კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაისში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?
მაისში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?

2022 წლის მა­ის­ში, ხილ­ზე და ყუ­რძენ­ზე, პურ­ზე, თევ­ზე­ულ­ზე, ზეთ­ზე, მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ზე და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლებ­ზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

„საქსტა­ტის“ ცნო­ბით­ვე, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და რძის, ყვე­ლის და კვერ­ცხის ქვეჯ­გუფ­ზე.

2022 წლის მა­ის­ში წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 1.1 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 13.3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ას, აღ­ნიშ­ნულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2022 წლის მა­ის­ში, გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 5.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე წლი­უ­რი სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6.7 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა.

ყო­ველ­თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, წყა­ლი, ელ.ენერ­გია, აირი: ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 6.2 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა, რაც 0.64 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა თვის ინფლა­ცი­ა­ზე. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ფაქ­ტი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე (20.6 პრო­ცენ­ტი), სა­ცხოვ­რებ­ლის მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლა და შე­კე­თე­ბა (0.3 პრო­ცენ­ტი); სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 0.8 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.19 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (13.0 პრო­ცენ­ტი), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (4.8 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (1.8 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (1.6 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (1.2 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და რძის, ყვე­ლის და კვერ­ცხის ქვეჯ­გუფ­ზე (-4.5 პრო­ცენ­ტი); ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­სა და თამ­ბა­ქოს ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 1.3 პრო­ცენ­ტით, რაც 0.08 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა მთლი­ა­ნი ინ­დექ­სის ზრდა­ზე. ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლია რო­გორც ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე (2.0 პრო­ცენ­ტი), ისე თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე (0.3 პრო­ცენ­ტი)“, - ნათ­ქვა­მია „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ათწლეულების მანძილზე ჩვენ ოჯახში, საბურთალოზე მშვენიერი ხარისხიანი და ნატურალური რძის პროდუქტები მოჰქონდათ ლისის ერთერთ სოფლიდან. დღეს კიდევ გამოგვიცხადეს, რომ ამიერიდან ვერ მოიტანენ. მიზეზი ყოფილა ოჯახიდან 3 ძროხიდან 2 იძულებით გაყიდვა. როგორც აგვიხსნეს საშინლად გაძვირდა საქონლის ქვების კომპონენტები საწვავის გაძვირების გამო, რასაც ვერ აუდიან. აი ასეთი მდგომარეობა ყოფილა სოფლებში, დიდი ფერმებიც კი იხურება. ამის გამო მოსახლეობას უწევს გავრცელებული ფალსიფიცირებული რძის პროდუქტებით დაკმაყოფილდეს.შედარებაც კი არ არის განვითარებულ ქვეყნებთან, სადაც სოფლის მეურნეობა ყოველთვის დოტაციაზე ვითარდება.

ნიკოლი
5

საზღვარგარეთაც ფასები ძალიან არის გაზრდილი. არავინ გყავთ ნაცნობი რომ ჰკითხოთ? 

ავტორი:

მაისში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?

მაისში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?

2022 წლის მაისში, ხილზე და ყურძენზე, პურზე, თევზეულზე, ზეთზე, მინერალურ წყლებზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობითვე, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე.

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (20.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.8 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.3 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.