სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ" - ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე
"ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ" - ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე

ის­ტო­რია და­გი­მახ­სოვ­რებთ ყვე­ლა უქ­ნა­რას და მედ­რო­ვეს, ვინც ახლა მთავ­რო­ბა­ში ან პარ­ლა­მენ­ტში ხართ და მშვი­დად უყუ­რებთ რო­გორ ნად­გურ­დე­ბა ჩვე­ნი უკე­თე­სი მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა“, - ასე აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას შე­ე­ხე­ბა.

ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა) უკვე არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­დე­საც არ ას­რუ­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

„ის­ტო­რია და­გი­მახ­სოვ­რებთ ყვე­ლა უქ­ნა­რას და მედ­რო­ვეს, ვინც ახლა მთავ­რო­ბა­ში ან პარ­ლა­მენ­ტში ხართ და მშვი­დად უყუ­რებთ რო­გორ ნად­გურ­დე­ბა ჩვე­ნი უკე­თე­სი მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა და ამას არა­თუ ხელს უშ­ლით, არა­მედ ამარ­თლებთ და ეფა­რე­ბით“, - წერს ნინო ლომ­ჯა­რია „ფე­ის­ბუქ­ში“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თლო, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის, ის „ყვე­ლა­ფერს ფარ­დას ახ­დის“.

„აქ ამ­პარ­ტავ­ნო­ბა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ისე ნუ წარ­მო­ვა­ჩენთ, რომ რა­ღა­ცას ვმა­თხოვ­რობთ და ვეხ­ვე­წე­ბით ვინ­მეს. ჩვენ არა­ფერს არ ვი­თხოვთ, სა­ჯა­როდ ვთქვი ბრი­უ­სელ­შიც, და­ვოს­შიც და ბრა­ტის­ლა­ვა­შიც, ჩვენ არა­ფერს არ ვი­თხოვთ და­უმ­სა­ხუ­რე­ბელს, მე ვი­თხოვ სა­მარ­თლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას, 17 ივ­ნისს იქ­ნე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­საზ­რე­ბა და 23-24 ივ­ნისს და­ვე­ლო­დე­ბი და მა­ნამ­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ რე­ზერ­ვა­ცი­ას, რომ უფრო მეტი არ ვი­ლა­პა­რა­კო ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე, თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი უსა­მარ­თლო, ისე­თი­ვე შე­უ­არ­ცხმყო­ფე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის, ვი­ტო­ვებ რე­ზერ­ვა­ცი­ას, რომ ყვე­ლა­ფერს ფარ­დას ავ­ხდი და ჩვენ ხალ­ხს ყვე­ლა­ფერს ვე­ტყვი“, - გა­ნუ­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
3

საქარᲗველოს სირცხვილი. პ/ს ეს ქალიც დასავლეᲗმა აიᲫულა რომ დაესვაᲗ Თანამდებობაზე, საᲭირო დროს გამოიყენებდნენ....

ვაჩე!
5

50 კაციან სუფრას ვკისრულობ ამ ქალის მსგავს რომ "მოქესტავენ"!!! მეტს ვერ გავქაჩავ, ვისაც სურვილი გაქვთ "ნემეცკი შოტი" და ვკეტავთ რესტორანს!

ავტორი:

"ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ" - ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე

"ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ" - ლომჯარია პრემიერის განცხადებაზე

ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა“, - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, - წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კომენტარი გააკეთა. პრემიერის განცხადებით, თუ გადაწყვეტილება უსამართლო, შეურაცხმყოფელი იქნება ქვეყნისთვის, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“.

„აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები და მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.