"დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ იმ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას, რომლებიც ფულს გამოყოფენ უკრაინის აღსადგენად", - ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს იდეა გერმანიაში, გასულ კვირას გამართულ G-7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე კანადის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, კრისტია ფრილენდმა წარადგინა. აღნიშნულის შესახებ AP-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა ანონიმურობის დაცვის პირობით, რადგანაც როგორც გამოცემა წერს, მას არ ჰქონდა უფლებამოსილება საჯაროდ ესაუბრა G-7-ის შიდა დისკუსიებზე.
წყაროს ცნობით, ფრილენდმა საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც რამდენიმე რუს ოლიგარქს ესაუბრა. კანადელი მინისტრი მათ იმ დროიდან იცნობს, რაც მოსკოვში ჟურნალისტად მუშაობდა Financial Times-ისთვის.
წყარო იმასაც ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ინფორმირებულნი არიან უკრაინელებიც. "ჩვენ არ ვისაუბრებდით ამ თემაზე უკრაინელთა გარეშე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მათთვის სასარგებლო იქნება“, - ამბობს ის.
ასევე განმარტავს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია, ოლიგარქები ჩამოშორდნენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ამავდროულად, მათ დააფინანსონ უკრაინა.
ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული არის მხოლოდ იდეა, მაგრამ დასავლეთის მოკავშირეები გამოთქვამენ ინტერესს. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის ფულის გადაცემის სხვადასხვა და ახალი გზების ძიება აუცილებელია.
ევროპაც მაგრა ათამაშებს ჯერ რატომ.დაუწესეს და ეხლა რატომ.უხსნიან