სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს საიდუმლო მოხსენება, სადაც ვაჟა-ფშაველა მოხსენიებული იყო მთიელთა ლიდერად და იმპერიისთვის უკიდურესად საშიშ პერსონად" - რუსეთთან მებრძოლი რაზიკაშვილები
"არსებობს საიდუმლო მოხსენება, სადაც ვაჟა-ფშაველა მოხსენიებული იყო მთიელთა ლიდერად და იმპერიისთვის უკიდურესად საშიშ პერსონად" - რუსეთთან მებრძოლი რაზიკაშვილები

ambebi.ge -ს სტუ­მა­რი, რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ქალ­ბა­ტო­ნი ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლია, რომ­ლის სა­ხელ­თა­ნაც არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი საქ­მეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის და­არ­სე­ბა, ასე­ვე სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლის "ვა­ჟა­ო­ბის“ აღ­დგე­ნა და ყო­ველ­წლი­უ­რი ზე­ი­მი ჩარ­გალ­ში, 14 ივ­ლი­სის - ვაჟა-ფშა­ვე­ლას და­ბა­დე­ბის დღის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ვნა, ასე­ვე არა­ერ­თი დიდი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ისე­თის, რო­გო­რი­ცაა "ვაჟა სკო­ლის სცე­ნა­ზე“.

ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი:

- ვა­ჟას ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე მისი დიდი ოჯა­ხი. პავ­ლე მღვდლის შვი­ლე­ბი, მო­ი­ზარ­დნენ თუ არა, მა­მამ ყვე­ლა სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რა. მათი ჩა­მოს­ვლა სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან არ­და­დე­გებ­ზე მთე­ლი სოფ­ლის ზე­ი­მი იყო. მათი შეყ­რა ერ­თად სა­დილ­ზე კი, სა­ო­ცა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა. მა­მის გა­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ძმებს უნ­დო­დათ, რომ ჩარ­გალ­ში თედო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ თე­დომ სხვაგ­ვა­რად ისურ­ვა, ის გორ­ში დაბ­რუნ­და და მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­ი­წყო. ვაჟა ხში­რად სტუმ­რობ­და გორ­ში ძმას. თე­დოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­უ­წე­რია, შე­უ­ძე­ნია წიგ­ნე­ბი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­უს­წავ­ლია აგ­რო­ნო­მია, თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს, გორ­ში ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბის მო­შე­ნე­ბას და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლი­და. მის სო­ფელ­ში, ხელ­თუ­ბან­ში, დღე­საც ამ­ბო­ბენ, - თე­დომ ჩვენ ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბა გვას­წავ­ლა, ჩვენ კი ის მოვ­კა­ლი­თო.

ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი

ძმე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ფის რუ­სე­თის ჟან­დარ­მე­რია სწო­რედ თე­დოს სდევ­ნი­და. ერთ- ერთი საღ­მრთო დღე­სას­წა­უ­ლის დროს, ვა­ჟაც თე­დოს­თან ყო­ფი­ლა გორ­ში. ჟან­დარ­მე­რი­ას ეტყო­ბა მი­უ­ტა­ნეს ამ­ბე­ბი მათ ოჯახ­ში სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ და ღა­მით თე­დოს სახ­ლს თავს და­ესხნენ. ჩხრე­კის დროს თე­დოს ბუ­ხარ­ში ნი­კო­ლოზ მე­ო­რის სუ­რა­თი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, თავ­და­ყი­რა შეგ­დე­ბუ­ლი. ეს რა არი­სო? - უყ­ვი­რია ჟან­დარმს. გა­ჩუმ­და ყვე­ლა, ვა­ჟამ კი მე­ო­რე ოთახ­ში ჩა­ი­ლა­პა­რა­კა: "უ კაჟ­დოი ვეშ­ჩი სვა­იო მეს­ტა“ - რაოო, ვერ გა­უ­გია ჯა­რის­კაცს. ყრუ­ე­ბის­თვის ორ­ჯერ არ რე­კა­ვე­ნო - უპა­სუ­ხია ვა­ჟას. ის კი გა­დარ­ჩა ჟან­დარ­მის სიყ­რუ­ვით, მაგ­რამ თედო და­ი­ჭი­რეს და გა­ა­ციმ­ბი­რეს... პა­ტიმ­რე­ბის ეტა­პი­რე­ბი­სას, ძმებს თე­დოს­თვის ქურ­თუ­კი შე­უ­კე­რი­ნე­ბი­ათ, ღი­ლებ­ში მო­ნე­ტე­ბი ჩა­აკ­რეს და ისე გა­და­უ­ცი­ათ პა­ტიმ­რის­თვის, იქ­ნებ გა­მო­ად­გე­სო...ეს 1905 წელს იყო, თედო რა­ზი­კაშ­ვი­ლი სა­მუ­და­მოდ გა­და­სახ­ლე­ბას მო­უ­ლოდ­ნელ­მა ამი­ნის­ტი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა! მას ამი­ნის­ტი­ამ ყა­ზა­ნის ცი­ხე­ში მო­უს­წრო და იქე­დან დაბ­რუნ­და, თუმ­ცა შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, ისევ და­ესხნენ თავს და სახ­ლი ზარ­ბაზ­ნე­ბით აუ­ფეთ­ქეს, თედო რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე გა­აფრ­თხი­ლეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ და ცოლ-შვილ­თან ერ­თად წუ­თე­ბით გა­ას­წრო უბე­დუ­რე­ბას! ამის მერე ის, ბავ­შვებ­თან ერ­თად ვა­ჟამ წა­იყ­ვა­ნა ჩარ­გალ­ში და 2 წე­ლი­წა­დი მა­ლავ­და მთებ­ში.

ასე იბ­რძოდ­ნენ ძმე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი იდე­ის­თვის და ასე ებ­რძოდ­ნენ მათ სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბი. პა­პა­ჩე­მი ნიკო რა­ზი­კაშ­ვი­ლიც, პო­ე­ტუ­რი ფსევ­დო­ნი­მით, ბა­ჩა­ნა, მებ­რძო­ლი და მე­ამ­ბო­ხე კაცი იყო. ის ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი იყო. მის ლექ­სებს სას­კო­ლო პროგ­რა­მებ­ში ას­წავ­ლიდ­ნენ და თა­ვად ვა­ჟაც ძა­ლი­ან ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას ბა­ჩა­ნას ლექსს, "მუ­ხას" ჰყვე­ბო­და ხოლ­მე დიდი გან­ცდე­ბით. ბა­ჩა­ნას ლექ­სი - "ვინა თქვა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ეგ არის ლომი კვდე­ბაო“ შე­ფი­ცულ რაზ­მე­ლებს, "ბოლ­შე­ვი­კებ­თან" ბრძო­ლის პე­რი­ოდ­ში, თა­ვის ჰიმ­ნად უქ­ცე­ვი­ათ და გა­ცხა­რე­ბულ ბრძო­ლებ­ში ამ სიმ­ღე­რით შე­დი­ოდ­ნენ თურ­მე. ახალ­გაზ­რდო­ბი­დან მა­ნაც ხი­ფა­თი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რა. ჯერ კი­დევ სულ ახალ­გაზ­რდა იყო, როცა გურ­ჯა­ა­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მას­წავ­ლებ­ლად გა­ამ­წე­სეს.

ბა­ჩა­ნა

მთე­ლი სო­ფე­ლი პა­ტივს სცემ­და ახალ­გაზ­რდა პო­ეტ­სა და მას­წავ­ლე­ბელს. თა­ვი­სი გა­მოკ­ვე­თი­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის წყა­ლო­ბით ბა­ჩა­ნას სა­ხე­ლი ჰქონ­და გა­ვარ­დნი­ლი და ყვე­ლა და­ჩაგ­რუ­ლი თა­ვის მფარ­ვე­ლად მი­ი­ჩენვდა. ერთ დღეს, გაკ­ვე­თი­ლის დროს, სკო­ლის ფან­ჯრი­დან და­უ­ნა­ხავს გურ­ჯა­ა­ნე­ლი თა­ვა­დი რო­გორ არ­თმევ­და გლეხს თა­ვის მიერ წა­მოკ­რე­ფილ გუ­დუ­რა შე­შას. ამ სუ­რა­თის შემ­ხედ­ვა­რე სკო­ლის ფან­ჯრი­დან გა­დაფ­რე­ნი­ლა, და­უ­ჭე­რია ის თა­ვა­დი და მაგ­რად უცე­მია. მერე სა­დღაც წვე­უ­ლე­ბა­ში ის თა­ვა­დი ზურ­გი­დან მი­პარ­ვია ბა­ჩა­ნას და ხან­ჯა­ლი ჩა­ურ­ტყამს. ამ ჭრი­ლო­ბამ კინ­ღამ შე­ი­წი­რა ახალ­გაზ­რდა კაცი. ხან­გრძლი­ვი ავა­დო­ბის მერე კი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ფილ­ტვზე მი­ყე­ნე­ბულ­მა ჭრი­ლო­ბამ ჯან­მრთე­ლო­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ურ­ყია. მი­უ­ხე­და­ვად ფი­ცხი ხა­სი­ა­თი­სა, მას ძა­ლი­ან კე­თი­ლი გული ჰქონ­და და ვა­ჟას ოჯა­ხის და მისი შვი­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და პატ­რო­ნი იყო, როცა მათი მამა თვე­ო­ბით ქა­ლაქ­ში მი­დი­ო­და და ოჯა­ხი მარ­ტო რჩე­ბო­და.

თედო

- "მოგ­ვშორ­დი, წადი! იქ ვინ ნახა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, საცა მე ჩემს დე­და­ე­ნა­ზე ლა­პა­რაკს მიშ­ლი­ან: არც მას­წავ­ლი­ან, არც მა­უბ­ნე­ბენ, არც მამ­ღე­რე­ბენ, არც მა­გა­ლო­ბე­ბენ?! რა გული უნდა მქონ­დეს მა­შინ? რას უნდა ვგრძნობ­დეთ?! - სხვას არა­ფერს, გარ­და რუ­სე­ბის ზი­ზღი­სა, მძულ­ვა­რე­ბი­სა. მო­წამ­ლულ-მოშ­ხა­მუ­ლია ჩემი სი­ცო­ცხლე, ვგრძნობ მხო­ლოდ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, სი­ძულ­ვილს და ვწყევ­ლი იმ ძა­ლებს, იმ მგლებს, რო­მელ­ნიც ყვე­ლა ზე­მო­რე აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ხელს მიშ­ლი­ან, წინ მე­ღო­ბე­ბი­ან და ვუც­დი მარ­ჯვე შემ­თხვე­ვას, შევ­მუს­რო ისი­ნი“,- ვაჟა ამ სი­ტყვებს ჯერ კი­დევ 1905 წელს წერ­და, დღეს, ფა­ტ­ქობ­რი­ვად, იგი­ვე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ...

- ეს წე­რი­ლი 1905 წელს, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის მე­ო­რე ას­წლე­უ­ლის და­სა­წყის­ში და­ი­წე­რა. ეს არის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი ეტა­პი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია და არც რა­ი­მე პერ­სპექ­ტი­ვა ჩანს, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ იმ­ჟა­მინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხს იკი­დებს სულ სხვა, ახ­ლად წარ­მოქ­მნი­ლი ჭირი - პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლის და იდე­ო­ლო­გი­ის სა­ხით და სამ­წუ­ხა­როდ, ეს უბე­დუ­რე­ბა შთან­თქავს და დევ­ნის ეროვ­ნულ იდე­ას! ეს არის დრო, როცა ახალ­გაზ­რდუ­ლი ენერ­გი­ის დიდი ნა­წი­ლი სცილ­დე­ბა ჭეშ­მა­რიტ გზას, ილი­ას გზას და პრო­ლე­ტა­რულ მოძ­რა­ო­ბა­ში ერ­თვე­ბა. ეს არის დრო, როცა ილი­ას სა­კუ­თარ გა­ზეთ­ში "ივე­რი­ა­შიც" კი ებ­რძვი­ან და ავიწ­რო­ვე­ბენ და მთე­ლი ქვეყ­ნის თვალ­წინ ამ­ზა­დე­ბენ მის მკვლე­ლო­ბას! ვაჟა-ფშა­ვე­ლას ღია ბრძო­ლას ოკუ­პან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, მის ამ გან­წყო­ბას მა­შინ ჰქონ­და უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან ის სა­ხალ­ხო პო­ე­ტად აღიქ­მე­ბო­და და, მის სი­ტყვას, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ეროვ­ნუ­ლი იდე­ის გა­და­სარ­ჩე­ნად და იმ არე­ულ დრო­ში სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტის ენერ­გი­ის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თვის­თვის. ვაჟა არა მარ­ტო წე­რი­ლე­ბით, არა­მედ საქ­მი­თაც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა­ში, ოღონდ ეროვ­ნუ­ლი და არა კლა­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ის სა­სარ­გებ­ლოდ. ყვე­ლა საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით 1905 წლის არე­უ­ლო­ბებ­ში, ის ხე­დავ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შანსს და ყვე­ლა მე­თო­დით, ყვე­ლა ტრი­ბუ­ნი­დან ცდი­ლობ­და სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტის აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღის­თვის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცა.

თედო, ვაჟა და თე­დოს ქა­ლიშ­ვი­ლი

ის და­დი­ო­და სოფ­ლი­დან სო­ფელ­ში, ატა­რებ­და კრე­ბებს, რო­გორ გუ­ლუბ­რყვი­ლო­დაც არ უნდა ჩან­დეს დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, გეგ­მავ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აჯან­ყე­ბა­საც კი, მე­ფის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რისი მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა იყო! ამ იდე­ა­ში და მიზ­ნებ­ში მას მთა, ფშავ-ხევ­სუ­რე­თი მხარს უჭერ­და და თა­ნა­უგ­რძნობ­და, ის მთა­ში ამ კუ­თხით გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი იყო, მაგ­რამ იგი­ვეს ვერ ვი­ტყვით ქა­ლაქ­ზე, თბი­ლი­სი, რი­მე­ლიც მა­შინ გახ­ლარ­თუ­ლი იყო ათას­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ბა­დე­ში. სწო­რერდ ამ პე­რი­ოდს ეკუთ­ვნის მისი საპ­რო­პგ­რა­მო წე­რი­ლი "პატ­რი­ო­ტიზ­მი და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი“, რო­მე­ლიც დღე­საც, ამ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხე­ებ­ში, ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ გა­მოდ­გე­ბა. მისი ზოგ­ჯერ ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, სა­სა­მარ­თლოს და ეკ­ლე­სი­ის ცალ­კე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თა­ნაც კი, იმ­პე­რი­ის ად­გი­ლობ­რივ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან ბრძო­ლა იყო და ამას არ მა­ლავ­და თა­ვის წე­რი­ლებ­სა და ფე­ლე­ტო­ნებ­ში.

მარ­ცხნი­დან სხე­დან: ირო­დი­ონ ევ­დოშ­ვი­ლი, ნიკო რა­ზი­კაშ­ვი­ლი (ბა­ჩა­ნა), შიო მღვი­მე­ლი, ვაჟა ფშა­ვე­ლა, ვა­ჟას ვაჟი - ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი. დგა­ნან: თედო და სან­დრო რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი

- დღეს, ამ ყვე­ლა­ფერს რომ მოს­წრე­ბო­და ვაჟა, თქვე­ნი აზ­რით, იგი­ვეს და­წერ­და თუ უფრო მე­ტად შე­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და რუ­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- ბევ­რმა არც კი იცის, რომ ვა­ჟამ ცნო­ბი­ლი სტრო­ფე­ბი - "სამ­შობ­ლოს არ­ვის წა­ვარ­თმევთ“ რუ­სეთ-ია­პო­ნი­ის ომში, რუ­სე­თის არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ია­პო­ნი­ის მა­მაც მე­ომ­რებს მი­უ­ძღვნა და ხში­რად ამ­ბობ­და, რომ გა­მი­გონ, გა­მა­ციმ­ბი­რე­ბე­ნო. ბუ­ნებ­რი­ვია იმ­პე­რი­ის ჟან­დარ­მე­რი­ის­თვის ვაჟა - დიდი თა­ვის ტკი­ვი­ლი იყო. ერთხელ მისი მკვლე­ლო­ბაც კი ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი და სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა. არსე­ბობს მე­ფის ნაც­ვლის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის, პოლ­კოვ­ნიკ ბა­ბუშ­კი­ნი­სად­მი მი­წე­რი­ლი სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბა, სა­დაც ვაჟა-ფშა­ვე­ლა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყო მთი­ელ­თა ლი­დე­რად და იმ­პე­რი­ის­თვის უკი­დუ­რე­სად სა­შიშ პერ­სო­ნად! ასე რომ, ის დღე­საც ისე­ვე ებ­რძვის ოკუ­პანტს, რო­გორც მა­შინ და იბ­რძო­ლებს მა­ნამ, ვიდ­რე ჩვენს მტერს ერთი გოჯი მი­წაც კი ექ­ნე­ბა ვა­ლად, ამა­შია მისი გე­ნი­ა­ლო­ბა! სამ­შობ­ლო მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, ის მუდ­მი­ვად არის და­სა­ცა­ვი და მას ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა ისე­თი მედ­რო­შე, რო­გო­რიც ვა­ჟაა!

- რამ­დე­ნად რთუ­ლია ატა­რო ეს გვა­რი და რამ­დე­ნად გრძნობთ მას­თან სუ­ლი­ერ კავ­შირს?

- გვა­რის ტა­რე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ვერ მო­გა­ტყუ­ებთ და გა­მოვ­ტყდე­ბი, რომ სი­ა­მა­ყეა, თუმ­ცა დიდი, ტვირ­თი­ცაა, რო­მელ­საც დიდი ძალა, ენერ­გია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა! ამას­თა­ნა­ვე, ვფიქ­რობ, რომ ვა­ჟას­თან ნა­თე­სა­ო­ბა სუ­ლაც არ არის გე­ნე­ტი­კის სა­კი­თხი. ვა­ჟას­თან ნა­თე­სა­ო­ბა არის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სა­კი­თხი და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ დიდი შე­მოქ­მე­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს, ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას და კა­ცობ­რი­ო­ბას, მისი ახლო ნა­თე­სა­ვია!

- თქვენ ხართ ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი და მისი კონ­ცეფ­ცი­ის ავ­ტო­რი, სა­ი­დან და­ი­ბა­და ეს იდეა და რა გზა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ო­და?

- დიახ, ინი­ცი­ა­ტო­რი ვი­ყა­ვი მე, მაგ­რამ იდეა ძა­ლი­ან დიდი ხნით ადრე და­ი­ბა­და და უამ­რა­ვი ვა­ჟას თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლის გულ­ში და გო­ნე­ბა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ ეს იდეა რე­ა­ლო­ბად ქცე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ ვაღ­წევ­დი შე­დეგს. პრე­მია ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­როს მხარ­და­ჭე­რის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, სო­ლი­დუ­რი ფი­ნან­სუ­რი სარ­გო­თი და პრე­მი­ის პენ­სი­ით ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე. გარ­და ამი­სა, გვქონ­და იდეა, რომ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი­ყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ალ­მა­ნა­ხი, რო­მელ­შიც და­ი­ბეჭ­დე­ბო­და პრე­მი­ის კო­მი­სი­ა­ზე წარ­დგე­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, თარ­გმა­ნე­ბი და პუბ­ლი­ცის­ტი­კა, ანუ პრე­მი­ის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა. პრე­მი­ის და­ფუძ­ნე­ბა, რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვა 2013 წელს ვა­ჟა­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე გა­ახ­მა­უ­რა იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. აქვე და­ა­ნონსდა დის­კუ­სი­ე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრე­ებ­ში პრე­მი­ის კონ­ცეფ­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის. პრე­მი­ის და­ფუძ­ნე­ბის შე­სა­ხებ სამ­თავ­რო­ბო დად­გე­ნი­ლე­ბა 2015 წელს გა­მო­ი­ცა და 2018 წელს ვაჟა-ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი გახ­და მწე­რა­ლი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია პრე­მია იმ მას­შტა­ბით ვერ შედ­გა, რო­გორც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მთა­ვა­რია ის, რომ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას და მის მსა­ხუ­რებს აქვთ კი­დევ ერთი მო­ტი­ვა­ცია ვა­ჟას სა­ხე­ლით, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აღი­ა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის სა­ხით. რაც ეხე­ბა პრე­მი­ის პირ­ველ ლა­უ­რე­ატს, ბა­ტონ გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს, მისი კან­დი­და­ტუ­რა ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფონდმა წა­რად­გი­ნა კო­მი­სი­ა­ში და ეს გა­მარ­ჯვე­ბაც არის სიმ­ბო­ლუ­რი, იმ ტენ­დენ­ცი­ის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­მი­ით და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი თუ არა ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი არ და­ტო­ვებს კი­თხვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმის თა­ო­ბა­ზე, ეკუთ­ვნო­და თუ არა მას ეს ჯილ­დო!

ვა­ჟას და მისი ძმე­ბის, დიდი რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბის სი­დი­ა­დე არის ის, რომ მათ წარ­სულ­ში ვერ ახ­სე­ნებ, ისი­ნი მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი ღვაწ­ლით და პო­ზი­ცი­ით. მათი სი­ტყვა დღე­საც არის მეგ­ზუ­რი და სწო­რი გზის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მათ თა­ვი­სი სი­ტყვა უთხრეს სა­ქარ­თვე­ლოს აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს და ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც მუდ­მი­ვად დგას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნის პრობ­ლე­მა, მათი მა­გა­ლი­თი და მათი სი­ტყვა ზრდის თა­ო­ბებს ამ ბრძო­ლე­ბის­თვის და მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­თვის!

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იიჰ
2

სანამ ქართველები ამა თუ იმ " ლიდერის" ფანატიკურ სიყვარულს არ შეეშვებიან ვერც ვაჟა გვიშველის და ვერც ვერავინ. დავიჯერებთ რომ 500 ლარად შეიძლება ვიცხოვროთ ოღონდ ჩვენ ჩვენი ლიდერები გვყავდნენ კარგად.

.....
2

ვაჟა მუდამ იქნება მთიელთა ლიდერი, სულის სიძლიერე.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არსებობს საიდუმლო მოხსენება, სადაც ვაჟა-ფშაველა მოხსენიებული იყო მთიელთა ლიდერად და იმპერიისთვის უკიდურესად საშიშ პერსონად" - რუსეთთან მებრძოლი რაზიკაშვილები

"არსებობს საიდუმლო მოხსენება, სადაც ვაჟა-ფშაველა მოხსენიებული იყო მთიელთა ლიდერად და იმპერიისთვის უკიდურესად საშიშ პერსონად" - რუსეთთან მებრძოლი რაზიკაშვილები

ambebi.ge -ს სტუმარი, რაზიკაშვილების გვარის გამგრძელებელი, ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე, ქალბატონი ლელა რაზიკაშვილია, რომლის სახელთანაც არაერთი ქართული საქმეა დაკავშირებული. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას ეროვნული პრემიის დაარსება, ასევე სახალხო დღესასწაულის "ვაჟაობის“ აღდგენა და ყოველწლიური ზეიმი ჩარგალში, 14 ივლისის - ვაჟა-ფშაველას დაბადების დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა, ასევე არაერთი დიდი პროექტების განხორციელება, ისეთის, როგორიცაა "ვაჟა სკოლის სცენაზე“.

ლელა რაზიკაშვილი:

- ვაჟას ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი დიდი ოჯახი. პავლე მღვდლის შვილები, მოიზარდნენ თუ არა, მამამ ყველა სხვადასხვა სასწავლებელში მიაბარა. მათი ჩამოსვლა სასწავლებლებიდან არდადეგებზე მთელი სოფლის ზეიმი იყო. მათი შეყრა ერთად სადილზე კი, საოცარი ლიტერატურული სანახაობა. მამის გადაცვალების შემდეგ, ძმებს უნდოდათ, რომ ჩარგალში თედო დარჩენილიყო და სასულიერო მოღვაწეობა გაეგრძელებინა, მაგრამ თედომ სხვაგვარად ისურვა, ის გორში დაბრუნდა და მასწავლებლობა დაიწყო. ვაჟა ხშირად სტუმრობდა გორში ძმას. თედოს იმჟამინდელი ლიტერატურა გამოუწერია, შეუძენია წიგნები და საფუძვლიანად შეუსწავლია აგრონომია, თავის მოსწავლეებს, გორში ხეხილის ბაღების მოშენებას და სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდა. მის სოფელში, ხელთუბანში, დღესაც ამბობენ, - თედომ ჩვენ ხეხილის ბაღების გაშენება გვასწავლა, ჩვენ კი ის მოვკალითო.

ლელა რაზიკაშვილი

ძმებიდან ყველაზე მეტად მეფის რუსეთის ჟანდარმერია სწორედ თედოს სდევნიდა. ერთ- ერთი საღმრთო დღესასწაულის დროს, ვაჟაც თედოსთან ყოფილა გორში. ჟანდარმერიას ეტყობა მიუტანეს ამბები მათ ოჯახში საუბრების შესახებ და ღამით თედოს სახლს თავს დაესხნენ. ჩხრეკის დროს თედოს ბუხარში ნიკოლოზ მეორის სურათი აღმოუჩინეს, თავდაყირა შეგდებული. ეს რა არისო? - უყვირია ჟანდარმს. გაჩუმდა ყველა, ვაჟამ კი მეორე ოთახში ჩაილაპარაკა: "უ კაჟდოი ვეშჩი სვაიო მესტა“ - რაოო, ვერ გაუგია ჯარისკაცს. ყრუებისთვის ორჯერ არ რეკავენო - უპასუხია ვაჟას. ის კი გადარჩა ჟანდარმის სიყრუვით, მაგრამ თედო დაიჭირეს და გააციმბირეს... პატიმრების ეტაპირებისას, ძმებს თედოსთვის ქურთუკი შეუკერინებიათ, ღილებში მონეტები ჩააკრეს და ისე გადაუციათ პატიმრისთვის, იქნებ გამოადგესო...ეს 1905 წელს იყო, თედო რაზიკაშვილი სამუდამოდ გადასახლებას მოულოდნელმა ამინისტიამ გადაარჩინა! მას ამინისტიამ ყაზანის ციხეში მოუსწრო და იქედან დაბრუნდა, თუმცა შინ დაბრუნებულს, ისევ დაესხნენ თავს და სახლი ზარბაზნებით აუფეთქეს, თედო რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ცოლ-შვილთან ერთად წუთებით გაასწრო უბედურებას! ამის მერე ის, ბავშვებთან ერთად ვაჟამ წაიყვანა ჩარგალში და 2 წელიწადი მალავდა მთებში.

ასე იბრძოდნენ ძმები საქართველოს ეროვნული იდეისთვის და ასე ებრძოდნენ მათ საქართველოს მტრები. პაპაჩემი ნიკო რაზიკაშვილიც, პოეტური ფსევდონიმით, ბაჩანა, მებრძოლი და მეამბოხე კაცი იყო. ის ცნობილი პოეტი იყო. მის ლექსებს სასკოლო პროგრამებში ასწავლიდნენ და თავად ვაჟაც ძალიან ხშირად საზოგადოების წინაშე გამოსვლისას ბაჩანას ლექსს, "მუხას" ჰყვებოდა ხოლმე დიდი განცდებით. ბაჩანას ლექსი - "ვინა თქვა საქართველოზე, ეგ არის ლომი კვდებაო“ შეფიცულ რაზმელებს, "ბოლშევიკებთან" ბრძოლის პერიოდში, თავის ჰიმნად უქცევიათ და გაცხარებულ ბრძოლებში ამ სიმღერით შედიოდნენ თურმე. ახალგაზრდობიდან მანაც ხიფათიანი ცხოვრება გაიარა. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა იყო, როცა გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებლად გაამწესეს.

ბაჩანა

მთელი სოფელი პატივს სცემდა ახალგაზრდა პოეტსა და მასწავლებელს. თავისი გამოკვეთილი ფიზიკური ძალის წყალობით ბაჩანას სახელი ჰქონდა გავარდნილი და ყველა დაჩაგრული თავის მფარველად მიიჩენვდა. ერთ დღეს, გაკვეთილის დროს, სკოლის ფანჯრიდან დაუნახავს გურჯაანელი თავადი როგორ ართმევდა გლეხს თავის მიერ წამოკრეფილ გუდურა შეშას. ამ სურათის შემხედვარე სკოლის ფანჯრიდან გადაფრენილა, დაუჭერია ის თავადი და მაგრად უცემია. მერე სადღაც წვეულებაში ის თავადი ზურგიდან მიპარვია ბაჩანას და ხანჯალი ჩაურტყამს. ამ ჭრილობამ კინღამ შეიწირა ახალგაზრდა კაცი. ხანგრძლივი ავადობის მერე კი გადარჩა, მაგრამ ფილტვზე მიყენებულმა ჭრილობამ ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეურყია. მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, მას ძალიან კეთილი გული ჰქონდა და ვაჟას ოჯახის და მისი შვილების მეთვალყურე, მასწავლებელი და პატრონი იყო, როცა მათი მამა თვეობით ქალაქში მიდიოდა და ოჯახი მარტო რჩებოდა.

თედო

- "მოგვშორდი, წადი! იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა რუსების ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას, შევმუსრო ისინი“,- ვაჟა ამ სიტყვებს ჯერ კიდევ 1905 წელს წერდა, დღეს, ფატქობრივად, იგივე რეალობის წინაშე ვდგავართ...

- ეს წერილი 1905 წელს, რუსული ოკუპაციის მეორე ასწლეულის დასაწყისში დაიწერა. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი ეტაპი საქართველოს ოკუპაციის ისტორიაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმებულია და არც რაიმე პერსპექტივა ჩანს, არამედ იმიტომაც, რომ იმჟამინდელ საქართველოში ფეხს იკიდებს სულ სხვა, ახლად წარმოქმნილი ჭირი - პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის და იდეოლოგიის სახით და სამწუხაროდ, ეს უბედურება შთანთქავს და დევნის ეროვნულ იდეას! ეს არის დრო, როცა ახალგაზრდული ენერგიის დიდი ნაწილი სცილდება ჭეშმარიტ გზას, ილიას გზას და პროლეტარულ მოძრაობაში ერთვება. ეს არის დრო, როცა ილიას საკუთარ გაზეთში "ივერიაშიც" კი ებრძვიან და ავიწროვებენ და მთელი ქვეყნის თვალწინ ამზადებენ მის მკვლელობას! ვაჟა-ფშაველას ღია ბრძოლას ოკუპანტის წინააღმდეგ, მის ამ განწყობას მაშინ ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ის სახალხო პოეტად აღიქმებოდა და, მის სიტყვას, ამ მოცემულობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული იდეის გადასარჩენად და იმ არეულ დროში სახალხო პროტესტის ენერგიის სწორი მიმართულებით წარმართვისთვის. ვაჟა არა მარტო წერილებით, არამედ საქმითაც ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული სახალხო მოძრაობაში, ოღონდ ეროვნული და არა კლასობრივი თავისუფლების იდეის სასარგებლოდ. ყველა საპროტესტო მოძრაობაში, განსაკუთრებით 1905 წლის არეულობებში, ის ხედავდა საქართველოს დამოუკიდებლობის შანსს და ყველა მეთოდით, ყველა ტრიბუნიდან ცდილობდა სახალხო პროტესტის აგორებული ტალღისთვის სწორი მიმართულება მიეცა.

თედო, ვაჟა და თედოს ქალიშვილი

ის დადიოდა სოფლიდან სოფელში, ატარებდა კრებებს, როგორ გულუბრყვილოდაც არ უნდა ჩანდეს დღევანდელი გადასახედიდან, გეგმავდა შეიარაღებულ აჯანყებასაც კი, მეფის რუსეთის წინააღმდეგ, რისი მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო! ამ იდეაში და მიზნებში მას მთა, ფშავ-ხევსურეთი მხარს უჭერდა და თანაუგრძნობდა, ის მთაში ამ კუთხით გამოკვეთილი ლიდერი იყო, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ქალაქზე, თბილისი, რიმელიც მაშინ გახლართული იყო ათასგვარი პოლიტიკური მიმართულებების ბადეში. სწორერდ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი საპროპგრამო წერილი "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“, რომელიც დღესაც, ამ გლობალიზაციის საფრთხეებში, ყველა ნაციონალური სახელმწიფოს მოქალაქისთვის სახელმძღვანელოდ გამოდგება. მისი ზოგჯერ ხელჩართული ბრძოლა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სასამართლოს და ეკლესიის ცალკეულ წარმომადგენლებთანაც კი, იმპერიის ადგილობრივ ინსტიტუციებთან ბრძოლა იყო და ამას არ მალავდა თავის წერილებსა და ფელეტონებში.

მარცხნიდან სხედან: იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა ფშაველა, ვაჟას ვაჟი - ლევან რაზიკაშვილი. დგანან: თედო და სანდრო რაზიკაშვილები

- დღეს, ამ ყველაფერს რომ მოსწრებოდა ვაჟა, თქვენი აზრით, იგივეს დაწერდა თუ უფრო მეტად შეუვალი იქნებოდა რუსებთან მიმართებაში?

- ბევრმა არც კი იცის, რომ ვაჟამ ცნობილი სტროფები - "სამშობლოს არვის წავართმევთ“ რუსეთ-იაპონიის ომში, რუსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ იაპონიის მამაც მეომრებს მიუძღვნა და ხშირად ამბობდა, რომ გამიგონ, გამაციმბირებენო. ბუნებრივია იმპერიის ჟანდარმერიისთვის ვაჟა - დიდი თავის ტკივილი იყო. ერთხელ მისი მკვლელობაც კი ჰქონდათ დაგეგმილი და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. არსებობს მეფის ნაცვლის კანცელარიის უფროსის, პოლკოვნიკ ბაბუშკინისადმი მიწერილი საიდუმლო მოხსენება, სადაც ვაჟა-ფშაველა მოხსენიებული იყო მთიელთა ლიდერად და იმპერიისთვის უკიდურესად საშიშ პერსონად! ასე რომ, ის დღესაც ისევე ებრძვის ოკუპანტს, როგორც მაშინ და იბრძოლებს მანამ, ვიდრე ჩვენს მტერს ერთი გოჯი მიწაც კი ექნება ვალად, ამაშია მისი გენიალობა! სამშობლო მუდმივი პროცესია, ის მუდმივად არის დასაცავი და მას ყოველთვის სჭირდება ისეთი მედროშე, როგორიც ვაჟაა!

- რამდენად რთულია ატარო ეს გვარი და რამდენად გრძნობთ მასთან სულიერ კავშირს?

- გვარის ტარება ბედნიერებაა, ვერ მოგატყუებთ და გამოვტყდები, რომ სიამაყეა, თუმცა დიდი, ტვირთიცაა, რომელსაც დიდი ძალა, ენერგია და პასუხისმგებლობა სჭირდება! ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ვაჟასთან ნათესაობა სულაც არ არის გენეტიკის საკითხი. ვაჟასთან ნათესაობა არის ღირებულებითი საკითხი და ყველა ადამიანი, ვინც ამ დიდი შემოქმედის ღირებულებებით ცხოვრობს და საქმიანობს, ემსახურება ქვეყანას და კაცობრიობას, მისი ახლო ნათესავია!

- თქვენ ხართ ეროვნული პრემიის ინიციატორი და მისი კონცეფციის ავტორი, საიდან დაიბადა ეს იდეა და რა გზა გაიარა, ვიდრე რეალობად იქცეოდა?

- დიახ, ინიციატორი ვიყავი მე, მაგრამ იდეა ძალიან დიდი ხნით ადრე დაიბადა და უამრავი ვაჟას თაყვანისმცემელის გულში და გონებაში. წლების განმავლობაში არაერთხელ მქონდა მცდელობა, რომ ეს იდეა რეალობად ქცეულიყო, მაგრამ ვერ ვაღწევდი შედეგს. პრემია ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურის სფეროს მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, სოლიდური ფინანსური სარგოთი და პრემიის პენსიით ცხოვრების ბოლომდე. გარდა ამისა, გვქონდა იდეა, რომ დაფუძნებულიყო ლიტერატურული ალმანახი, რომელშიც დაიბეჭდებოდა პრემიის კომისიაზე წარდგენილი ლიტერატურული ნაწარმოებები, თარგმანები და პუბლიცისტიკა, ანუ პრემიის ნომინაციებით განსაზღვრული ყველა მიმართულება. პრემიის დაფუძნება, როგორც სახელისუფლებო ინიციატივა 2013 წელს ვაჟაობის დღესასწაულზე გაახმაურა იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. აქვე დაანონსდა დისკუსიები საუნივერსიტეტო და ლიტერატურულ წრეებში პრემიის კონცეფციის დამუშავებისთვის. პრემიის დაფუძნების შესახებ სამთავრობო დადგენილება 2015 წელს გამოიცა და 2018 წელს ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის პირველი მფლობელი გახდა მწერალი გურამ დოჩანაშვილი. მართალია პრემია იმ მასშტაბით ვერ შედგა, როგორც ჩაფიქრებული იყო, მაგრამ მთავარია ის, რომ ქართულ ლიტერატურას და მის მსახურებს აქვთ კიდევ ერთი მოტივაცია ვაჟას სახელით, სახელმწიფოს მხრიდან აღიარებისა და მხარდაჭერის სახით. რაც ეხება პრემიის პირველ ლაურეატს, ბატონ გურამ დოჩანაშვილს, მისი კანდიდატურა ვაჟა-ფშაველას ფონდმა წარადგინა კომისიაში და ეს გამარჯვებაც არის სიმბოლური, იმ ტენდენციის მანიშნებელი, რომ აღნიშნული პრემიით დაჯილდოვებული ქართველი თუ არა ქართველი მწერალი არ დატოვებს კითხვებს საზოგადოებაში იმის თაობაზე, ეკუთვნოდა თუ არა მას ეს ჯილდო!

ვაჟას და მისი ძმების, დიდი რაზიკაშვილების სიდიადე არის ის, რომ მათ წარსულში ვერ ახსენებ, ისინი მუდამ თანამედროვეები არიან თავიანთი ღვაწლით და პოზიციით. მათი სიტყვა დღესაც არის მეგზური და სწორი გზის მაჩვენებელი. მათ თავისი სიტყვა უთხრეს საქართველოს აწმყოსა და მომავალს და ქვეყანაში სადაც მუდმივად დგას სახელმწიფოებრიობის გადარჩენის პრობლემა, მათი მაგალითი და მათი სიტყვა ზრდის თაობებს ამ ბრძოლებისთვის და მომავალი გამარჯვებებისთვის!

იხილეთ ასევე:

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი