სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს" - მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას?
"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს" - მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას?

"ეს არ არის პროგ­რე­სუ­ლი თურ­ქე­თის, ათა­თურ­ქის გზა, რო­მე­ლიც კე­თილ­დღე­ო­ბას მოგ­ვი­ტანს!.." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან თურ­ქეთ­ში, ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლის, ჯა­ნან ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბას. გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას თურ­ქეთ­ში მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სო­ლი­და­რო­ბა ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუს გა­მო­უ­ცხა­დეს.

ჯა­ნან ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუ

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 50 წლის ქალს, პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჯა­როდ დამ­ცი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 4 წლი­თა და 11 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი თა­ვის მო­საზ­რე­ბებს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სებ­თან, ასე­ვე, პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღან­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2012-2017 წლებ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტე­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­რცე­ლებ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია თურ­ქულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე დიდი სტა­ჟის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია", რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც ლი­ბე­რა­ლურ, პრო-ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი. ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუ ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს გუნ­დის წევ­რია.

dw.com-ის ცნო­ბით, სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვა­რი საყ­რდენს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ის (AKP) კან­დი­დატს ბი­ნა­ლი ილ­დი­რიმს რე­ა­ლუ­რი ოპო­ნი­რე­ბას სწო­რედ იმა­მ­ოღ­ლუ უწევ­და. არ­ჩევ­ნებ­ში, სტამ­ბო­ლის მე­რად სწო­რედ ის აირ­ჩი­ეს, რაც ქვეყ­ნის ლი­დე­რის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

  • ქაფ­თან­ჯი­ოღ­ლუ მხარს უჭერს იმა­მ­ოღ­ლუს და ით­ვლე­ბა მის "მარ­ჯვე­ნა ხე­ლად". ის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და გო­ნი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­გე­რე­ბი წე­რენ, რომ ერ­დო­ღა­ნი გა­აფ­თრე­ბით ებ­რძვის ოპო­ზი­ცი­ას, ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ას, გან­სხვა­ვე­ბულ აზრს; კონ­ტროლ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი.

"ერ­დო­ღა­ნი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შორ­დე­ბა ათა­თურ­ქის კურსს და ეს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ძა­ლი­ან აწუ­ხებს. თუმ­ცა, პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა, ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი პო­ტენ­ცი­ურ პა­ტიმ­რო­ბა­ზე მი­დის... ჩემი მე­უღ­ლე ფო­ტოგ­რა­ფია, მას არა­ერ­თხელ მო­უ­წია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­კი­თხვა­ზე მის­ვლა, პო­ლი­ცი­ას აინ­ტე­რე­სებ­და, რა თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ­და, ვის­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რა ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ებს აწ­ვდი­და უცხო­ურ გა­მო­ცე­მებს... თა­ვი­სუ­ფალ მოქ­მე­დე­ბას ან პირ­და­პირ გიკ­რძა­ლა­ვენ, ან გა­ნიშ­ნე­ბენ, რომ კონ­ტრო­ლის ქვეშ ხარ. უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ზღუდ­ვე­ბის გამო გა­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერ­დო­ღა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი, მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი ეკო­ნო­მი­კას არა­თუ აჯან­სა­ღებს, პი­რი­ქით, დიდ ზი­ანს აყე­ნებს. ამი­ტო­მაც, ეკო­ნო­მი­კა­ში უკვე გაჩ­ნდა პრობ­ლე­მე­ბი, რაც ბოლო დღე­ებ­ში ლი­რას კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა­ში აი­სა­ხე­ბა..." - გვე­უბ­ნე­ბა თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ნინა სოქთ­ოღ­ლი.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლის თქმით, თურ­ქეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა უკან მი­დის - ფა­სე­ბი მა­ტუ­ლობს, ლირა კი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად უფა­სურ­დე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ლი­რას კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლად აი­სა­ხე­ბა იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ჯი­ბე­ებ­ზე, რად­გან უწევთ გაძ­ვი­რე­ბუ­ლი დო­ლა­რი იყი­დონ და ისე გა­ა­კე­თონ გზავ­ნი­ლი.

"ჩვენს უკან, უმე­ტე­სად ოჯა­ხე­ბი დგა­ნან, სტუ­დენ­ტი ან აბი­ტუ­რი­ენ­ტი შვი­ლე­ბი, ავად­მყო­ფი შვი­ლე­ბი, ბან­კის ვალი, იპო­თე­კა. ჩვე­ნი ხელ­ფა­სი არ გაზ­რდი­ლა, ლირა გა­უ­ფა­სურ­და, რომ­ლი­თაც დო­ლარს ვყი­დუ­ლობთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვგზავ­ნით. ზოგ­ჯერ მე­ო­რე თვემ­დე კა­პი­კი არ მრჩე­ბა და მი­წევს ვი­სეს­ხო. არც თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დეს. ამი­ტო­მაც, უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი წა­ვი­და იტა­ლი­ა­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში. ჭკვი­ა­ნუ­რია, მაგ­რამ სტა­ბი­ლურ სამ­სა­ხურს იქაც ყვე­ლა ვერ შო­უ­ლობს, ამ ქვეყ­ნებს უკ­რა­ი­ნი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბი მი­ა­წყდნენ" - ამ­ბობს იზა ჩხე­ტია.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, თურ­ქუ­ლი ლირა გა­უ­ფა­სუ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 16.2 ლი­რას აღ­წევს, რაც გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ რე­კორ­დზე მხო­ლოდ 0.5 პუნ­ქტით ნაკ­ლე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
1

ჩვენ რომ თავი გადაგვაჭამეთ,მიხედეთ ერდოღანს,რაღაც მანდ დემოკრატიას მგონი კორონა შეეყარა

ანი
2

მანდ კელი დეგნანის კოლეგა რას აკეთებს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს" - მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას?

"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს" - მასშტაბური პროტესტი თურქეთში, პრეზიდენტის წინააღმდეგ: რა მოჰყვა ოპოზიციონერის დაკავებასა და ვალუტის კატასტროფულ ვარდნას?

"ეს არ არის პროგრესული თურქეთის, ათათურქის გზა, რომელიც კეთილდღეობას მოგვიტანს!.." - ასე ეხმაურებიან თურქეთში, ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალის, ჯანან ქაფთანჯიოღლუს დაკავებას. გავლენიანი პოლიტიკოსისთვის 5 წლამდე პატიმრობის შეფარდებას თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა ქაფთანჯიოღლუს გამოუცხადეს.

ჯანან ქაფთანჯიოღლუ

ადგილობრივი მოსამართლეების გადაწყვეტილებით, 50 წლის ქალს, პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და თურქეთის სახელმწიფოს საჯაროდ დამცირების შესაბამისად, 4 წლითა და 11 თვით პატიმრობა მიესაჯა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებთან, ასევე, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან დაკავშირებით, 2012-2017 წლებში, სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით ავრცელებდა.

ადგილობრივების თქმით, მიმდინარე მასშტაბური აქციის ორგანიზატორია თურქულ პოლიტიკურ ველზე დიდი სტაჟის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია "სახალხო რესპუბლიკური პარტია", რომელიც ცნობილია, როგორც ლიბერალურ, პრო-ევროპული კურსის მატარებელი. ქაფთანჯიოღლუ ერთ-ერთი გავლენიანი ოპოზიციონერის ექრემ იმამოღლუს გუნდის წევრია.

dw.com-ის ცნობით, სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ერდოღანის მთავარი საყრდენს, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) კანდიდატს ბინალი ილდირიმს რეალური ოპონირებას სწორედ იმამოღლუ უწევდა. არჩევნებში, სტამბოლის მერად სწორედ ის აირჩიეს, რაც ქვეყნის ლიდერისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

  • ქაფთანჯიოღლუ მხარს უჭერს იმამოღლუს და ითვლება მის "მარჯვენა ხელად". ის საკმაოდ ძლიერი და გონიერი პოლიტიკოსის ავტორიტეტით სარგებლობს.

ადგილობრივი ბლოგერები წერენ, რომ ერდოღანი გააფთრებით ებრძვის ოპოზიციას, ოპოზიციურ მედიას, განსხვავებულ აზრს; კონტროლდება სოციალური ქსელები.

"ერდოღანი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ათათურქის კურსს და ეს მოსახლეობის ნაწილს ძალიან აწუხებს. თუმცა, პროტესტის გამოხატვა, ნიშნავს, რომ ადამიანი პოტენციურ პატიმრობაზე მიდის... ჩემი მეუღლე ფოტოგრაფია, მას არაერთხელ მოუწია სამართალდამცველებთან დაკითხვაზე მისვლა, პოლიციას აინტერესებდა, რა თემატიკაზე მუშაობდა, ვისთან თანამშრომლობდა, რა შინაარსის ფოტოებს აწვდიდა უცხოურ გამოცემებს... თავისუფალ მოქმედებას ან პირდაპირ გიკრძალავენ, ან განიშნებენ, რომ კონტროლის ქვეშ ხარ. უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია შეზღუდვების გამო გავიდა.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ერდოღანის პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული გეგმები, მიღებული ზომები ეკონომიკას არათუ აჯანსაღებს, პირიქით, დიდ ზიანს აყენებს. ამიტომაც, ეკონომიკაში უკვე გაჩნდა პრობლემები, რაც ბოლო დღეებში ლირას კატასტროფული ვარდნაში აისახება..." - გვეუბნება თურქეთში მცხოვრები ქართველი ნინა სოქთოღლი.

კიდევ ერთი ქართველის თქმით, თურქეთში ეკონომიკური კუთხით მდგომარეობა უკან მიდის - ფასები მატულობს, ლირა კი კატასტროფულად უფასურდება. მისი განცხადებით, ლირას კურსის გაუფასურება კრიტიკულად აისახება იქ დასაქმებული ქართველების ჯიბეებზე, რადგან უწევთ გაძვირებული დოლარი იყიდონ და ისე გააკეთონ გზავნილი.

"ჩვენს უკან, უმეტესად ოჯახები დგანან, სტუდენტი ან აბიტურიენტი შვილები, ავადმყოფი შვილები, ბანკის ვალი, იპოთეკა. ჩვენი ხელფასი არ გაზრდილა, ლირა გაუფასურდა, რომლითაც დოლარს ვყიდულობთ და საქართველოში ვგზავნით. ზოგჯერ მეორე თვემდე კაპიკი არ მრჩება და მიწევს ვისესხო. არც თავისუფალი დრო მაქვს, რომ დამატებითი შემოსავალი მქონდეს. ამიტომაც, უამრავი ქართველი წავიდა იტალიასა და საბერძნეთში. ჭკვიანურია, მაგრამ სტაბილურ სამსახურს იქაც ყველა ვერ შოულობს, ამ ქვეყნებს უკრაინიდან ლტოლვილები მიაწყდნენ" - ამბობს იზა ჩხეტია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. მაისის მდგომარეობით აშშ დოლარის ღირებულება 16.2 ლირას აღწევს, რაც გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებულ რეკორდზე მხოლოდ 0.5 პუნქტით ნაკლებია.