კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი" - ვოლოდიმირ ზელენსკი ლუქსემბურგის პარლამენტს
"უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი" - ვოლოდიმირ ზელენსკი ლუქსემბურგის პარლამენტს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ლუქ­სემ­ბურ­გის პარ­ლა­მენ­ტში ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვე­ყა­ნა თავს უკვე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რად თვლის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Deutsche Welle ავ­რცე­ლებს.

  • "უკ­რა­ი­ნა უკვე გახ­და ევ­რო­კავ­ში­რის დე ფაქ­ტო წევ­რი. მე მჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით უკვე აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პულ კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

პარ­ლა­მენ­ტის­თვის მი­მარ­თვი­სას, ზე­ლენ­სკიმ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­ხე­ლით არ მო­იხ­სე­ნია, მაგ­რამ მას­ზე ირი­ბად მი­უ­თი­თა.

"თქვენ ამ პი­როვ­ნე­ბას ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში ხელი უნდა შე­უ­შა­ლოთ. თუ ჩვენ ერ­თად ამ ადა­მი­ა­ნის გა­ჩე­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, მა­შინ ეს არის ბნე­ლი სა­ა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მოვ­ცა­დეთ“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ პუ­ტინ­ზე სა­უბ­რი­სას.

  • ზე­ლენ­სკიმ ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი უნდა და­წეს­დეს.

რუ­სულ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ჯარ­მა მთე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი დონ­ბა­სი თით­ქმის გა­ა­ნად­გუ­რა და მზად არის ადა­მი­ან­თა ხოც­ვა გა­ნაგ­რძოს, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ლუქ­სემ­ბურ­გის პარ­ლა­მენ­ტის­თვის მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლია თავი და­იც­ვას ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი რუ­სუ­ლი ჯა­რის­გან.

"რუ­სე­თის ყვე­ლა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბა ჩარ­თუ­ლია ამ აგ­რე­სი­ა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ და ამას­თან აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 30 ათას­ზე მეტი რუსი სამ­ხედ­როა გარ­დაც­ვლი­ლი.

"ეს უფრო მე­ტია, ვიდ­რე საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა და­კარ­გა ავ­ღა­ნეთ­ში 10-წლი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­ტია, ვიდ­რე რუ­სეთ­მა და­კარ­გა ჩეჩ­ნე­თის ორი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს სა­ხელ­მწი­ფო მზად არის კი­დევ და­კარ­გოს და კი­დევ მოკ­ლას, იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს რუ­სეთ­ში არ სურს, დავ­რჩეთ ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ.

რუ­სულ­მა ჯარ­მა უკვე თით­ქმის მთე­ლი დონ­ბა­სი გა­ა­ნად­გუ­რა. ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ინ­დუსტრი­უ­ლი ცენ­ტრი უბ­რა­ლოდ და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია. ოკუ­პან­ტე­ბი იქ ქა­ლაქს ქა­ლაქ­ზე ანად­გუ­რე­ბენ. საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ მა­რი­უ­პო­ლის შემ­თხვე­ვა. იქ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა იყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქი. ახლა იქ დამ­წვა­რი ნან­გრე­ვე­ბია და ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით ზუს­ტად, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს იქ ოკუ­პან­ტებ­მა, სულ მცი­რე 10 ათა­სი - ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი 100 დღე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში“,- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ზე­ლენ­სკის თქმით, სწო­რედ ეს არის ამ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­ხა­სი­ა­თე­ბა და ამი­ტომ სთხოვს უკ­რა­ი­ნა ასე ხმა­მაღ­ლა მთელ მსოფ­ლი­ოს თა­ნად­გო­მას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თავ­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"სწო­რედ ახლა, რუ­სე­თის ეს ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის გა­დამ­წყვე­ტი ევ­რო­პის­თვი­საც, ეს არის ომი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის.

რო­დე­საც ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ ამ ომში, ყვე­ლა ევ­რო­პე­ლი შეძ­ლებს მო­მა­ვალ­შიც დატ­კბეს თა­ვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბით. მაგ­რამ თუ ეს ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­ა­ჭარ­ბებს, რო­მელ­საც სურს ნე­ბის­მი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­პა­ში, მა­შინ კონ­ტი­ნენტზე ყვე­ლას­თვის დად­გე­ბა ბნე­ლი დრო, ისე­თი, რო­გო­რიც უკვე იყო ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც კონ­ტი­ნენტს მო­უ­ტა­ნა ბევ­რი ტკი­ვი­ლი და მსხვერ­პლი. ტი­რა­ნია უნდა და­მარ­ცხდეს, რათა ევ­რო­პამ შეძ­ლოს დარ­ჩეს ისე­თი, რო­გო­რიც ის არის - თა­ვი­სუ­ფა­ლი, ღია, ერ­თი­ა­ნი და უნა­რის მქო­ნე იყოს ძლი­ე­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიმი
4

დე ფაქტო კი მაგრამ, ფაქტომ როგორაა დე ს გარეშე.

დათო
2

რომელ ევროკავშირის წევრზე არის ლაპარაკი .... ერთი ქვეყანა რომელიც გაანადგურეთ თავის ხალხიანად და მთელ დასავლეთს კიდია საერთოდ ... ყველას უნდა თქვენ პოლიგონზე რუსეთთან ანგარიში გაუწიოს ....

ავტორი:

"უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი" - ვოლოდიმირ ზელენსკი ლუქსემბურგის პარლამენტს

"უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი" - ვოლოდიმირ ზელენსკი ლუქსემბურგის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავს უკვე ევროკავშირის წევრად თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

  • "უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი. მე მჯერა, რომ უკრაინა თავისი ქმედებებით უკვე აჩვენებს, რომ ევროპულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პარლამენტისთვის მიმართვისას, ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახელით არ მოიხსენია, მაგრამ მასზე ირიბად მიუთითა.

"თქვენ ამ პიროვნებას ევროპული ღირებულებების განადგურებაში ხელი უნდა შეუშალოთ. თუ ჩვენ ერთად ამ ადამიანის გაჩერება ვერ მოვახერხეთ, მაშინ ეს არის ბნელი საათები, რომლებიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში გამოვცადეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ პუტინზე საუბრისას.

  • ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები უნდა დაწესდეს.

რუსულმა საოკუპაციო ჯარმა მთელი უკრაინული დონბასი თითქმის გაანადგურა და მზად არის ადამიანთა ხოცვა განაგრძოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იძულებულია თავი დაიცვას ფაქტობრივად მთელი რუსული ჯარისგან.

"რუსეთის ყველა ბრძოლისუნარიანი სამხედრო ფორმირება ჩართულია ამ აგრესიაში“,- განაცხადა ზელენსკიმ და ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 30 ათასზე მეტი რუსი სამხედროა გარდაცვლილი.

"ეს უფრო მეტია, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში 10-წლიანი ომის განმავლობაში. მეტია, ვიდრე რუსეთმა დაკარგა ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში. ეს სახელმწიფო მზად არის კიდევ დაკარგოს და კიდევ მოკლას, იმიტომ, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს რუსეთში არ სურს, დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ.

რუსულმა ჯარმა უკვე თითქმის მთელი დონბასი გაანადგურა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინდუსტრიული ცენტრი უბრალოდ დაცარიელებულია. ოკუპანტები იქ ქალაქს ქალაქზე ანადგურებენ. საკმარისია მხოლოდ მარიუპოლის შემთხვევა. იქ ნახევარი მილიონი მოსახლეობა იყო, ჩვეულებრივი მშვიდობიანი ცხოვრება, მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი. ახლა იქ დამწვარი ნანგრევებია და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, რამდენი ადამიანი მოკლეს იქ ოკუპანტებმა, სულ მცირე 10 ათასი - ათობით ათასი ადამიანი 100 დღეზე ნაკლებ დროში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, სწორედ ეს არის ამ სრულმასშტაბიანი ომის დახასიათება და ამიტომ სთხოვს უკრაინა ასე ხმამაღლა მთელ მსოფლიოს თანადგომას, განსაკუთრებით კი თავდაცვითი მიმართულებით.

"სწორედ ახლა, რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ არის გადამწყვეტი ევროპისთვისაც, ეს არის ომი ღირებულებებისთვის.

როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, ყველა ევროპელი შეძლებს მომავალშიც დატკბეს თავისი თავისუფლებით. მაგრამ თუ ეს ერთი ადამიანი გადააჭარბებს, რომელსაც სურს ნებისმიერი თავისუფლების განადგურება უკრაინასა და ევროპაში, მაშინ კონტინენტზე ყველასთვის დადგება ბნელი დრო, ისეთი, როგორიც უკვე იყო ევროპის ისტორიაში, რომელმაც კონტინენტს მოუტანა ბევრი ტკივილი და მსხვერპლი. ტირანია უნდა დამარცხდეს, რათა ევროპამ შეძლოს დარჩეს ისეთი, როგორიც ის არის - თავისუფალი, ღია, ერთიანი და უნარის მქონე იყოს ძლიერი მრავალფეროვნებაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.