პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას" - პატრიარქი
"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას" - პატრიარქი

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მი­ე­სალ­მე­ბა ძუ­ძუ­თი კვე­ბის ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნას და მო­მა­ვალ­შიც ხელს შე­უ­წყობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა წა­მო­წყე­ბა­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბას" - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის მიერ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ას­მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ ა.წ 17 მა­ისს ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და სიმ­ტკი­ცის დაც­ვის დღეს, თქვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ეძღვნე­ბა ძუ­ძუ­თი კვე­ბის პრო­პა­გან­და­სა და ბავ­შვებ­ში წიგ­ნის კი­თხვი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რდას.

ორი­ვე თემა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მი­ე­სალ­მე­ბა ძუ­ძუ­თი კვე­ბის ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნას და მო­მა­ვალ­შიც ხელს შე­უ­წყობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა წა­მო­წყე­ბა­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბას.

დე­დის რძე ბავ­შვის­თვის არის შე­უც­ვლე­ლი საკ­ვე­ბი, - მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სი­ჯან­სა­ღის ერთ-ერთი გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი და ეს ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს. რაც შე­ე­ხე­ბა ყმაწ­ვი­ლებ­ში წიგ­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბას, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში სწო­რად აღ­ზრდი­სათ­ვის ესეც მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია.

ჩვენ 6-7 წლის წინ და­ვი­წყეთ წიგ­ნის კი­თხვის პრო­პა­გან­და და ამ მიზ­ნით არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, მათ შო­რის ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა „და­ვი­თი­ან­ნის“ სა­შუ­ა­ლე­ბით; დღეს ეს თემა უკვე ინ­ტე­რე­სის სა­განს წარ­მო­ად­გენს და ამა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­საც.მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხი­თაც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებთ და იგი სწო­რად აღ­ზრდის შე­მად­გე­ნელ აუ­ცი­ლე­ბელ ნა­წი­ლად მი­გაჩ­ნი­ათ.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ თქვენ და თქვე­ნი ხელ­შემ­წყობ­ნი, ასე­ვე დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მზრუნ­ვე­ლი სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ე­ნი დე­დე­ბი, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი და მათი ხვა­ლინ­დე­ლი დღე.

ილია II, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი" - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას" - პატრიარქი

"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას" - პატრიარქი

"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას" - ამის შესახებ ნათქვამია პატრიარქის მიერ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

"საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციასმოხარულნი ვართ, რომ ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თქვენი ღონისძიება ეძღვნება ძუძუთი კვების პროპაგანდასა და ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდას.

ორივე თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას.

დედის რძე ბავშვისთვის არის შეუცვლელი საკვები, - მომავალი თაობის სიჯანსაღის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. რაც შეეხება ყმაწვილებში წიგნისადმი დამოკიდებულების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში სწორად აღზრდისათვის ესეც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენ 6-7 წლის წინ დავიწყეთ წიგნის კითხვის პროპაგანდა და ამ მიზნით არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ საშუალებით; დღეს ეს თემა უკვე ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამაში სერიოზული წვლილი შეაქვს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულ საკითხს სამედიცინო კუთხითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და იგი სწორად აღზრდის შემადგენელ აუცილებელ ნაწილად მიგაჩნიათ.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ხელშემწყობნი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მზრუნველი სხვა ორგანიზაციები.ღმერთმა დალოცოს ჩვეენი დედები, ჩვენი ბავშვები და მათი ხვალინდელი დღე.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.