კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო
რა იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გამო, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სქე­მა­ში და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის. და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით არის შე­ზღუ­დუ­ლი. შე­ზღუდ­ვა 26 მა­ი­სის ჩათ­ვლით იმოქ­მე­დებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­ად­გი­ლე­ბა უკვე შე­ზღუ­დუ­ლია კოტე აფხა­ზი­სა და შალ­ვა და­დი­ა­ნის ქუ­ჩე­ბი­დან, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კერ­ძო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია ლე­ო­ნი­ძის, ინ­გო­როყ­ვას, გრი­ბო­ე­დო­ვის, ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის, ასე­ვე, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის დახ­მა­რე­ბით. და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ქუ­ჩას, სა­დაც მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა და ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ლადო ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩი­დან მა­ჩაბ­ლის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ასე­ვე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა 26 მა­ისს, 06:00 სა­ა­თი­დან შე­ი­ზღუ­დე­ბა. მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­თან არ­სე­ბულ პან­დუ­სამ­დე და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მხრი­დან პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნამ­დე.

გარ­და ამი­სა, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­ბუს N308-ს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ხი­დი­დან მოძ­რა­ო­ბას მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გავ­ლით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ გა­ნაგ­რძობს, ხოლო უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დი­სა და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გა­მო­ყე­ნე­ბით, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩას და­უ­კავ­შირ­დე­ბა და შემ­დეგ, კოს­ტა­ვას ქუ­ჩით გზას უკვე დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­ნაგ­რძობს.

ავ­ტო­ბუ­სი - N359 ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მოძ­რა­ო­ბას კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძობს და შემ­დეგ, დად­გე­ნი­ლი სქე­მით იმოძ­რა­ვებს. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას, ავ­ტო­ბუ­სის მოძ­რა­ო­ბა უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა.

გარ­და და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, 26 მა­ი­სის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამო, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა­ზე უკვე მოქ­მე­დებს გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი:

"მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მთაწ­მინ­დის ქუ­ჩებ­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჯა­ნა­ში­ას, თარ­ხნიშ­ვი­ლის, ტა­ტიშ­ვი­ლის, ჭო­ვე­ლი­ძის, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით და შემ­დგომ, ბარ­ნო­ვის, გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და ძმე­ბი კა­კა­ბა­ძე­ე­ბის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­სა და მეტ­რო­სად­გურ "რუს­თა­ვე­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­ვედ­რა კი, და­საშ­ვე­ბია გრი­ბო­ე­დო­ვის, მა­ყაშ­ვი­ლის, ბარ­ნო­ვი­სა და შა­ნი­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით.

მეტ­რო­სად­გურ "რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ზე­თის ხი­ლის ხეს­თან მობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, შეძ­ლე­ბენ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­სა და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს დახ­მა­რე­ბით გა­და­ად­გილ­დნენ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით:

ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N388, N397 ასე­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N472, N532, N540, N541, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ზე­თის ხი­ლის ხემ­დე, რომ­ლის შემ­დე­გაც, მობ­რუ­ნე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ სვლას ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გავ­ლით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას და იხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ არ­სე­ბუ­ლი სქე­მით.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N301, N306, N331, N337, N345, რომ­ლე­ბიც ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ქუ­ჩი­დან და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ რუს­თვე­ლის გამ­ზირ­ზე, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დი­დან სვლას გა­აგ­რძე­ლე­ბენ მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს, შემ­დგომ კი იხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ არ­სე­ბუ­ლი სქე­მით. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N472, N540 ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის გავ­ლით, გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და შემ­დეგ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის, ჭან­ტუ­რი­ას, ვირ­სა­ლა­ძის, ბრო­სე­სა და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან მეტ­რო­სად­გურ "რუს­თა­ველ­თან“. შემ­დგომ მოძ­რა­ო­ბას დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N344, N350, N371 და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N547, N580, გორ­გას­ლის ქუ­ჩი­დან იმოძ­რა­ვე­ბენ მე­ტე­ხის ხი­დის, ევ­რო­პის მო­ედ­ნის, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის გავ­ლით.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბას ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და­ას­რუ­ლე­ბენ, პუშ­კი­ნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ მობ­რუ­ნე­ბით.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სი-კო­ჯრის გზატ­კე­ცი­ლი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ, მოძ­რა­ო­ბას ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე (N11-ს მიმ­დე­ბა­რედ) და­ას­რუ­ლე­ბენ. ასე­ვე, ავ­ტო­ბუ­სი N383, რო­მე­ლიც ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა, მოძ­რა­ო­ბას და­ას­რუ­ლებს ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე (N11-ს მიმ­დე­ბა­რედ).

ავ­ტო­ბუ­სი - N364 ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლებს კოს­ტა­ვას, ჭო­ვე­ლი­ძის, ბე­ლინ­სკის, ბარ­ნო­ვი­სა და ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით. შემ­დგომ, სვლას გა­ნაგ­რძობს დად­გე­ნი­ლი სქე­მით. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩი­დან იმოძ­რა­ვებს შა­ნი­ძის, მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და კოს­ტა­ვას ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, მეტ­რო­სად­გურ "რუს­თა­ვე­ლამ­დე“, - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

რა იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო

რა იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის. დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით არის შეზღუდული. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაადგილება უკვე შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. დამატებითი ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, სადაც მიმართულება შეიცვლება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.

ასევე, რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს, 06:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.

გარდა ამისა, ცვლილება შეეხება ავტობუს N308-ს პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას. აღნიშნული ავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ განაგრძობს, ხოლო უკუმიმართულებისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება და შემდეგ, კოსტავას ქუჩით გზას უკვე დადგენილი სქემით განაგრძობს.

ავტობუსი - N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობა უცვლელი დარჩება.

გარდა დამატებითი ცვლილებებისა, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობაზე უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები:

"მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია, ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ "რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვებია გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ "რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N388, N397 ასევე მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

ავტობუსები: N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. მიკროავტობუსები: N472, N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ "რუსთაველთან“. შემდგომ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

ავტობუსები: N344, N350, N371 და მიკროავტობუსები: N547, N580, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით.

ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ).

ავტობუსი - N364 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ "რუსთაველამდე“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.