კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისაკენ" მიმდინარეობს
რა ვითარებაა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისაკენ" მიმდინარეობს

რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ­ცი­ას "ერ­თად ევ­რო­პის­კენ" მარ­თა­ვენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათი შეკ­რე­ბის მი­ზა­ნია მთელ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნონ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სურს ევ­რო­პა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი შე­უ­ერ­თდნენ.

აქ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნი გაჟ­ღერ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა­ზე ხელ­მო­წე­რით და­ფიქ­სი­რონ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მტკი­ცე არ­ჩე­ვა­ნი, რომ მათ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბა სურთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი დრო­შა შემ­დგომ­ში ბრი­უ­სელ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ტა­ნი­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი, ასე­ვე ბა­ნე­რე­ბი.

"ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ერ­თდე­ბით ამ აქ­ცი­ას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წა­მო­წყე­ბუ­ლი. ვხე­დავთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ევ­რო­პუ­ლი პარ­ტი­ე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით. ყვე­ლა ერ­თა­დერ­თი რა­მის თქმას ვცდი­ლობთ, რომ ეს ქვე­ყა­ნა იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პას და ამ პრო­ცეს­ში ერ­თა­დერ­თი წი­ნა­ღო­ბა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ევ­რო­კავ­ში­რის პრინ­ცი­პე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ ინი­ცი­ა­ტი­ვა ჩვენს ხელ­ში უნდა ავი­ღოთ და მთელ მსოფ­ლი­ოს გა­ვა­გო­ნოთ, რომ გვინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო, გვინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, არ გვინ­და ძა­ლა­დო­ბა. გვინ­და ისე­თი ქვე­ყა­ნა, რა­ზეც დღეს ევ­რო­კავ­ში­რი დგას. დღე­ვან­დე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა­ზე ხელ­მო­წე­რა ბრი­უ­სელ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პარ­ტია "დრო­ას" ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე მწარეა
4

ელენე ხოშტარიას ევროპელობა არ გაიშვას! ყოველ ნაბიჯზე როგორ აბოლებენ ხალხს! სპონტანურადო ხალხო, სპონტანურადო!!

???
5

ვაი თქვენს პატრონს?!

ავტორი:

რა ვითარებაა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისაკენ" მიმდინარეობს

რა ვითარებაა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისაკენ" მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას "ერთად ევროპისკენ" მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველოს სურს ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, თუმცა პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეუერთდნენ.

აქციაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაფიქსირონ ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, რომ მათ ევროპული ოჯახის წევრობა სურთ. აღნიშნული დროშა შემდგომში ბრიუსელში გაიგზავნება.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები.

"ჩვენ სიამოვნებით ვუერთდებით ამ აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ჩვენი მოქალაქეების წამოწყებული. ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპული პარტიები, მოქალაქეები ვიკრიბებით. ყველა ერთადერთი რამის თქმას ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმსახურებს ევროპას და ამ პროცესში ერთადერთი წინაღობა არის "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირის პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ, ჩვენ ინიციატივა ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ და მთელ მსოფლიოს გავაგონოთ, რომ გვინდა თავისუფალი სასამართლო, გვინდა თავისუფალი მედია, არ გვინდა ძალადობა. გვინდა ისეთი ქვეყანა, რაზეც დღეს ევროკავშირი დგას. დღევანდელი ინიციატივაა, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერა ბრიუსელში გაიგზავნება", - განაცხადა პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.