სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" - დაპირისპირება და აქციები სომხეთში და გეზი ევროპისკენ
"სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" - დაპირისპირება და აქციები სომხეთში და გეზი ევროპისკენ

უკვე თვე­ზე მე­ტია, სომ­ხეთ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში აქ­ცი­ებს აწყო­ბენ. ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სრუ­ლი­ად სხვა სიბ­რტყე­ში გა­და­იყ­ვა­ნა, რაც "ეროვ­ნუ­ლი კონ­ტექ­სტი­დან სრუ­ლი­ად ამო­ვარ­დნი­ლია."

მა­თი­ვე თქმით, "პრე­მი­ე­რი ახლა სომ­ხე­თი­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის თე­მით, რო­მე­ლიც გე­ო­პო­ლი­ტი­კურ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა, აზერ­ბა­ი­ჯან­თან და და­ნარ­ჩენ მომ­ხრე­ებ­თან თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან ვაჭ­რობს."

მას შემ­დეგ, რაც ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი­სა და ილ­ჰამ ალი­ე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა, სომ­ხეთ­ში ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა. სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი "ქვეყ­ნი­სა და სო­მე­ხი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ღა­ლა­ტობს” და ამა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აყო­ლი­ე­ბა­საც ცდი­ლობს.

რა მოჰ­ყვა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, დე­ტა­ლე­ბი ბო­ლომ­დე ცნო­ბი­ლი არ არის. ევ­რო­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, შარლ მი­შე­ლი ამ­ბობს, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­სია უნდა შე­იქ­მნას. მი­შელ­მა მხა­რე­ე­ბის პრინ­ცი­პულ შე­თან­ხმე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის განბ­ლოკ­ვა­ზე შე­თანხდნენ. სა­უ­ბა­რია, და­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ნა­ხი­ჩე­ვანს შო­რის, ასე­ვე სომ­ხე­თის სხვა­დას­ხვა ნა­წილს შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტით ორი­ვე ქვეყ­ნის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რით სარ­გებ­ლო­ბა­ზე, რაც სა­ზღვრის მარ­თვის, უსაფრ­თხო­ე­ბის, მი­წის გა­და­სა­ხა­დის, ასე­ვე სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის სა­კითხს მო­ი­ცავს.

გუ­შინ ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ებს უკვე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნი­და­ნაც შე­ურთდნენ. kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი გზა გა­და­კე­ტეს შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და ლო­ზუნ­გე­ბით - "ერ­თი­ა­ნო­ბა, ბრძო­ლა, გა­მარ­ჯვე­ბა," "ნი­კო­ლი-მო­ღა­ლა­ტე", "ბრძო­ლა სომ­ხე­თი­სა და არ­ცა­ხის (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი) სა­ხე­ლით." მათი პრო­ტეს­ტი უკვე თვე­ზე მე­ტია, ოპო­ზი­ცი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­ის მიერ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ის მე­დია, რო­მე­ლიც ახლა ოპო­ზი­ცი­ას უჭერს მხარს, პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ნდო­ბით არ სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­ვლამ­დე გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებს, ფა­ში­ა­ნი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ნა­წყოს და ქვე­ყა­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ა­წყოს.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ოპო­ზი­ცია ძა­ლი­ან ბევრ ფულს ხარ­ჯავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით აქ­ცი­ებს ვერ გას­ცდნენ, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ძა­ლი­ან მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნია. "ეს კი ნიშ­ნავს, რომ სომ­ხე­თი დიდი და­ნა­კარ­გის ფა­სად, მაგ­რამ ნელ-ნელა ევ­რო­პის­კენ მი­დის", -აცხა­დე­ბენ ისი­ნი.

  • "ახლა ერე­ვან­ში მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ბედი წყდე­ბა და ჩვენ გვერ­დით დგო­მის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. არ უნდა და­ვუშ­ვათ ჩვე­ნი ბედი ჩვენს გა­რე­შე გა­და­წყვი­ტონ, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, მუდ­მი­ვად შე­ვახ­სე­ნოთ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა, რომ ცო­ცხლე­ბი ვართ და ჩვე­ნი­ვე მი­წა­ზე სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად ბრძო­ლის­თვის მზად ვართ", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ვი­ლენ სარ­ქსი­ა­ნი.

"ახლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­მოც­დას ვა­ბა­რებთ, ყვე­ლა გათ­ვლით. რო­გორც მმარ­თვე­ლი გუნ­დი, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ახლა გა­ირ­კვე­ვა, რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია პრაგ­მა­ტუ­ლი გათ­ვლის გა­კე­თე­ბა და თუნ­დაც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ევ­რო­პის­კენ გა­ხედ­ვა. ან უკან, რუ­სუ­ლი წარ­სუ­ლის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა. კარ­გია, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი არ შე­უ­შინ­და მო­წი­ნა­აღ­დე­გე­ებს და პო­ლი­ცი­ას ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­ვა­ლა.

სომ­ხე­თი უკან, პრო­რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ არ უნდა დაბ­რუნ­დეს, რა­დაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ფორმ არ­მა­თუ­ნი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ჰას­მიკ აბ­რა­ჰა­მი­ა­ნის თქმით, - "პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ფა­ში­ნი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხე­ბი აამ­ხედ­რონ, რაც ნა­წი­ლობ­რივ გა­მო­უ­ვი­დათ კი­დეც, ისი­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ", თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს მუხ­ტი საკ­მა­რი­სი არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად.

"უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ზოგი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, ზოგ­საც მუხ­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და. და­კა­ვე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. თავს არ ზო­გა­ვენ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბიც, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი, რუს მფარ­ვე­ლებ­თან ერ­თად ცდი­ლო­ბენ სი­ტუ­ა­ცია ბო­ლომ­დე არი­ონ, რომ შემ­დეგ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­ვიდ­ნენ", - ამ­ბობს აბ­რა­ჰა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკირტუმა
0

ახპერ ჯან, ვაა სომხური კმარა გაეძრო )))))))

გიორგი
0

ანუ ეხლა არა ხართ და 2,5 მილიონი სომეხი ,საიდანაც 1,8 მილიონი რუსეთის მოქალაქეა სხვაგან ცხოვრობს და მუშაობს? ორს სკამზე ჯდომა იმითაა ცუდი ,რომ ადრე თუ გვიან გადმოვარდები,რაც მოგივიდათ კიდევაც, ყარაბახია მაგის მაგალითი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" - დაპირისპირება და აქციები სომხეთში და გეზი ევროპისკენ

"სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს" - დაპირისპირება და აქციები სომხეთში და გეზი ევროპისკენ

უკვე თვეზე მეტია, სომხეთში ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქის ცენტრში აქციებს აწყობენ. ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები სრულიად სხვა სიბრტყეში გადაიყვანა, რაც "ეროვნული კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია."

მათივე თქმით, "პრემიერი ახლა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის თემით, რომელიც გეოპოლიტიკურ აუქციონზე გაიტანა, აზერბაიჯანთან და დანარჩენ მომხრეებთან თუ მოწინააღმდეგეებთან ვაჭრობს."

მას შემდეგ, რაც ბრიუსელში, ევროსაბჭოს ხელმძღვანელის შუამავლობით, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებები გაიმართა, სომხეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. საპარლამენტო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფაშინიანი "ქვეყნისა და სომეხი ხალხის ინტერესებს ღალატობს” და ამაში მოსახლეობის აყოლიებასაც ცდილობს.

რა მოჰყვა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოლაპარაკებებს, დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის. ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისია უნდა შეიქმნას. მიშელმა მხარეების პრინციპულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი კომუნიკაციების განბლოკვაზე შეთანხდნენ. საუბარია, დასავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, ასევე სომხეთის სხვადასხვა ნაწილს შორის, აზერბაიჯანის გავლით, საერთაშორისო ტრანსპორტით ორივე ქვეყნის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობაზე, რაც საზღვრის მართვის, უსაფრთხოების, მიწის გადასახადის, ასევე საბაჟო გადასახადების პრინციპებზე საერთაშორისო ტრანსპორტის საკითხს მოიცავს.

გუშინ ოპოზიციის აქციებს უკვე მთიანი ყარაბაღის რეგიონიდანაც შეურთდნენ. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, მომიტინგეებმა ერთ-ერთი ცენტრალური გზა გადაკეტეს შეძახილებითა და ლოზუნგებით - "ერთიანობა, ბრძოლა, გამარჯვება," "ნიკოლი-მოღალატე", "ბრძოლა სომხეთისა და არცახის (მთიანი ყარაბაღი) სახელით." მათი პროტესტი უკვე თვეზე მეტია, ოპოზიციისა და ადგილობრივი ბიზნესმენების მიერ დაფინანსებული მედიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ადგილობრივების თქმით, ის მედია, რომელიც ახლა ოპოზიციას უჭერს მხარს, პრორუსული ძალების მიერ არის დაფინანსებული და საზოგადოებაში დიდი ნდობით არ სარგებლობს. თუმცა ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ფაშინიანის მოსვლამდე განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა, ძალ-ღონეს არ იშურებს, ფაშიანინის წინააღმდეგ მთელი მოსახლეობა განაწყოს და ქვეყანაში გადატრიალება მოაწყოს.

პოლიტოლოგების თქმით, ოპოზიცია ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, რომ ქვეყანაში კრიზისი შეინარჩუნოს, თუმცა ჯერჯერობით აქციებს ვერ გასცდნენ, რომელიც ხანდახან ძალიან მცირერიცხოვანია. "ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთი დიდი დანაკარგის ფასად, მაგრამ ნელ-ნელა ევროპისკენ მიდის", -აცხადებენ ისინი.

  • "ახლა ერევანში მთიანი ყარაბაღის ბედი წყდება და ჩვენ გვერდით დგომის უფლება არ გვაქვს. არ უნდა დავუშვათ ჩვენი ბედი ჩვენს გარეშე გადაწყვიტონ, ვალდებული ვართ, მუდმივად შევახსენოთ ჩვენი არსებობა, რომ ცოცხლები ვართ და ჩვენივე მიწაზე სამშობლოს გადასარჩენად ბრძოლისთვის მზად ვართ", - ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ვილენ სარქსიანი.

"ახლა სახელმწიფოებრიობის გამოცდას ვაბარებთ, ყველა გათვლით. როგორც მმართველი გუნდი, ასევე საზოგადოება. ახლა გაირკვევა, რამდენად შეგვიძლია პრაგმატული გათვლის გაკეთება და თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპისკენ გახედვა. ან უკან, რუსული წარსულისკენ მიბრუნება. კარგია, რომ ფაშინიანი არ შეუშინდა მოწინააღდეგეებს და პოლიციას ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დაავალა.

სომხეთი უკან, პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ფორმ არმათუნი.

კიდევ ერთი ადგილობრივის ჰასმიკ აბრაჰამიანის თქმით, - "პრორუსული ძალები ცდილობენ, ფაშინიანის წინააღმდეგ მთიან ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები აამხედრონ, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც, ისინი საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ", თუმცა ადგილობრივების შეფასებით, ეს მუხტი საკმარისი არ არის ხელისუფლების შესაცვლელად.

"უამრავი ადამიანი დააკავეს, ზოგი გათავისუფლებულია, ზოგსაც მუხლი გადაუკვალიფიცირდა. დაკავებები გრძელდება. თავს არ ზოგავენ ყოფილი პრეზიდენტებიც, შეხმატკბილებულები, რუს მფარველებთან ერთად ცდილობენ სიტუაცია ბოლომდე არიონ, რომ შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ", - ამბობს აბრაჰამიანი.