სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია" - ლომჯარია
"არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია" - ლომჯარია

ჩვენ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ომ­ბუდსმენ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცველს არ აქვს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­დის გვაქვს მი­მარ­თვა გა­კე­თე­ბუ­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის, პა­ტიმ­რის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით: რო­დე­საც იყო ისე­თი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რისი მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ რომ ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია გავ­ცეთ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის. ჩვენ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი მკურ­ნა­ლო­ბა.

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი უნდა ეცა­დოს მას შეს­თა­ვა­ზოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, თუ ეს არ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დე­ბა, მე, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცველს, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ვი­ხი­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვერ­სი­ე­ბი, რო­გორც რე­კო­მენ­და­ცია პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მი­მართ. მე, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველს, არ მაქვს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის გა­მო­რი­ცხუ­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

გა­და­ცე­მა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ო­ბა­ზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა „ბევრ რა­მეს შეც­ვლი­და“.

"გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა ბევრ რა­მეს შეც­ვლი­და. თუნ­დაც, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ეს რე­ზო­ლუ­ცია შე­საძ­ლოა ისე­თი კრი­ტი­კუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო, რომ არა ეს გა­ნა­ჩე­ნი. ალ­ბათ, ეს მათ­თვის იყო ბოლო წვე­თი, რომ მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ზე მი­ე­ღოთ რე­ზო­ლუ­ცია და დე­ბა­ტე­ბი გა­ე­მარ­თათ. ამ გა­ნა­ჩენ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ხელი შე­უ­წყო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში იმ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი დე­ბა­ტე­ბის და რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი ამ ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად, შე­საძ­ლოა შე­სა­ფე­რის მო­მენტს ელო­დე­ბა.

"შე­იძ­ლე­ბა ის გარ­კვე­ულ, შე­სა­ბა­მის მო­მენტს ელო­დე­ბა, ან ელო­დე­ბა, რომ ეს სა­კი­თხი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხვალ კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში, რო­გორც ერთ-ერთი რე­კო­მენ­და­ცია. შე­საძ­ლოა თვლის, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რად იქ­ნე­ბა მის­თვის უფრო არა­მომ­გე­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­ცესს, რა თქმა უნდა, ვე­ღარ შეც­ვლის, მაგ­რამ რა­ღაც პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბო­და. არ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ისე გა­ი­გოს, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა-არ შე­წყა­ლე­ბა­ზე გა­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი, ევ­რო­კავ­ში­რი ამის მი­ხედ­ვით აღარ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მან უბ­რა­ლოდ შე­ხე­და, რო­გორ იქ­ცე­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­სტი­ტუ­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nukri tabatadze
3

აუუუუუუ როდის გასდის ამას ვადა რონ დავისვენოთ??

და აი ისიც...
1

,,ნაცების ომბუდსმენს რა დაეტაკაა,,?! ასეთ განსხვავებულ გაცხადებას, რომ აკეთებს? უცნაურია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია" - ლომჯარია

"არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია" - ლომჯარია

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სახალხო დამცველს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.

"ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როდის გვაქვს მიმართვა გაკეთებული პენიტენციური სამსახურისთვის, პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით: როდესაც იყო ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისი მკურნალობის შესაძლებლობაც საქართველოში არ იყო. ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკული პაციენტებია. შესაბამისად, სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ რომ ასეთი რეკომენდაცია გავცეთ, დადასტურებულად უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია საქართველოში მისი მკურნალობა.

პენიტენციური სამსახური უნდა ეცადოს მას შესთავაზოს საქართველოში ადეკვატური მკურნალობის სერვისები და საშუალებები, თუ ეს არ იქნება შესაძლებელი და მისი მდგომარეობა დამძიმდება, მე, როგორც უფლებადამცველს, უკვე შესაძლებელია განვიხილო ალტერნატიული ვერსიები, როგორც რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მე, როგორც სახალხო დამცველს, არ მაქვს იმის მტკიცებულება, რომ მისი მკურნალობა საქართველოში არის გამორიცხული და შეუძლებელი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გადაცემაში სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თაობაზეც და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება „ბევრ რამეს შეცვლიდა“.

"გვარამიას შეწყალება ბევრ რამეს შეცვლიდა. თუნდაც, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია შესაძლოა ისეთი კრიტიკული არ ყოფილიყო, რომ არა ეს განაჩენი. ალბათ, ეს მათთვის იყო ბოლო წვეთი, რომ მედიის თავისუფლების საკითხებზე მიეღოთ რეზოლუცია და დებატები გაემართათ. ამ განაჩენმა გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ევროპარლამენტში იმ ძალიან კრიტიკული დებატების და რეზოლუციის მიღებას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადასადგმელად, შესაძლოა შესაფერის მომენტს ელოდება.

"შეიძლება ის გარკვეულ, შესაბამის მომენტს ელოდება, ან ელოდება, რომ ეს საკითხი მოხსენიებული იქნება ხვალ კომისიის დასკვნაში, როგორც ერთ-ერთი რეკომენდაცია. შესაძლოა თვლის, რომ ეს პოლიტიკურად იქნება მისთვის უფრო არამომგებიანი გადაწყვეტილება. ერთი გადაწყვეტილება პროცესს, რა თქმა უნდა, ვეღარ შეცვლის, მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი იქნებოდა. არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება-არ შეწყალებაზე გადის ეს ყველაფერი, ევროკავშირი ამის მიხედვით აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას, მან უბრალოდ შეხედა, როგორ იქცეოდა საქართველოს ინსტიტუტები“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.