სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება" - შალვა პაპუაშვილი
"ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება" - შალვა პაპუაშვილი

"ერთ ადა­მი­ან­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე დიდი დაკ­ნი­ნე­ბაა - კა­ნო­ნე­ბი ერთ ადა­მი­ან­ზე არ იწე­რე­ბა", - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე და ამ კონ­ტექ­სტში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე დას­მულ კი­თხვას.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლი იმა­საც ამ­ბობს, რომ "ჩვენ­თან ტრო­ი­კე­ბის მიდ­გო­მა აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­ში არის პრობ­ლე­მა".

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ჩა­ნა­წე­რი დე­ო­ლო­გარ­ქი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მი­ვე ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­კეთ­და.

"მათ შო­რის უფრო რთუ­ლად უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში - მი­თი­თე­ბაა კა­ნონ­სა და მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. მოლ­დო­ვა­ზეც არის ჩა­ნა­წე­რი. ამ ჩა­ნა­წე­რის მთა­ვა­რი არ­სია, რომ ფუ­ლად რე­სურ­სებს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა არ უნდა ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­ზე და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ას­პექ­ტებ­ზე.

ყვე­ლა ეს სა­კი­თხი არის გარ­კვე­უ­ლი დღის წეს­რი­გი იმის­თვის, რომ პი­რო­ბე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რო­გორც უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის შემ­თხვე­ვა­ში პი­რო­ბი­თია სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბაც და არ მი­ნი­ჭე­ბაც. რო­გორც უკ­რა­ი­ნამ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს პი­რო­ბე­ბი სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლომ - რათა მი­ი­ღოს. ყვე­ლა­ფერს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა მივ­ყვეთ. ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცია, როცა მსჯე­ლო­ბა იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტშიც.

შე­უძ­ლი­ათ, წი­ნა­და­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება" - შალვა პაპუაშვილი

"ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება" - შალვა პაპუაშვილი

"ერთ ადამიანზე კონცენტრირება, ევროკავშირის ყველაზე დიდი დაკნინებაა - კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციაზე და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილზე დასმულ კითხვას.

  • პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ "ჩვენთან ტროიკების მიდგომა აქტიურ ადამიანებში არის პრობლემა".

პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში ჩანაწერი დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით სამივე ქვეყანასთან მიმართებაში გაკეთდა.

"მათ შორის უფრო რთულად უკრაინასთან მიმართებაში - მითითებაა კანონსა და მის შესრულებაზე. მოლდოვაზეც არის ჩანაწერი. ამ ჩანაწერის მთავარი არსია, რომ ფულად რესურსებს გადაჭარბებული გავლენა არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტებზე.

ყველა ეს საკითხი არის გარკვეული დღის წესრიგი იმისთვის, რომ პირობები დაკმაყოფილდეს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პირობითია სტატუსის მინიჭებაც და არ მინიჭებაც. როგორც უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს პირობები სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე საქართველომ - რათა მიიღოს. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. ამ პროცესში ჩართული იქნება ოპოზიცია, როცა მსჯელობა იქნება პარლამენტშიც.

შეუძლიათ, წინადადებები წარმოადგინონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.