სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ" - საქართველოს ნაკრები ახალი გამარჯვებისთვის ემზადება: ფეხბურთელების კომენტარები
"მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ" - საქართველოს ნაკრები ახალი გამარჯვებისთვის ემზადება: ფეხბურთელების კომენტარები

ერთა ლი­გის მე­ო­რე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ბულ­გა­რე­თი 5:2 გა­ა­ნად­გუ­რა და მო­რი­გი გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მა.

  • ბულ­გა­რე­თი - სა­ქარ­თვე­ლო 2:5

გო­ლე­ბი: 0:1 და­ვი­თაშ­ვი­ლი (4), 0:2 ხრის­ტო­ვი (31 საკ. კარ­ში), 1:2 ილი­ე­ვი (49), 1:3 ზივ­ზი­ვა­ძე (52), 1:4 კვა­რა­ცხე­ლია (58, პენ), 1:5 ყა­ზა­იშ­ვი­ლი (70), 2:5 სტე­ფა­ნო­ვი (83)გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი პე­ნალ­ტი: კვეკ­ვეს­კი­რი (90+4)

ბულ­გა­რე­თი: მი­ხა­ი­ლო­ვი, ტუ­რი­ცო­ვი (პო­პო­ვი 64), ა. ხრის­ტო­ვი, ნე­დი­ალ­კო­ვი, იორ­და­ნო­ვი (პ. ხრის­ტო­ვი 46), ნე­დე­ლე­ვი (კრას­ტე­ვი 64), ჩო­ჩე­ვი, მი­ლა­ნო­ვი (სტე­ფა­ნო­ვი 46), დეს­პო­დო­ვი, მინ­ჩე­ვი (იან­კო­ვი 64), ილი­ე­ვი

სა­ქარ­თვე­ლო: ლო­რია, კა­კა­ბა­ძე (კი­ტე­იშ­ვი­ლი 84), კა­შია, ხო­ჭო­ლა­ვა, კვეკ­ვეს­კი­რი, აბურ­ჯა­ნია (გვი­ლია 75), კვირ­კვე­ლია, აზა­რო­ვი, და­ვი­თაშ­ვი­ლი (მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი 75), კვა­რა­ცხე­ლია (ყა­ზა­იშ­ვი­ლი 68), ზივ­ზი­ვა­ძე (მი­ქა­უ­ტა­ძე 6

9 ივ­ნისს "ჯვა­როს­ნე­ბი" სკო­პი­ე­ში ჩრდ. მა­კე­დო­ნი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. ჩვენს გუნდს გან­წყო­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი აქვს და გა­მარ­ჯვე­ბის გე­მოც დიდი ხა­ნია იგ­რძნეს.

გთა­ვა­ზობთ მატ­ჩის­შემ­დგომ კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ბულ­გა­რე­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თეს:

გუ­რამ კა­შია:

"ეს გა­მარ­ჯვე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს გა­უ­ხარ­დე­ბო­და, იმი­ტომ, რომ ბულ­გა­რეთ­თან რა­ღაც ცუ­დად მი­ე­წყო წარ­სულ­ში თა­მა­შე­ბი. რა თქმა უნდა, ეს შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცის და­სა­წყი­სი იყოს. 1 კვი­რა­ში კი­დევ ვე­თა­მა­შე­ბით თბი­ლის­ში. იმე­დია, მო­ე­და­ნი გა­ივ­სე­ბა და თქვენ რო­გორც იტყვით, რე­ვანშს ავი­ღებთ. რო­დე­საც გას­ვლით თა­მაშ­ზე დრო­შას ვხე­დავ, სი­ა­მა­ყით ვივ­სე­ბი. ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი რო­დე­საც ვნა­ხე, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, იმი­ტომ, რომ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გას­ვლით თა­მაშ­ზე თით­ქმის არას­დროს არ გვყო­ლია. დიდი მად­ლო­ბა მათ. მი­ვე­სალ­მე­ბი, თუ კი­დევ სად­მე შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ვიდ­ნენ. ძა­ლი­ან დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას და დახ­მა­რე­ბას გვიქ­მნი­ან გუნდს".

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია:

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ შევ­ძე­ლი და ჩემს ნაკ­რებს და­ვეხ­მა­რე, სა­გო­ლე გა­და­ცე­მით თუ გო­ლით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ამას. მა­კე­დო­ნი­ა­ში ჩავ­დი­ვართ, რომ რე­ვან­ში ავი­ღოთ. მათ­თან ძა­ლი­ან დიდი რა­ღაც გვაქვს დარ­ჩე­ნი­ლი, რაც უნდა მო­ვი­პო­ვოთ და უკან და­ვიბ­რუ­ნოთ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ. ჩვენ გვაქვს მი­ზა­ნი, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ხვდეთ".

ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი:

"პირ­ველ რიგ­ში, ამ გა­მარ­ჯვე­ბას ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარს მი­ვუ­ლო­ცავ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მაშს, ვფიქ­რობ, რომ რაც უნდა იყოს, ან­გა­რი­ში­დან გა­მომ­დი­ნა­რე მა­ინც რთუ­ლი იყო. თა­ვი­დან სწრა­ფი გოლი გა­ვი­ტა­ნეთ. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­დე­საც გოლს იტან, მაგ­რამ პირ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, გუნ­დის ინ­ტე­რე­სე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ასეთ ან­გა­რიშს, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა დიდი ან­გა­რი­შით იგებ. შეგ­ვეძ­ლო კი­დევ უფრო დიდი ან­გა­რი­შით გა­მარ­ჯვე­ბა და არ გაგ­ვეშ­ვა ის და­სა­ნა­ნი 2 გოლი, მაგ­რამ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი დღეს აქ გა­მარ­ჯვე­ბა იყო და გა­ვი­მარ­ჯვეთ. ბულ­გა­რეთ­თან რე­ვან­ში გვქონ­და ასა­ღე­ბი, ბო­ლოს ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში 1:4 დავ­მარ­ცხდით. კარ­გია, რომ მო­ვი­გეთ. შემ­დეგ თა­მაშ­ში ვეც­დე­ბით, რომ იგი­ვე­ნა­ი­რად და ამა­ზე მე­ტად ვი­თა­მა­შოთ. ყვე­ლამ ვი­ცით, ჩვენ­თვის მა­კე­დო­ნია რა მე­ტო­ქეა და რას წარ­მო­ად­გენს". წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

ამაღლებული და იმედიანი განწყობა კარგია ,მაგრამ არც მეტოქის შეუფასებლობა ვარგა,როგორც იტყვიან დაცვას მიხედე დაცვას,უაზროდ ბურთის მოგერიება,კუთხურიდან ჩაწოდებები ორი ჩამოწოდება ორი გოლი,დაცვაში სერიოზული პრობლემებია.

გოჩა
0

მოგება და წარმატებები სულ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ" - საქართველოს ნაკრები ახალი გამარჯვებისთვის ემზადება: ფეხბურთელების კომენტარები

"მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ" - საქართველოს ნაკრები ახალი გამარჯვებისთვის ემზადება: ფეხბურთელების კომენტარები

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 5:2 გაანადგურა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

  • ბულგარეთი - საქართველო 2:5

გოლები: 0:1 დავითაშვილი (4), 0:2 ხრისტოვი (31 საკ. კარში), 1:2 ილიევი (49), 1:3 ზივზივაძე (52), 1:4 კვარაცხელია (58, პენ), 1:5 ყაზაიშვილი (70), 2:5 სტეფანოვი (83)გამოუყენებელი პენალტი: კვეკვესკირი (90+4)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ტურიცოვი (პოპოვი 64), ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი (პ. ხრისტოვი 46), ნედელევი (კრასტევი 64), ჩოჩევი, მილანოვი (სტეფანოვი 46), დესპოდოვი, მინჩევი (იანკოვი 64), ილიევი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (კიტეიშვილი 84), კაშია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, აბურჯანია (გვილია 75), კვირკველია, აზაროვი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 75), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 68), ზივზივაძე (მიქაუტაძე 6

9 ივნისს "ჯვაროსნები" სკოპიეში ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდებიან. ჩვენს გუნდს განწყობა ამაღლებული აქვს და გამარჯვების გემოც დიდი ხანია იგრძნეს.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა ბულგარელების დამარცხების შემდეგ გააკეთეს:

გურამ კაშია:

"ეს გამარჯვება გულშემატკივარს გაუხარდებოდა, იმიტომ, რომ ბულგარეთთან რაღაც ცუდად მიეწყო წარსულში თამაშები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რაღაცის დასაწყისი იყოს. 1 კვირაში კიდევ ვეთამაშებით თბილისში. იმედია, მოედანი გაივსება და თქვენ როგორც იტყვით, რევანშს ავიღებთ. როდესაც გასვლით თამაშზე დროშას ვხედავ, სიამაყით ვივსები. ამდენი გულშემატკივარი როდესაც ვნახე, ძალიან, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ გულშემატკივარი გასვლით თამაშზე თითქმის არასდროს არ გვყოლია. დიდი მადლობა მათ. მივესალმები, თუ კიდევ სადმე შეიძლება წამოვიდნენ. ძალიან დიდ მოტივაციას და დახმარებას გვიქმნიან გუნდს".

ხვიჩა კვარაცხელია:

"მოხარული ვარ, რომ შევძელი და ჩემს ნაკრებს დავეხმარე, საგოლე გადაცემით თუ გოლით, მნიშვნელობა არ აქვს ამას. მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ. მათთან ძალიან დიდი რაღაც გვაქვს დარჩენილი, რაც უნდა მოვიპოვოთ და უკან დავიბრუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად მოვხვდეთ".

ზურიკო დავითაშვილი:

"პირველ რიგში, ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს მივულოცავ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ რაც უნდა იყოს, ანგარიშიდან გამომდინარე მაინც რთული იყო. თავიდან სწრაფი გოლი გავიტანეთ. სასიხარულოა, როდესაც გოლს იტან, მაგრამ პირველი, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესებია. რაც შეეხება ასეთ ანგარიშს, ძალიან სასიამოვნოა, როცა დიდი ანგარიშით იგებ. შეგვეძლო კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება და არ გაგვეშვა ის დასანანი 2 გოლი, მაგრამ მთავარი მიზანი დღეს აქ გამარჯვება იყო და გავიმარჯვეთ. ბულგარეთთან რევანში გვქონდა ასაღები, ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 დავმარცხდით. კარგია, რომ მოვიგეთ. შემდეგ თამაშში ვეცდებით, რომ იგივენაირად და ამაზე მეტად ვითამაშოთ. ყველამ ვიცით, ჩვენთვის მაკედონია რა მეტოქეა და რას წარმოადგენს". წაიკითხეთ სტატია სრულად