კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს" - სუს-ი
"ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს" - სუს-ი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18-19 ივ­ნისს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის მიმ­დე­ბა­რე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში აღ­მარ­თეს უკა­ნო­ნო ინ­სტა­ლა­ცია.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი, მოხ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ი­სა და ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. სა­კი­თხი მწვა­ვედ და­ის­მე­ბა ერგნე­თის ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ებ­ზე.

"უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცია და მის ფარ­გლებ­ში აღ­მარ­თუ­ლი უკა­ნო­ნო ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი ხელს უშ­ლის თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას, არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და აზი­ა­ნებს ად­გილ­ზე არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აი ია
0

რა საოცარი ხალხი ვართ, რომ მისცეს იმ ტერიტორიას საზღვრავენ, მოკითხეთ იმათ ვინც მისცა, ვინ ხელახლა დაარსა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა (ადრე ოლქი იყო, სხვაობას თუ ვერ ხვდებით აქ არ მომედავოთ) ხელისუფლებას კი ვურჩევ შეუცვალეთ მუხლები ციხეში რომ გიზით იმას და მიუსვით იმდროინდელი პარლამენტარები, ვინც ხმა მისცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაარსებას და მისი საზღვრების გაფართოებას. სხვაგვარად ამ ანექსიას ვერ შეაჩერებთ.

***
0

მცოცავი მტარვალები

ავტორი:

"ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს" - სუს-ი

"ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს" - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 18-19 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში აღმართეს უკანონო ინსტალაცია.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

"უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.