე­ნო­ბა არის ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ გა­მარ­ჯვე­ბას. ათ­ვლა და­წყე­ბუ­ლია კვი­რე­ბით და ყო­ველ კვი­რა მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა ქუ­ჩის და­უ­ღა­ლა­ვი, შე­უ­პო­ვა­რი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი. ჩვენ მხა­რეს არის სი­მარ­თლე და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ადეიშვილის მოადგილე პროკურორი და მერე "ქართუს" დამყაჩაღებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია ეს. ახია, ოცნება, შენზე, ეს რომ გარეთაა და სტუდენტებს წამლავს

anna
1

ამას ეტყობა კაი თანამდებობა დაპირდნენ, სულ ტყუილად იჭაჭები ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩვენ გველოდება ძალიან რთული 6 თვე - ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში" - გიორგი ქადაგიძე

"ჩვენ გველოდება ძალიან რთული 6 თვე - ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში" - გიორგი ქადაგიძე

"ჩვენ გველოდება ძალიან რთული 6 თვე, როდესაც ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ელოდება 6 თვე, როდესაც ქართველმა ხალხმა უნდა შეცვალოს ხელისუფლება და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.

"ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი იყოს ევროპული ოჯახის წევრი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - საქართველო ოლიგარქის გარეშე.

როდესაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ის დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში, ხალხში და დღეს ლეგიტიმაცია არის აქ. დღეს არის უპრეცედენტო ერთიანობის დრო. დღეს უნდა გავერთიანდეთ ადამიანები, რომელთაც გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენები პოლიტიკურ პარტიებზე, პრეფერენციებზე ამა თუ იმ საკითხებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ფრუსტრაცია, საკუთარი თავის არ რწმენა - უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ და რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში აუცილებელია "ორგანიზებული და თანმიმდევრული ქუჩის პროტესტი“.

"ძვირფასებო, პროტესტი უნდა იყოს ორგანიზებული, თანმიმდევრული და ის უნდა გაიშალოს. ჩვენ დაველოდებით 24 რიცხვს, როდესაც საბოლოო ვერდიქტი იქნება. პროტესტის ორგანიზატორები და ლიდერები ასევე მუშაობენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველასთან, სადაც საჭიროა ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს - ის ჩვენი გასაკეთებელია. მომდევნო 6 თვე იქნება უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი და იქნება ბრძოლის 6 თვე იმისა, რომ ჩვენ გვეკუთვნის ევროპული ოჯახი.

დიახ, ოლიგარქი არის ძლიერი, მას აქვს ბევრი ფული, ის აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და მათ ჰგონიათ, რომ ეს შეუცვლელია, მაგრამ ყველა ოლიგარქი და ავტოკრატი ასე ფიქრობდა. ასე ფიქრობდნენ დიქტატორები და ავტოკრატები მუბარაკიდან დაწყებული კადაფით დამთავრებული, მაგრამ ხალხის წინაშე ყველა უძლურია, რადგან ხალხის ხმა და რაოდენობა არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. ათვლა დაწყებულია კვირებით და ყოველ კვირა მთავარი იქნება ქუჩის დაუღალავი, შეუპოვარი, ორგანიზებული პროტესტი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.