ეს კითხვა არარელევანტური და არაკორექტულია - რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს ალბათ, ვერ ავყვებით,- ასე პასუხობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.
მისივე თქმით, მისთვის პატივია საბჭოს წევრის სტატუსით შეუერთდეს ეროვნულ ბანკს.
"მე წარდგენილი ვარ, როგორც ეროვნულო ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს. ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. ჩემთვის დიდი პატივი და ერთი სიამოვნებაა ვიმუშაო პრეზიდენტთან და ვიცე- პრეზიდენტებთან ერთად. რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს ალბათ, ვერ ავყვებით,“ - განაცხადა თურნავამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი პრობლემა ინფლაციაა. თურნავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ამ პრობლემას ადეკვატურად პასუხობს.
"მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის იმ ნდობისთვის, რაც მან მე გამომიცხადა. ვფიქრობ, რთული პერიოდია მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, პროექტები, რომლის განხორციელებაც მოვახერხეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ვხედავთ, არის ინფლაცია, რომელიც არის გლობალური პრობლემა და ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა. ჩვენი გამკაცრებული, ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის ის, რაც პასუხობს ინფლაციას და ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე, დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. მე სწორედ ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ საინტერესო დროს აღმოვჩნდი საბჭოში, რომ ჩემი წილი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას,“ - განაცხადა თურნავამ.
ცნობისათვის, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავა უსმენს.
თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა.
ხელისუფლები ანატომიის მცოდნეებმა იციან, რომ პრეზიდენტები და დეპუტატები ტრადიციულად ტყემალზე ზიან ეკონომიკის და ფინანსების საქმეში , აი თურნავა და გოცრუიძე შევარდნაძის დროსაც, მიშას დროსაც, ახლაც ეკონომიკის და ფინანსების საქმის სადავეებთან იდგნენ, რომანა ვინ იყო, სად და როდის იცით ალბათ, რას შვებოდა თუ იცით ? და ეს ქალბატონი მამრაძის მოადგილეც იყო , თბილისის საკრებულოს ფინანსებსაც იმავე დროს მართავდა ! ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ამ ოცდაათი წლიდან 15 იყო და ახლო მახლოს , პირველი მოადგილეა ხერხემალი, მინისტრობის სამ წელიწადასაც თუ დაამატებთ და ახლა სებ წევრიც გახდება, ნათია და გოცრუიძე გამოდიან ეკონომიკის და ფინანსების ხერხემლები, ორი ხერხემალი ! გესმით ? არა ხომ ?!
ხომ დავინახეთ რომ ეკონომიკის მინისტრობის დროს ,ამ ქალბატონმა ,ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვერაფერი ვერ გააკეთა,ეხლა ეროვნულ ბანკში მაღალ პოზიციაზე ნიშნავენ,საკითხავია რა დამსახურებისათვის.