პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიბილოვის კოზირი და ბერკეტი ახალი "პრეზიდენტის" წინააღმდეგ - რატომ უყურებენ ცხინვალში სკეპტიკურად ე.წ. რეფერენდუმს: "იმედია, გაგლოევი მაინც დააფასებს ჩვენს ბიჭებს"
ბიბილოვის კოზირი და ბერკეტი ახალი "პრეზიდენტის" წინააღმდეგ - რატომ უყურებენ ცხინვალში სკეპტიკურად ე.წ. რეფერენდუმს: "იმედია, გაგლოევი მაინც დააფასებს ჩვენს ბიჭებს"

უკ­რა­ი­ნის ომში კი­დევ ორი ცხინ­ვა­ლე­ლი და­ი­ღუ­პა. ცხინ­ვა­ლის ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს cominf.org-ის ცნო­ბით, "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სამ­ხედ­რო ვა­ლის მოხ­დის დროს და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, 32 წლის აცა­მაზ ბეს­ტა­ე­ვი და 28 წლის აცა­მაზ ჯი­ო­ე­ვი არი­ან".

ოსუ­რი მე­დია წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს უკვე რამ­დე­ნი­მე ცხინ­ვა­ლე­ლი მო­ხა­ლი­სე შე­ე­წი­რა, რაც ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა გან­გა­შის მი­ზეზს.

მოკ­ლუ­ლი აცა­მაზ ბეს­ტა­ე­ვი და აცა­მაზ ჯი­ო­ე­ვი

ცხინ­ვა­ლის ქუ­ჩებ­ში რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ თა­ვის დრო­ზე დიდი შეც­დო­მა იყო ბი­ბი­ლო­ვის პი­არსვლა, რომ რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი მე-4 სამ­ხედ­რო ბა­ზის­თვის ე.წ. არ­მია მი­ე­ერ­თე­ბი­ნა.

მათი თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იქ კონ­ტრაქ­ტით მსა­ხუ­რობ­დნენ და უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმამ­დე ეს მათ­თვის სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო, თუმ­ცა 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, ბა­ზი­დან ჯა­რის­კა­ცებს რე­გუ­ლა­რუ­ლად გზავ­ნი­ან, უკან კი ცხედ­რე­ბი მო­აქვთ...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბი­ბი­ლო­ვი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბი­თა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რე­გი­ონს სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბით არა­ერთ პრობ­ლე­მას უქ­მნი­და. ზოგი მათ­გა­ნი მა­შინ­ვე აი­სა­ხა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, ნა­წი­ლი კი თან­და­თან ვლინ­დე­ბა.

"უკვე მე­რამ­დე­ნე მსხვერ­პლი გვყავს და არა­ვინ იცის, წინ რა იქ­ნე­ბა. ბი­ბი­ლო­ვი რამ­დე­ნი­მე დღის წინ აპ­რო­ტეს­ტებ­და და სი­ა­მა­ყით ამ­ბობ­და, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად არი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და დი­ა­ხაც, წინა ხაზ­ზე უნდა იბ­რძოდ­ნე­ნო... ასეა, როცა მისი შვი­ლი არ იბ­რძვის იქ. რას ჰპირ­დე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის მშობ­ლებს, ოჯახს?.. იმე­დია, გაგ­ლო­ე­ვი უფრო და­ა­ფა­სებს ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ზა­ი­რა ჯა­ბი­ე­ვა.

ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცხინ­ვა­ლელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს უთხრეს, რომ ამ ომს რუ­სე­თი წა­ა­გებს. ერთ-ერ­თმა რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მამ მათი სა­უ­ბა­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ოსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ე.წ. ყო­ფილ ლი­დერს ფრონტზე არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ხარ­ვე­ზებ­ზე, შეც­დო­მებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე უყ­ვე­ბოდ­ნენ.

გაგ­ლო­ე­ვის მი­მართ შე­და­რე­ბით და­დე­ბი­თი მო­ლო­დი­ნე­ბია. მათ იმედს აძ­ლევთ ცი­ხე­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას, ინალ ჯა­ბი­ე­ვის საქ­მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რა დრო­საც ბი­ბი­ლოვ­მა ე.წ. ძა­ლოვ­ნებს ხელი გა­და­ა­ფა­რა, ოპო­ზი­ცი­ა­ში მყოფ­მა გაგ­ლო­ევ­მა კი, ოჯა­ხის მხა­რე და­ი­ჭი­რა, რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა აამ­ხედ­რა და ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. მალე მი­ზანს მი­აღ­წია კი­დეც - საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტე­ბი და­ა­კა­ვეს.

ძნე­ლია იმის პროგ­ნო­ზი, რის შეც­ვლას ან ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­მო­წყე­ბას შე­ეც­დე­ბა რუ­სუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სკო­ლა გა­მოვ­ლი­ლი გაგ­ლო­ე­ვი, რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო და ბი­ბი­ლო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­და. ამი­ტომ, მო­სახ­ლე­ო­ბის, მათ შო­რის ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბი­ბი­ლო­ვის უკა­ნას­კნელ სპე­ცო­პე­რა­ცი­ად შე­ფა­სე­ბუ­ლი ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ახ­ლად არ­ჩე­უ­ლის­თვის ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბაა.

kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში, ბი­ბი­ლო­ვის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი სოს­ლან ჯუსო­ე­ვი ამ­ბობს, რომ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რად­გან ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი სწო­რედ ამ ლო­ზუნ­გით მო­ვი­და პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე.

"თუმ­ცა, ამ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი არ ჰქო­ნია. ეს ახა­ლი გა­ნა­ცხა­დი, სხვა არა­ფე­რია თუ არა, ახალ პრე­ზი­დენტზე ზე­წო­ლის ბერ­კე­ტი - თუ გაგ­ლო­ე­ვი ძვე­ლი კად­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს, ბი­ბი­ლოვს მას­ზე ზე­წო­ლის ბერ­კე­ტი ექ­ნე­ბა, რომ მან ეს დი­დე­ბუ­ლი საქ­მე წა­მო­ი­წყო, თუმ­ცა, უღირ­სმა მემ­კვიდ­რემ მისი დას­რუ­ლე­ბა ვერ შეძ­ლო. ამით მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შექ­მნის საფრ­თხე" - ამ­ბობს ჯუსო­ე­ვი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მი­მომ­ხილ­ვე­ლის ზაურ ფარ­ნი­ე­ვის თქმით, რე­ფე­რენ­დუ­მი შე­საძ­ლოა, ბი­ბი­ლო­ვის კო­ზი­რად იქ­ცეს და მას გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს.

"შე­საძ­ლოა, ამ რე­ფე­რენ­დუ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით, თა­ვად ბი­ბი­ლო­ვი დაბ­რუნ­დეს პარ­ლა­მენ­ტში, თუნ­დაც სპი­კე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. მა­შინ, შე­იძ­ლე­ბა ეს რე­ფე­რენ­დუ­მი მას გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვა­დაც გა­მო­ად­გეს. გა­აჩ­ნია, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა გაგ­ლო­ე­ვი" -მი­აჩ­ნია ფარ­ნი­ევს.

ასე­ვე ნა­ხეთ:

ვაი, თქვენს პატრონს!
1

ბიბილოვი იმიტომ გადააგდეს რუსებმა, რომ ,,მებრძოლი" 300 ოსი უკრაინიდან გამოიქცა, იდეურად ვერ მოამზადა ჯარისკაცები , ახლა ეს გაგლოევი გარეკავს ხალხს ომში, მაგისთვის დასვეს ,,პრეზიდენტის " სკამზე. ისევ გამოიქცევიან ოსები? კიდევ ახალ არჩენებს მოაწყობენ დას ა. შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბიბილოვის კოზირი და ბერკეტი ახალი "პრეზიდენტის" წინააღმდეგ - რატომ უყურებენ ცხინვალში სკეპტიკურად ე.წ. რეფერენდუმს: "იმედია, გაგლოევი მაინც დააფასებს ჩვენს ბიჭებს"

ბიბილოვის კოზირი და ბერკეტი ახალი "პრეზიდენტის" წინააღმდეგ - რატომ უყურებენ ცხინვალში სკეპტიკურად ე.წ. რეფერენდუმს: "იმედია, გაგლოევი მაინც დააფასებს ჩვენს ბიჭებს"

უკრაინის ომში კიდევ ორი ცხინვალელი დაიღუპა. ცხინვალის ე.წ. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს cominf.org-ის ცნობით, "სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, სამხედრო ვალის მოხდის დროს დაღუპული სამხედროები, 32 წლის აცამაზ ბესტაევი და 28 წლის აცამაზ ჯიოევი არიან".

ოსური მედია წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე რამდენიმე ცხინვალელი მოხალისე შეეწირა, რაც ნამდვილად იძლევა განგაშის მიზეზს.

მოკლული აცამაზ ბესტაევი და აცამაზ ჯიოევი

ცხინვალის ქუჩებში რუსეთის მხარდამჭერი აქციების კვალდაკვალ, ოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თავის დროზე დიდი შეცდომა იყო ბიბილოვის პიარსვლა, რომ რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზისთვის ე.წ. არმია მიეერთებინა.

მათი თქმით, წლების განმავლობაში ადგილობრივები იქ კონტრაქტით მსახურობდნენ და უკრაინაზე თავდასხმამდე ეს მათთვის სტაბილური შემოსავლის წყარო იყო, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, ბაზიდან ჯარისკაცებს რეგულარულად გზავნიან, უკან კი ცხედრები მოაქვთ...

ადგილობრივების შეფასებით, ბიბილოვი, რომელიც მხოლოდ თავისი ძალაუფლების გამყარებითა და შენარჩუნებით იყო დაკავებული, რეგიონს საკუთარი შეცდომებით არაერთ პრობლემას უქმნიდა. ზოგი მათგანი მაშინვე აისახა მოსახლეობაზე, ნაწილი კი თანდათან ვლინდება.

"უკვე მერამდენე მსხვერპლი გვყავს და არავინ იცის, წინ რა იქნება. ბიბილოვი რამდენიმე დღის წინ აპროტესტებდა და სიამაყით ამბობდა, ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად არიან მომზადებულები და დიახაც, წინა ხაზზე უნდა იბრძოდნენო... ასეა, როცა მისი შვილი არ იბრძვის იქ. რას ჰპირდება ხელმძღვანელობა დაღუპული ბიჭების მშობლებს, ოჯახს?.. იმედია, გაგლოევი უფრო დააფასებს ჩვენი სამხედროებისა და მოხალისეების სიცოცხლეს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ზაირა ჯაბიევა.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალელმა ჯარისკაცებმა ანატოლი ბიბილოვს უთხრეს, რომ ამ ომს რუსეთი წააგებს. ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ მათი საუბარი გაავრცელა, სადაც ოსი სამხედროები ე.წ. ყოფილ ლიდერს ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე, ხარვეზებზე, შეცდომებსა და პრობლემებზე უყვებოდნენ.

გაგლოევის მიმართ შედარებით დადებითი მოლოდინებია. მათ იმედს აძლევთ ციხეში მოკლული ახალგაზრდას, ინალ ჯაბიევის საქმის გარშემო განვითარებული პროცესები, რა დროსაც ბიბილოვმა ე.წ. ძალოვნებს ხელი გადააფარა, ოპოზიციაში მყოფმა გაგლოევმა კი, ოჯახის მხარე დაიჭირა, რეგიონის მოსახლეობა აამხედრა და ხალხის მხარდაჭერით, დამნაშავეების სამაგალითოდ დასჯა მოითხოვა. მალე მიზანს მიაღწია კიდეც - საქმის მთავარი ფიგურანტები დააკავეს.

ძნელია იმის პროგნოზი, რის შეცვლას ან ახალი ინიციატივების წამოწყებას შეეცდება რუსული უშიშროების სკოლა გამოვლილი გაგლოევი, რომელიც ბოლო ხანებში ოპოზიციაში იყო და ბიბილოვის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდა. ამიტომ, მოსახლეობის, მათ შორის ადგილობრივი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიბილოვის უკანასკნელ სპეცოპერაციად შეფასებული ე.წ. რეფერენდუმი, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ახლად არჩეულისთვის ახალი პრობლემების შექმნის მცდელობაა.

kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში, ბიბილოვის ყოფილი მრჩეველი სოსლან ჯუსოევი ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამოხატულებაა, რადგან ანატოლი ბიბილოვი სწორედ ამ ლოზუნგით მოვიდა პრეზიდენტის პოსტზე.

"თუმცა, ამ ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არ ჰქონია. ეს ახალი განაცხადი, სხვა არაფერია თუ არა, ახალ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი - თუ გაგლოევი ძველი კადრების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ბიბილოვს მასზე ზეწოლის ბერკეტი ექნება, რომ მან ეს დიდებული საქმე წამოიწყო, თუმცა, უღირსმა მემკვიდრემ მისი დასრულება ვერ შეძლო. ამით მუდმივად ექნება დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხე" - ამბობს ჯუსოევი.

ადგილობრივი მიმომხილველის ზაურ ფარნიევის თქმით, რეფერენდუმი შესაძლოა, ბიბილოვის კოზირად იქცეს და მას გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს.

"შესაძლოა, ამ რეფერენდუმის დამსახურებით, თავად ბიბილოვი დაბრუნდეს პარლამენტში, თუნდაც სპიკერის პოზიციაზე. მაშინ, შეიძლება ეს რეფერენდუმი მას გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც გამოადგეს. გააჩნია, რამდენად ადეკვატური იქნება გაგლოევი" -მიაჩნია ფარნიევს.

ასევე ნახეთ: