კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით... ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები" - ომბუდსმენი
"დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით... ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები" - ომბუდსმენი

სა­შიშ­რო­ე­ბა და­ვი­ნა­ხე, რომ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, მა­ღალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პი­რებ­მა სა­ჯა­როდ, და­უ­ფა­რა­ვად და პირ­და­პირ გა­ავ­რცე­ლეს სკეპ­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ. გვი­თხრეს, რომ შე­საძ­ლოა მმარ­თველ წრე­ებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სა­კი­თხი, რომ ქვე­ყა­ნამ სა­ერ­თო­დაც გა­და­ხე­დოს მის მის­წრა­ფე­ბებს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე , - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი ტი­პის შეკ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც დღეს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი მი­ი­ღოს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ბოლო დრო­ინ­დელ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის­გან ის­მის, ვი­თა­რე­ბა უა­რე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, დღეს უკვე ევ­რო­პულ გზა­ზე, არა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად, არა­მედ ცალ­კე გან­ვი­ხი­ლე­ბით.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბის ჩვე­ნე­ბა არა უფრო ევ­რო­პის­თვის, არა­მედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ტი­პის შეკ­რე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გზავ­ნი­ლე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად და უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას მი­ვა­ნი­ჭებ­დი, რა არის ამ აქ­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნა, ვიდ­რე ვინ და რო­დის ეძა­ხის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საკ­რე­ბად. სა­შიშ­რო­ე­ბა და­ვი­ნა­ხე, რომ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, მა­ღალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პი­რებ­მა სა­ჯა­როდ, და­უ­ფა­რა­ვად და პირ­და­პირ გა­ავ­რცე­ლეს სკეპ­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ და გვი­თხრეს, რომ შე­საძ­ლოა მმარ­თველ წრე­ებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ, რომ ქვე­ყა­ნამ სა­ერ­თო­დაც გა­და­ხე­დოს მის მის­წრა­ფე­ბებს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე.

ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, მო­ვის­მი­ნეთ და­სავ­ლე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნა­ზე და ჩვენ ამოვ­ვარ­დით ამ ორ ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად ერთ კონ­ტექ­სტში მა­შინ, რო­დე­საც წლე­ბის წინ პი­რი­ქით იყო, სა­ქარ­თვე­ლო იყო მო­წი­ნა­ვე. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გის მომ­ტა­ნი. ჩვენ არ უნდა დავ­რჩეთ ამ "ტრი­ოს“ მიღ­მა, ეს "ტრიო“ არ უნდა და­ი­შა­ლოს და ერ­თნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ სა­მი­ვე ქვეყ­ნის მი­მართ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ეს უკან დაგ­ვხევს და სა­ხი­ფა­თო ზღვრამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ უკვე დაგ­ვი­ა­ნონ­სა, რომ თუ უარი იქ­ნე­ბა ან ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ისე­თი მო­თხოვ­ნე­ბი, რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ გა­და­ხე­და­ვენ ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბას.

არ ვიცი დარ­ჩე­ნილ დღე­ებ­ში რამე თუ გა­მო­ას­წო­რებს ვი­თა­რე­ბას და ძა­ლი­ან გულ­დას­წყვე­ტია, რომ ის 2-3 თვე, რაც გვქონ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა თუ რა­ი­მე გა­ა­კე­თა, და­ა­ზი­ა­ნა ჩვე­ნი შან­სე­ბი. თუ და­სა­წყის­ში ერ­თად გან­ვი­ხი­ლე­ბო­დით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბოლო დღე­ებ­ში სა­ერ­თოდ ორი ქვე­ყა­ნა გა­ნი­ხი­ლე­ბა და ჩვენ ცალ­კე ვართ. იმ გან­ცხა­დე­ბებ­მა, რაც ბოლო დღე­ებ­ში გა­კეთ­და, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო და არა­საკ­მა­რის­მა გა­ბე­დუ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ დღეს სა­ერ­თოდ ცალ­კე გან­ვი­ხი­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჩე!
0

ეს შენ "ამოვარდი" თორემ საქართველო თავის ადგილზეა!!!!

დგ
3

იმპიჩმენტი ქალბატონ დამცველს

ავტორი:

"დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით... ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები" - ომბუდსმენი

"დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით... ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები" - ომბუდსმენი

საშიშროება დავინახე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად, მაღალმა პოლიტიკურმა პირებმა საჯაროდ, დაუფარავად და პირდაპირ გაავრცელეს სკეპტიკური გზავნილები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ. გვითხრეს, რომ შესაძლოა მმართველ წრეებში განიხილებოდეს საკითხი, რომ ქვეყანამ საერთოდაც გადახედოს მის მისწრაფებებს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის შეკრებები, რომელიც დღეს პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გაიმართა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხისგან კონკრეტული გზავნილები მიიღოს.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ბოლო დროინდელმა განცხადებებმა, რომელიც "ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ისმის, ვითარება უარესობისკენ შეცვალა.

მისი განცხადებით, დღეს უკვე ევროპულ გზაზე, არა უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, არამედ ცალკე განვიხილებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ერთიანობის ჩვენება არა უფრო ევროპისთვის, არამედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეკრებები ხელისუფლებისთვის გზავნილების გასაკეთებლად და უფრო მეტ მნიშვნელობას მივანიჭებდი, რა არის ამ აქციების მოთხოვნა, ვიდრე ვინ და როდის ეძახის მოქალაქეებს შესაკრებად. საშიშროება დავინახე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად, მაღალმა პოლიტიკურმა პირებმა საჯაროდ, დაუფარავად და პირდაპირ გაავრცელეს სკეპტიკური გზავნილები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გვითხრეს, რომ შესაძლოა მმართველ წრეებში განიხილებოდეს საკითხი იმის შესახებ, რომ ქვეყანამ საერთოდაც გადახედოს მის მისწრაფებებს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე.

ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, მოვისმინეთ დასავლეთის ხელმძღვანელების განცხადება, რომ ისინი საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით ამ ორ ქვეყანასთან ერთად ერთ კონტექსტში მაშინ, როდესაც წლების წინ პირიქით იყო, საქართველო იყო მოწინავე. ეს არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ამ "ტრიოს“ მიღმა, ეს "ტრიო“ არ უნდა დაიშალოს და ერთნაირი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სამივე ქვეყნის მიმართ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ეს უკან დაგვხევს და სახიფათო ზღვრამდე მიგვიყვანს. მმართველმა პარტიამ უკვე დაგვიანონსა, რომ თუ უარი იქნება ან ევროკავშირის მხრიდან ისეთი მოთხოვნები, რაც მათთვის მიუღებელი იქნება, საერთოდ გადახედავენ ევროპულ მისწრაფებას.

არ ვიცი დარჩენილ დღეებში რამე თუ გამოასწორებს ვითარებას და ძალიან გულდასწყვეტია, რომ ის 2-3 თვე, რაც გვქონდა, ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები. თუ დასაწყისში ერთად განვიხილებოდით, გადაწყვეტილების ბოლო დღეებში საერთოდ ორი ქვეყანა განიხილება და ჩვენ ცალკე ვართ. იმ განცხადებებმა, რაც ბოლო დღეებში გაკეთდა, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან არასათანადო და არასაკმარისმა გაბედულებამ გარკვეული საკითხების გასაპროტესტებლად, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს საერთოდ ცალკე განვიხილებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.