სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია მამისკენ გაეშურა... მის შესახებ ბევრი ითქმება, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს საზოგადოებას" - რა ისტორიას იხსენებს დავით მაღრაძე ილია ელოშვილსა და აფხაზეთის ომზე?
"ილია მამისკენ გაეშურა... მის შესახებ ბევრი ითქმება, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს საზოგადოებას" - რა ისტორიას იხსენებს დავით მაღრაძე ილია ელოშვილსა და აფხაზეთის ომზე?

პო­ე­ტი დათო მაღ­რა­ძე თბი­ლი­სის მე­რის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე, ილია ელოშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

პო­ე­ტი ილია ელოშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს.

"აფხა­ზეთ­ში ომია... ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავს არ ზო­გა­ვენ და მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­და­პირ ცე­ცხლის ხა­ზი­დან აწ­ვდი­ან ახალ-ახალ რე­პორ­ტა­ჟებს. ერთ-ერთი ასე­თი რე­პორ­ტა­ჟი­სას, წა­მით ეკ­რან­ზე გაკ­რთა კად­რი - პირ­ტიტ­ვე­ლი ჭა­ბუ­კი, ხელ­ში ავ­ტო­მა­ტით და სი­გა­რე­ტით მი­მარ­თავს ოპე­რა­ტორს: - ნუ მი­ღებთ რა, მა­მა­ჩემ­თან არ ვე­წე­ვიო...

ვფიქ­რობ, კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია, მაგ­რამ მა­ინც მინ­და ვთქვა, რომ ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა მა­მამ იცის რომ შვი­ლი სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავს წი­რავს, თუმ­ცა ეს თავ­გან­წირ­ვა მა­მაშ­ვი­ლო­ბის ფა­ქი­ზი სი­მე­ბის ჰარ­მო­ნი­ას არ არ­ღვევს. ყმაწ­ვი­ლი კაცი ილია ელოშ­ვი­ლია, მამა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი და სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე ომარ ელოშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
13:26 / 01-06-2022

"დანაშაულის ნიშნები არ არის... " - რას აცხადებს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზზე

15:27 / 01-06-2022

"დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი" - კახა კალაძე ილია ელოშვილის შესახებ წერს

17:28 / 01-06-2022

"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა... მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე ეს ტკივილი" - რას წერს ირაკლი კობახიძე ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე?

19:42 / 01-06-2022

"ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა... მებრძოლი სულის ბიჭი იყო" - ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან: რას წერს გარდაცვლილის მეგობარი?

20:15 / 01-06-2022

"ქართველი ჩინოვნიკების დიდ არმიაში ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და წესიერებით" - რას წერს ხუხაშვილი ელოშვილზე?

16:17 / 02-06-2022

"ომში ილოს "ბახალა“ შევარქვით, ყველაზე პატარა იყო, ვცდილობდით, წინა პოზიციებზე არ გაგვეშვა, მაგრამ არ იშლიდა..." - რას ჰყვება ილია ელოშვილზე მისი თანამებრძოლი?

დღეს ილია მა­მი­სა­კენ გა­ე­შუ­რა იმ მა­მაშ­ვი­ლო­ბის ჰარ­მო­ნი­ის აღ­სად­გე­ნად, მა­მის სიკ­ვდილ­მა რომ დრო­ე­ბით და­არ­ღვია. ვიცი, ბევ­რი ით­ქმე­ბა ილია ელოშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში კახი კა­ლა­ძეს­თან და თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად მისი ღირ­სე­უ­ლი წვლი­ლის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არ მინ­და ის კად­რი გა­მორ­ჩეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, სა­მუ­და­მოდ უნდა გაჰ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად",- აცხა­დებს დათო მაღ­რა­ძე.

სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეც:

"მტკივ­ნე­უ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი დღეა ყვე­ლას­თვის, ვინც იც­ნობ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ და მას­ზე მო­ა­მა­გე, სი­კე­თით სავ­სე გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ანს ილია ელოშ­ვილს.

ვი­ზი­ა­რებ ილია ელოშ­ვი­ლის ოჯა­ხის, მისი მე­გობ­რე­ბის, კო­ლე­გე­ბის, თბი­ლი­სის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტკი­ვილს. მად­ლო­ბა ილი­ას მე­გობ­რო­ბის­თვის," - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო. ილია ელოშ­ვი­ლი 47 წლის იყო, მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
59

აი სამწუხარო მაგალითი მასმედიის უნიათობის , პოლიტიკას რომ გადააყოლეს ყველაფერი, რა ბიჭი გვყოლია და რამდენი ტალახია ნასროლი, და იქნებ გამოასწორონ აწი და ეხ.................. ნაცებო რაო რა თქვით?

ტამარი
15

რატომ დაიგუპა/. მოკლეს ტუ ტვიტონ მოია ტავი???

ავტორი:

"ილია მამისკენ გაეშურა... მის შესახებ ბევრი ითქმება, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს საზოგადოებას" - რა ისტორიას იხსენებს დავით მაღრაძე ილია ელოშვილსა და აფხაზეთის ომზე?

"ილია მამისკენ გაეშურა... მის შესახებ ბევრი ითქმება, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს საზოგადოებას" - რა ისტორიას იხსენებს დავით მაღრაძე ილია ელოშვილსა და აფხაზეთის ომზე?

პოეტი დათო მაღრაძე თბილისის მერის ყოფილ მოადგილე, ილია ელოშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პოეტი ილია ელოშვილთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

"აფხაზეთში ომია... ქართველი ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და მოსახლეობას პირდაპირ ცეცხლის ხაზიდან აწვდიან ახალ-ახალ რეპორტაჟებს. ერთ-ერთი ასეთი რეპორტაჟისას, წამით ეკრანზე გაკრთა კადრი - პირტიტველი ჭაბუკი, ხელში ავტომატით და სიგარეტით მიმართავს ოპერატორს: - ნუ მიღებთ რა, მამაჩემთან არ ვეწევიო...

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მამამ იცის რომ შვილი სამშობლოსათვის თავს წირავს, თუმცა ეს თავგანწირვა მამაშვილობის ფაქიზი სიმების ჰარმონიას არ არღვევს. ყმაწვილი კაცი ილია ელოშვილია, მამა ცნობილი ქართველი ვაჟკაცი და სახელმწიფო მოღვაწე ომარ ელოშვილი.

დღეს ილია მამისაკენ გაეშურა იმ მამაშვილობის ჰარმონიის აღსადგენად, მამის სიკვდილმა რომ დროებით დაარღვია. ვიცი, ბევრი ითქმება ილია ელოშვილის შესახებ. ახალი საქართველოს მშენებლობაში კახი კალაძესთან და თანაგუნდელებთან ერთად მისი ღირსეული წვლილის შესახებ, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა გაჰყვეს საქართველოს მომავალ თაობებს, საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად",- აცხადებს დათო მაღრაძე.

სამძიმრის წერილს ავრცელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც:

"მტკივნეული და ტრაგიკული დღეა ყველასთვის, ვინც იცნობდა ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულ და მასზე მოამაგე, სიკეთით სავსე გამორჩეულ ადამიანს ილია ელოშვილს.

ვიზიარებ ილია ელოშვილის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების, თბილისის და მთელი საქართველოს ტკივილს. მადლობა ილიას მეგობრობისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.